ახალი წლის ღამეს შვეიცარიაში ქალაქ კრას-მონტანას Le Constellation-ის ბარში დიდი ტრაგედია დატრიალდა. გაჩენილმა ხანძარმა 40 ადამიანი იმსხვერპლა და 115 დაშავდა, მათ შორის, ქართველების "მეცის" 19 წლის ფეხბურთელის ტაჰირის დოს სანტოსი.

ფეხბურთელის აგენტმა კრისტოფ იუტომ BFMTV-სთან საუბარში განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა თავისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩაიგდო, რადგან შეყვარებული გადაერჩინა.

ხანძრის გაჩენის დროს სპორტსმენი ბარის პირველ სართულზე იმყოფებოდა. მან გარეთ გასვლა მოახერხა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მისი შეყვარებული შენობაში იყო. ფეხბურთელი ყოყმანის გარეშე ცეცხლმოკიდებულ შენობაში შევარდა.

შვეიცარიის ხელისუფლების განცხადებით, კატასტროფის მასშტაბის გამო, მთელ ქვეყანაში დამწვრობის განყოფილებები სწრაფად დაიტვირთა, რის გამოც ზოგიერთი ყველაზე მძიმედ დაშავებული სპეციალიზებული მკურნალობისთვის მეზობელი ქვეყნების საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ასევე დოს სანტოსიც, რომელიც გერმანიაში შტუტგარტის კლინიკაში მკურნალობას გადის. მას მეორე ხარისხის დამწვრობები აქვს.

იტალიის ოფიციალური პირების თქმით, 16 იტალიელი მოქალაქე დაკარგულად ითვლება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასევე დაკარგულია საფრანგეთის რვა მოქალაქე.

ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს, რადგან მათი ცხედრების უმეტესობა მძიმედ იყო დამწვარი და ვიზუალურად მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.

დამწვრობის სიმძიმე აიძულებს გამომძიებლებს, სიკვდილის დასადასტურებლად დნმ-სა და სტომატოლოგიურ ჩანაწერებს დაეყრდნონ.

შვეიცარიის პრეზიდენტმა გაი პარმელენმა ხანძარს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედია უწოდა, რაც კი ქვეყანას ოდესმე განუცდია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დანაკარგის მასშტაბებმა ახალი წლის დასაწყისში ერი გლოვაში ჩააგდო.

თავის მხრივ, დოს სანტოსის კლუბმა "მეცმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ფეხბურთელს ყველა შესაძლო მხარდაჭერას უწევენ და ყველაფერს აკეთებენ მისი სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის.

ინფორმაციისთვის, ტაჰირის დოს სანტოსი "მეცის" აღზრდილი გახლავთ. ის ძირითადად 19-წლამდელთა გუნდში ირჯება. გასული წლის 20 დეკემბერს ის ის "ბიეშეიმთან" საფრანგეთის თასის 1/32-ფინალურ შეხვედრაში ძირითადი კლუბის განაცხადშიც გახლდათ.

სტატუს ქუო
საღოლ, ბიჭი.მაგრად ყვარებია ის გოგო.ასეთ კაცს საომრად თავისუფლად გავყვები.
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
[VIDEO] აბუაშვილმა გაიტანა - "მეცმა" "სოშოს" მოუგო
აბუაშვილის "მეცმა" "როდეზს" მოუგო
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა