სხვადასხვა გამოცემები წერდნენ, რომ გადაყენებული რიჩარდ ქოქრილის ნაცვლად საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელად ჯერ პიერ-ანრი ბრონკანის, ხოლო შემდეგ ფრანკ აზემას დანიშვნას აპირებდნენ, მერე გავრცელდა ინფორმაცია თითქოს „ბორჯღალოსნებს“ უორენ გეტლანდს ჩააბარებდნენ. ახლა კი Rugby Scope ირწმუნება, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ბრონკანს ორწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ და ის მუშაობას ზაფხულიდან შეუდგება, როდესაც „ბრივთან“ კონტრაქტი ამოეწურება.

იქამდე ჩვენს ეროვნულ გუნდს იტალიელი მარკო ბორტოლამი უხელმძღვანელებს, რომელიც შემდგომში ბრონკანის თანაშემწე იქნება.

გიორგი
მოაშორეთ მაისაშვილი და კაჭარავა.თუ არადა სტადიონზე აღარ მოვალთ.
GOMAKO
ლოთის სიფათი კი აქვს და რავიცი გამოდგება ნეტა რამეში?!

მწვრთნელის არჩევას ჩვენ საკითხავად არავინ გაგვიხდის,მაგრამ რას აპირებენ,რას აკეთებენ,რა გეგმები აქვთ, თუ არ მიიტანეს,თუნდაც ჟურნალისტების ყურამდე,კარგი არაფერი გამოვა.გასაგებია,რომ ქვეყანაში დაძაბულობის გამო,მათ მიმართაც დიდი აგრესიაა,მაგრამ ასე ბარიკადების უკან რაღაცის ჩუჩნაობა,კიდევ უფრო გააღრმავებს გაუცხოებას.რეალური ვითარება როგორია,გაგვაგებინონ,თორემ როცა სიმართლეს გიმალავენ,იქ ჭორები გამოდის და მერე,ცამდე მართალიც რომ იყო,თავის მართლება უკვე დაგვიანებულია.იმ ჭორმა დასანგრევი უკვე დაანგრია!უბედურება კიდევ ის არის,რომ ეს თუ არ ესმით და ერთსა და იგივე შეცდომას იმეორებენ,შედეგიც ზუსტად ერთნაირი ექნებათ.-უარყოფითი!
რეზო
გეთლენდი თავიდანვე ბლეფი იყო, აზემა სავარაუდოდ ფიჯის გამოჩენილმა ვარიანტმა მოხიბლა. მე, პირადად არ ვიცი ბრონკანის დამსახურება ან ფედერაციის ხედვა, რატომ დაადგეს თვალი. მაგრამ არაფერზე თავს არ ვდებ, უბრალოდ ვთხოვ ფედერაციას, პრეზიდენტს, მოვითხოვ, როგორც გულშემატკივარი, რომ ვრცელი კონფერენცია მაინც ჩაატარონ, სადაც იქნებია სერგო გაბუნიასნაირი ჟურნალისტები, ვინც კითხვების დასმას არ მოერიდება და გავიგებთ, საით მივდივართ და როგორ ვაპირებთ ამას. თუ ვინმე კითხულობს ფედერაციიდან, იცოდეთ, თქვენი მტრები არ ვართ, პირიქით! ჩვენ ვართ ისინი, ვისთვის არსებობს სპორტი, გულშემატკივრები! ბედნიერი შობა გაგვითენოს ღმერთმა!
ნინი
მშვენიერია. ბრონკანს თანაც ტულუზაშიც უმუშავია და ავსტრალიის ნაკრებშიც. მოტივირებული და ახალგაზრდა მწვრთნელი ჯობია გაგდებულ პენსიონერს. ასე რომ წარმატებები ვუსურვოთ, მოვრჩეთ ყველაფერზე წუწუნს და ფედერაციაზე ბოღმის მუდმივად ნთხევას.
Joseph
ამის დანიშვნას ისევ ქართველი დაენიშნათ. საფრანგეთში უკეთეს გუნდებში მუშაობენ ქართველები მწვრთნელებად.
ვახტანგი
კითხვა ფედერეციას: რა დამსახურება აქვს ამ კაცს ნაკრებს რომ აბარებთ? საკლუბო დონეზე ან სანაკრებო დონეზე. რა ინფორმაციაც მოვიძიე საფრანგეთის მეორე ლიგის მაჩანჩალა გუნდის მწვრთნელია, სულ ეგაა?
zaza
თან იტალიელი?
zaza
წირვა, რომ კაი ხანია გამოუყვანეს ეხლა ხვდებით?
1981
ჩვენი ფედერაციის მეტი ვინმემ იცის ეგეთი გვარის მწვრთნელი
პაატა
სერიოზულ და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღებს არც მოიყვანდნენ… პრო დ2-ის მე-9 ადგილოსანის მწვრთნელის შერჩევას მოხერხება ხომ უნდოდა?! რათ უნდა დიდი ჭკუა იმის გამოცნობას ისევ და ისევ ვისი მოკლე ჭკუით იმართება ჩვენი რაგბი:(((
ბოროტი ბეჰემოტი
თფუ, დაგასხით თავსლაფი, რაგბის კავშირის ბოსებო! გეტლანდის მომყვანები რომ არ იყავით, ეჭვიც არ შემპარვია (თუმცა გულის სიღრმეში იმედის სხივი მაინც კიაფობდა), მაგრამ ეს ბრონკანია თუ ონკანი სად გამოჩხრიკეთ?! თანაც, ზაფხულშიო და მანამდე თითქმის უპატრონოდ ტოვებენ ნაკრებს, რომ უკვე ესპანეთმაც გვაჯობოს?! ეეჰ, ისე ვატყობ, ეგენი ჩვენს რაგბს წირვას გამოუყვანენ ახლო მომავალში...
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია