საფრანგეთში შეკრებაზე მყოფი საქართველოს ნაკრები ერთ კვირაში გეზს ახალი ზელანდიისკენ აიღებს

ერთი კვირაც და საქართველოს ნაკრები, რომელიც საწვრთნელ შეკრებაზე საფრანგეთში იმყოფება, გეზს ახალი ზელანდიისკენ აიღებს. "ბორჯღალოსნებმა" მზადების ორი ეტაპი გაიარეს და ახლა ერთკვირიან შვებულებაში იმყოფებიან.

სამშობლოში დაბრუნდა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ილია მაისურაძე, საფრანგეთში ასევე რამდენიმე დღით იმყოფებოდა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, რომლებმაც ნაკრების მედია მენეჯერ ლაშა ხურციძესთან ერთად "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" პრესკონფერნეცია გამართეს.

გიორგი ნიჟარაძე: "საფრანგეთში მზადება საკმაოდ ინტენსიური იყო. ნაკრებმა ორი საწვრთნელი შეხვედრაც გამართა. უნდა ითქვას, რომ ბიჭები ძალიან დაიღალნენ და ეს ერთკვირიანი შვებულება, რომელიც გუნდის მოთამაშეებს მწვრთნელმა მისცა, სწორედ რომ დროული იყო.

ვფიქრობ, ფიზიკურად გუნდი კარგადაა მომზადებული. მსოფლიოს თასამდე დარჩენილ დროში კი ტაქტიკურ მონახაზებზე იმუშავებენ. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ორი თამაში საკმარისი არ იყო. სამწუხაროდ, ამის საშუალებას არ გვაძლევს მოკლე სათადარიგოთა სკამი. მეტი თამაში, მეტ ტრავმირებულ მორაგბეს ნიშნავს. ამის ფუფუნება კი ჩვენ არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ მწვრთნელმა სწორი გადწყვეტილება მიიღო, როცა მხოლოდ ორი მატჩის გამართვა იკმარა.

როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, ვგულსიხმობთ იმას, რომ მეტოქეთა შორის სუსტი გუნდი არ გვყავს. ჩვენ ვნახეთ შოტლანდიის ნაკრების თამაში, ეს გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, არგენტინელებიც ნელ-ნელა მოუმატებენ, ინგლისის ნაკრების შესახებ აღარაფერს ვამბობ. რაც შეეხება რუმინეთს, ის ჩვენი ტოლ-სწორი გუნდია.

ერთი სიტყვით, ინგლისის, შოტლანდიისა და არგენტინის ნაკრებები ჩვენზე ობიექტურად ძლიერი გუნდები არიან. მიუხედავად ამისა, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი გუნდის თამაშით შერცხვენილი არ იქნებით. ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა და მეგობრული ატმოსფერო სუფევს. ბიჭებს კარგად ესმით რა პასუხისმგებლობა აკისრიათ და მზად არიან ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინონ. ბოლომდე თავდადებით თამაში ის კოზირია, რომელიც ჩვენს ნაკრებს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს.

ილია მაისრაძე: "ნაკრები 49 დღეა საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება და, ცხადია, ძნელია, ამ დროის მანძილზე ტრავმებს თავი აარიდო. ზვიად მაისურძისა და გიორგი ბეგაძის შესახებ უკვე იცით. ბოლო მატჩში ხელზე თითი მოიტეხა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს ილია ზედგინიძეს. როგორც ექიმები ამბობენ, ის პირველ მატჩში შოტლანდიის ნაკრებთან ვერ დაგვეხმარება. თუმცა მეორე შეხვედრაში, იმედია, თამაშს შეძლებს.

დავით ზირაქაშვილს სამი წელიწადია მუხლი აწუხებს. მზადების პროცესში მენისკის ანთება დაეწყო, მაგრამ დროულად მივხედეთ და ამჟამად ყველაფერი წესრიგში აქვს. საწვრთნელ შეხვედრებში მას არ უთამაშია, ზედმეტად გარისკვა არ გვინდოდა. ფეხი იტკინა ლაშა მალაღურაძემაც, თუმცა იმედი გვაქვს ისიც მალე გამოჯანმრთელდება.

ახალხან გამოკეთდა მალხაზ ურჯუკაშვილი, რომელმაც პირველ მატჩში "ორიკთან" ითამაშა, თუმცა მერე "ბურგუენთან" შეხვედრაში დავასვენეთ. მის ნაცვლად ფულბეკის პოზიციაზე რეზო გიგაური მოვსინჯეთ. ამავე ფუნქციის შესრულება შეუძლია ასევე მერაბ კვირიკაშვილსაც.

ნაკრების ძირითადი ბირთვი ახლოსაა იმ შემადგენლობასთან, რომელმაც მეორე მატჩში, "ბურგუენთან" ითამაშა. საკმაოდ მძიმე დატვირთვებთან ერთად მორაგბეებს საინტერესო განტვირთვის საშუალებებიც ჰქონდათ. რამდენჯერმე ბარბეკიუ მოვაწყვეთ. ველოსიპედებით გავისეირნეთ, ერთი სიტყვით, ბიჭებმა აქტიურად დაისვენეს.

ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ლევან ვასაძემ ბასიანის მგალობლები ჩამოიყვანა და ნაკრებს შესანიშნავი საღამო მოუწყვეს. სტუმრებმა საფრანგეთში მისი უწმინდესობის ილია მეორის მიერ გამოგზავნილი ხატი ჩამოასვენეს. ამ ამბავმა ბიჭებზე ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად იმოქმედა, კიდევ უფრო მოტივირებულნი გახდნენ.

მეტოქეებზე სრული ინფორმაცია გვაქვს. ახლაც რომ შევიკრიბებით კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ მათ თამაშს, ვიმსჯელებთ, რა შეიძლება, რომ დავუპირისპიროთ"

ლაშა ხურციძე: "მალე საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოვაქვეყნებთ ახალ ზელანდიაში გასამართი ღონსიძიებების განრიგს. იქ საკმაოდ დატვირთული პროგრამა გვექნება. გარდა იმისა, რომ მასპინძლები საკმაოდ საინტერესო დღეეებს გვთავაზობენ, ჩვენ ვაპირებთ საქართველოს კულტურის დღეების მოწყობას. სადაც ჩვენი მორაგბეები ჩოხებით იქნებიან. წარმოვადეგენთ ქართულ ღვინოს.

მასტერტონში, სადაც მეორე თამაშის შემდეგ დავბინავდებით, საქართველოს ნაკრების ფანკლუბია შექმნილი და ჩვენი გუნდის საპატივცემოდ, ქალაქის მთავარ ქუჩაზე აღლუმის გამართვას აპირებენ.

ერთი სიტყვით, მსოფლიოს თასის გათამაშების დღეები საკმაოდ დატვირთული იქნება მოვლენებით და ყოველივე ამის შესახებ ქართულ მედია საშუალებებს ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით".

საქართველოს ნაკრები

I ხაზი: გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ჯაბა ბრეგვაძე (არმია), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).

II ხაზი: ილია ზედგინიძე (კარკერენი) გიორგი ნემსაძე (ვალანსი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).

III ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), გიორგი ჩხაიძე (ლელო), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი).

N:9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია).

N:10: მერაბ კვირკაშვილი (ფიჟაკი), ლაშა ხმალაძე (ლელო).

N:12-13: ლაშა მალაღურაძე (უგუნდო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ნიცა).

N:11-14: ლექსო გუგავა, ალექსანდრე თოდუა (ორივე-ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი).

N:15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).

მსოფლიოს თასი

14 სექტემბერი

საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი

საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი

საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი

საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე