ქართული წარმოშობისა და ეროვნებით უზბეკი 44 წლის დამრიგებელი ტიმურ კაპაძე ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2025 წლის ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელებს შორის ათეულში შეიყვანა.

კაპაძემ 8 ქულით მერვე ადგილ დაიკავა. მისი ხელმძღვანელობით უზბეკეთის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მუნდიალის საგზური მოიპოვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ ის დაითხოვა და მის ნაცვლად ფაბიო კანავარო დანიშნა, რადგან უფრო გამოცდილი სპეციალისტის ხილვა სურდა.

კაპაძე ამჟამად კვლავ უზბეკეთში საქმიანობს და ადგილობრივ "ნავბაჰორს" მოძღვრავს. რაც შეეხება საუკეთესო ნაკრებების მწვრთნელთა ათეულს, ის ასე გამოიყურება:

1) ლუის დე ლა ფუენტე - ესპანეთი

2) რობერტო მარტინესი - პორტუგალია

3) ლიონელ სკალონი - არგენტინა

4) სტალე სოლბაკენი - ნორვეგია

5) ტომას ტუხელი - ინგლისი

6) დიდიე დეშამი - საფრანგეთი

7) ვალიდ რეგრაგი - მაროკო

8) ტიმურ კაპაძე - უზბეკეთი

9) ნესტორ ლორენცო - კოლუმბია

10) ხავიერ აგირე - მექსიკა

ინფორმაციისთვის, ტიმურმა ადრე განაცხადა, რომ თურქი მესხია, მისი წინაპრები საქართველოდან შუა აზიაში სტალინური რეპრესიებისას გადაასახლეს, გვარად კოპაძეები არიან, მაგრამ დოკუმენტებში გვარი შეცდომით ჩაუწერეს. ის ფერგანაში დაიბადა, სხვადასხვა გუნდებში თამაშობდა, ნახევარმცველი იყო, ნაკრებში კი 119 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

გილოცავთ ახალ ცხენს )))
ამ ბოლო დროს გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს,რომ ეს კაცი გადადის შერეულ ორთაბრძოლებში და ვინ იცის,ბრძოლას უცხადებს ჩვენს მერაბს. )))
ვაჟა მასწავლებელი
დიდი ბოდიში ამ ახალ წელს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ "თურქი მესხი" მტრების მიერ შემოტენილი განმარტებაა, რადგან მაშინ უნდა არსებობდეს ქართველი მესხიც (ეს იგივეა რაც ქართველი ქართლელი). ამ კაპაძის მაგვარი ტანჯული ხალხის უბედურება ისაა, რომ ისინი რეალურად არიან "გათურქებული მესხები" და არა "თურქი მესხები".
tedo
egeni sadac arian , rogorc mwvrtnelebi , aq cenzura ar dabewdavs .

დალოცვილებო,გცოდნიათ,რომ უზბეკი არ არის და მაშ რატომ დაწერეთმუზბეკი მწვრთნელიო?გინდ თურქი იყოს,გინდაც ქართველი,უზბეკი ხომ ნაღდად იცით,რომ არ არის!
აბა ვიზეიმოთ !
ეს რომელია, "კაპაძე" ვარ, მარა ქართველი არ ვარ, თურქი("თურქიმესხი"?!) ვარო რომ ამტკიცებს ?!
kkkk
SANIOLI DA XIZANA SAD ARIAN.
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
კანავარო უზბეკეთის ნაკრებში კაპაძეს შეცვლის და სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებს
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად "ოქროს ბურთის" მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ
კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ