"ილია კოკაიამ ქართული ფეხბურთისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი უფლებები არ დავიცვა"
სამწუხაროა, მაგრამ ასეა - "ჭანტურია VS ზესტაფონი" გრძელდება. ამჯერად გია ჭანტურიმ ფიფას მიმართა და მისგან მოითხოვს ყოფილ კლუბთან ურთიერთობის გარკვევას. ეს ამბავი "ზესტაფონის" ყოფილმა მეკარემ გვითხრა.

შეგახსენებთ: სპორტულმა არბიტრაჟმა "ზესტაფონს" ჭანტურიასთვის 29 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, კლუბმა კი ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2011 წლის 15 ივლისს გავრცელებული ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ამ დავაში პოზიცია ფიფამაც დააფიქსირა - ფედერაციის სახელზე გაგზავნილ წერილში ფიფას იურიდიული სამსახური იუწყებოდა, რომ კლუბს საფეხბურთო დავის განსახილველად სამოქალაქო სასამართლოსთვის არ უნდა მიემართა, ამის უფლება არ ჰქონდაო.

არადა, "ზესტაფონი" კონტრაქტს იმოწმებს: სფფ-ის მიერ დამოწმებულ კონტრაქტში რომ ეწეროს, "მხარეთა შორის დავა შესაძლოა სპორტულ არბიტრაჟში გადაწყდეს", საქალაქო სასამართლოს არ მივმართავდით, მაგრამ ასეთი შეთანხმება არ არსებობდაო.

კლუბის ხელმძღვანელებმა განაცხადეს - ვაღიარებთ ფიფას წესდებას, რომელიც საფეხბურთო დავის სამოქალაქო სასამართლოში განხილვას კრძალავს, მაგრამ ჩვენ სასამართლოსთვის საქმის არსებითი განხილვისთვის არც მიგვიმართავს და ფიფას წესდება არ დაგვირღვევია, თუმცა ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას და არბიტრაჟის გადაწყვეტილებას "არბიტრაჟის შესახებ კანონის" შესაბამისად ვასაჩივრებთო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ საფეხბურთო არბიტრაჟს ჭანტურიასა და ზესტაფონის დავის განხილვა არ შეეძლო, რადგან, ერთი რომ, არ არსებობდა მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმება და მეორე - იურიდიული თვალსაზრისით, დავა უკვე ამოწურული იყო სფფ-ის აღმასკომის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ამ პროცედურული დარღვევების გამო სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სპორტული არბიტრაჟის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა კი აღარ ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს ამ ვერდიქტის გასაჩივრების შესაძლებლობას.

მოკლედ, კლუბში მიიჩნევენ, რომ ეს დავა საქართველოში დასრულდა. "ზესტაფონი" თანახმა იყო, ჭანტურიასთვის 7000 ლარი გადაეხადა, თუმცა იმასაც ფიქრობენ, ჩვენი კანონმდებლობით, შესაძლოა, ეს თანხაც ვერ მიიღოსო.

გია ჭანტურია კი მაინც არ გაჩერდა და საქმეში ფიფა ჩარია...

- როგორც ჩანს, ფიფას კატეგორიული აკრძალვა, საფეხბურთო დავები სამოქალაქო სასამართლოში არ განიხილოსო, არად ჩააგდეს. მე დავის საქართველოში მოგვარება მსურდა, მაგრამ რადგან ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, იძულებული გავხდი, ფიფასთვის მიმემართა. "ზესტაფონმა" სამოქალაქო სასამართლოს მიმართა, რომელსაც საფეხბურთო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გააუქმა. თუ არბიტრაჟი არაკომპეტენტური იყო, ფედერაციამ იქ დავის განხილვის უფლება რატომ მომცა? ეს ლოგიკური არ არის - ფედერაციამ არბიტრაჟი იმიტომაც დააფუძნა, რომ ფიფასგან ამის ნებართვა მიიღო, ესე იგი, კომპეტენტური ორგანოა.

სხვათა შორის, ისიც არაზუსტი ინფორმაციაა, თითქოს "ზესტაფონი" 7000 ლარს ჩვენი კანონმდებლობის საფუძველზე არ გადამიხდის. შემიძლია წარმოგიდგინოთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ძალაშია ამ თანხის გადახდის გადაწყვეტილება, რომელიც კლუბმა აღიარა. მაგრამ, თუ აღიარა, სამი წელი რატომ არ მიხდის?

მოკლედ, რადგან კლუბი თანხის გადახდას არ აპირებს, იძულებული გავხდი, ფიფასთვის მიმემართა - ამ ორგანიზაციაში წერილი უკვე გავგზავნე და მათთვის უკვე ცნობილია, რომ საფეხბურთო დავა სამოქალაქო სასამართლომ განიხილა. მალე შვეიცარიაში დავასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას გავგზავნი, თუ როგორ არის იგნორირებული ჩვენთან სპორტული არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

არ შემიძლია, არ შევეხო ჩემი მეგობრისა და ყოფილი თანაგუნდელის ბუბა დაუშვილის საკითხსაც - ბუბამ ექვსი წელი ითამაშა "ზესტაფონში", საქართველოში თითქმის ყველა ტიტული მოიგო, 21 წლისა ეროვნული ნაკრების წევრია და უცხოეთში წასვლა რომ სურს, რა არის ამაში უცნაური? კლუბს თუ აქვს თავისი ინტერესი, ფეხბურთელს რატომ არ შეუძლია ჰქონდეს? რა, მტყუან-მართალი მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებით ირჩევა? არ მესმის, ძალით რატომ უნდა დაიტოვო ფეხბურთელი? ქართულ კლუბებში ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა, კონტრაქტებს ხელს რომ არ აწერდნენ, კლუბები დისკვალიფიკაციას აძლევდნენ.

მე კარიერა უკვე დავასრულე და რაც გადამხდა, იმან მაფიქრობინა, რომ დროა, ძლიერი საფეხბურთო პროფკავშირი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც მოთამაშეთა ინტერესებს დაიცავს - დღეს კი ეს ლამის შეუძლებელია. სამწუხაროდ, ფედერაციაც ვერ ახერხებს მოთამაშეთა ინტერესების დაცვას, რადგან კლუბებს ორიოდე მდიდარი მეპატრონე ჰყავთ და მათ წინააღმდეგ ვერ მიდიან. ესეც მესმის, მაგრამ ფეხბურთი წესებით თამაშია და არა უწესოდ მოქცევა.

- როდესაც ამ დავაზეა ლაპარაკი, ბევრი ამბობს, ილია კოკაიამ ბევრი რამ გააკეთა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის და ფედერაცია მის წინააღმდეგ ვერ წავაო.

- და განა მე ვამბობ, რომ არაფერი გააკეთა? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ჩემი უფლებები არ დავიცვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უძლევი
სფფ კოკაის მხარეს იჭერს და საეჭვოდ ჩუმად არის დომენტია! ჭანტურიას გადაგდება მოინდომა კოკაიამ, მაგრამ ასეთი მოქცევა ფებურთელისადმი არა არის კარგი ზესტაფონისთვის. სჯობს ზესტაფონმა პატივი სცეს ფებურთელთან დადებულ კონტრაქტს და საკუთარ იმიჯს და დროზე გადაუხადოს დავალიანება ფეხბურთელს. დომენტია, ეს დავა ქართულ ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის, იმოქმედე!
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია