„სენტ-ეტიენის“ გარემარბ ზურიკო დავითაშვილით „ბენფიკა“ დაინტერსდა, რომლის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს, - იტყობინება Benfica infos-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ლისაბონური კლუბი აგრეთვე „რეიმსის“ იაპონელი მცველის კეიტო ნაკამურას და „ვოლფსბურგის“ ავსტრიელი ნახევარმცველის პატრიკ ვიმერის დამატებას აპირებს.

პორტუგალიური sapo-ს ცნობით, „ბენფიკას“ ქართველის დამატების სურვილი აქვს, რომელსაც ორივე ფრთაზე შეუძლია თამაში, თუმცა ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება, რამეთუ მის გადაბირებას აგრეთვე „ევერტონი“, „ფენერბაჰჩე“ და „ბეშიქთაში“ ცდილობენ. ამ ინფორმაციას „რეკორდიც“ ადასტურებს.

Canto das Transferências-ის მტკიცებით, „სენტ-ეტიენი“ თანახმაა მინიმუმ 25 მილიონ ევროდ ახლავე გაყიდოს, ან იჯარით შემდგომი გამოსყიდვის უფლებით გაუშვას და ფეხბურთელს იანვარშივე სურს „ბენფიკაში“ გადასვლა.

ზურიკოს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 8 მილიონია. ის „სენტ-ეტიენმა“ „ბორდოსგან“ 2024 წელს 6 მილიონად შეიძინა - ანუ, 6 მილიონად იყიდა, ახლა მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონია და ტრანსფერში 25 მილიონს ითხოვს.

“ბენფიკა“ 17 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 39 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „პორტუს“ 10 ქულით ჩამორჩება და სასწრაფოდ გაძლიერებას საჭიროებს.

Noko
ფასი ისეთი დაადეს არავინ გადაიხდის დღეს ზურიკოში მაგდენს. ეგ ის არის შანსი არაა არ ვყიდითო.
FOOTBALL_HUB
არ ვიცი რამდენად აკურატულია ინფორმაცია და ვის ნამდვილად სურს ჩვენებურის დამაეტება, ხოლო ვისი სურვილი მონაჭორია, თუმცა პრაქტიკაზე დაფუძნებით შემიძლია გითხრათ რატომ აჯობებდა ყველა დანარჩენს პრემიერლიგური ევერტონის ვარიანტი: 1) ინტენსივობა და მაღალი ტემპი, ვინც რა არ უნდა თქვას პრემიერლიგა ფიზიკური მომზადებითა და ინეტენსივობით პირველია ევროპაში და იქ სტაბილურად მოთამაშე ფეხბურთელები მუდმივად შესანიშნავ სათამაშო ფორმაში არიან (პორტუგალიაში და თურქეთში მსგავს სათამაშო ფორმას ვერ აკრეფ) 2) დისციპლინა და გუნდური თამაში, რაც ასევე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენი ფეხბურთელისთვის, რათა მისაცემი პასი არ მოუჟმოტონ, რაც ხშირია იგივე პორტუგალიის ჩემპიონატში, რადგან იქ ეგოისტები და ინდივიდუალისტები უფრო არიან თავმოყრილნი ვიდრე გუნდური მოთამაშეები, და სათამაშო დისციპლინაც გაცილებით დაბალი ხარისხისაა. 3) უკეთესი ტრამპლინი, რაც განვითარებისა და დაწინალურების მეტ პრესპექტივას გულისხმობს, იმ ყველაფერზე დაყრდნობით რაც ზემოთ ჩამოვთვალე, პრემიერლიგაში გამომსვლელ ფეხბურთელებს მეტი ყურადღება ეპყრობა წამყვანი ევროპული ლიგების მხრიდან და თუნდაც ერთი წარმატებული სეზონის შემთხვევაში დიდია იმის შანსი, რომ გაცილებით უკეთეს გუნდში გაცილებით სარფიანი პირობებით გადაბარგდე. 4) ევროტურნირებზე გამოსვლის პერსპექტივა - აქ გაჟღერდა არგუმენტად, რომ ევერტონი ვერასდროს გავა ევროტურნირებზე და ამიტომ ფენფიკა უკეთესი ვარიანტია. აღნიშნული არგუმენტის მიმწოლებს შეგახსენებთ ქოჩორაშვილის გამოცდილებას, იმავე არგუმენტით გადაბარგდა ლევანტედან სპორტინგში და ჩვენდა სამწუხაროდ მთელი სეზონია სათადარიგოთა სკამს ხეხავს. აქვე დავამატებ იმასაც, რომ ევერტონი ამ მომენტისთვის პრემიერლიგის ცხრილში 28 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს, თუმცა სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩება მე-5 ადგილზე მყოფ ჩელსის, რომელიც ევროპა ლიგის ზონაშია ხოლო 6 ქულით ლივერპულს, რომელიც უკვე ჩემპიონთა ლიგის ზონაზე აცხადებს პრეტენზიას. ასე რომ ყველა არგუმენტის გათვალისწინებით თუკი ინგილისიდან დაინტერესება რეალურია, ჩემი აზრით არც კი უნდა დაფიქრდეს, მითუმეტეს რომ 25 მილიონს და თანაც საფრანგეთის მეორე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელში პრემიერლიგური შუაადგილოსანი კლუბი უფრო გადაიხდის, ვიდრე პორტუგალიური ან თუნდაც თურქული გრანდი.
გოგა
ევერტონი შეიძლება კიდე 50 წელი ვერ გავიდეს დიდ ტურნირებზე და ბენფიკა სულ თამაშობს ლიგაზე, ლიგაზე თამაში ჯობია რათქმაუნდა, თან მოურინიოსგან ძალიან ბევრს ისწავლის და თუ საერთოდ იმსახურებს თამაშს, არავინ დაჩაგრავს
ცოფიანი სპილო
არ ვიცი, მომკალით, და არ მომწონს ეგ პრიმეირა, საყურებლად 2-ე ბუნდესლიგაც და ჩემპიონშიპიც ჯობიან, სხვა ლიგებზე არც ვამბობ. თურქეთიც მირჩევნია, აქ კიდე 2-3 ტოპ-გუნდი საშუალო დონის დაცვითი ფეხბურთის გუნდებთან თამაშობს. თან იაფიანი აფრიკელებით და ბრაზილიელებით გატენილები არიან - ანგოლა, მოზამბიკი, კაბო ვერდე, გვინეა-ბისაუ, სულ ჯანზე არიან, დარბიან ზებრებივით, თუნდაც ნაკლები ინტელექტით, ხოდა ჩვენები ქე არიან მე-2-3 როლებზე. უკეთეს ლიგას ვისურვებდი ფაფხურასთვის, თუნდაც ლიგა 1-ს უფრო ძლიერ გუნდს, ვიდრე ამ ჭაობს
მწარეს
ბიჭო იტალიაში, საფრანგეთში ,ესპანეთში,ავსტრიაში თუ თამაშობენ წარმატებით ქართველები და უძლებენ 90 წუთს პორტუგალიაში რატომ ვერ გაუძლებენ? მიზეზი ისაა რომ, არაა ეგ ლიგა ქართველების სტილის, გაიგეთ რა?
უვიცი
მემგონი არაა ცუდი ვარიანტი ბენფიკა. რაც შეეხება ევერტონს, არანაკლებ საინტერესოა თუ მეტად არა, ცოტა ჩავარდნა კი ქონდა კლუბს, მაგრამ მგონი გადალახეს და ცოტა გაძლიერების შემთხვევაში კამფეტების დროც უნდა დაბრუნდეს პრემიერლიგის მოწინავეებში.
Sul2
წარმატებები ზურიკო!!! რატომაც არა! ნიჭიერი ბიჭია და იმედია გაუმართლებს და კარგად მოერგება გუნდს. ბენფიკადან ერთი ნაბიჯია ტოპ გუნდებამდე და ეგეც მალე იქნება!!!
მწარე
ან მე დავიბენი ან თქვენ არ აკეთებთ სწორ ანალიზს. რისი თქმა გინდათ? პორტუგალიელები ქართველ ფეხბურთელებთან იმიტომ აფორმებენ კონტრაქტს, რომ მერე დაღუპონ, აღარ ათამაშონ, მოსპონ???? კაი რააააა. არაბიძემ თავის თავს დააბრალოს. ქოჩორამ ნაკრებშიც ვეღარ გაქაჩა. სხვებზე ლაპარაკიც არ ღირს. ქართველი ფეხბურთელების პრობლემაა ზედმეტი ინდივიდუალიზმი, ტაქტიკური გაუნათლებლობა, დაბალი თამაშში ჩართულობა (თითქოს მომენტებში გაითიშებიან, თამაშიდან ამოვარდებიან) პლიუს ფიზიკურად ვერ უძლებენ 90 წუთს. შენ უნდა შეუწყო შენი თამაში გუნდს (პორტუგალიურს, ესპანურს, ინგლისურს, ყაზახურს, სომხურს, ქართულს და ა.შ.) და არა იმათთმა ითამაშონშენი ჩვენების ერთი ადგილის ქეიფზე.
დიმა
მე ვიცი, რომ რეალი და ბარსელონა ჩალიჩობენ მის გადაყვანაზე.
Ჯუმბერი
Რა უნდა ბენფიკაში. Სკამზე დაამჟავებენ. Იყოს სადაცაა
გია_544
დროზე გავაფრთხილე, ზურას სურათი გამოცვალეს, მოურინიოს გაუფრთხილდნენ ) მადლობთ ყურადღებისათვის!
გენა
Ზღაპარი
გაბო
ბენფიკა კარგი კლუბია, მაგრამ პორტუგალია არაა ქართველებისთვის კარგი ლიგა, ვერცერთმა ქართველმა ვერ მიაღწია იქ წრმატებას! ავიღოთ თუნდაც არაბიძე დააკარგიეს დრო, ავიღოთ თუნდაც აბუაშვილი არ მისცეს შანსი! ავიღოთ თუნდაც ავთო ებრალიძე, როცა დრო იყო გაშვების არ გაუშვეს და ჩატოვეს მეორე ლიგაში. არც ახლანდელებს აქვთ კარგად საქმე! ქოჩორა სკამზეა, მამაგეიშვილი საერთოდ უთამაშებელია, ლომინაძეს თავიდან მისცეს შანსი და ახლა კი 15 მაქსიმუმ 20 წუთს ათამაშებენ! მოკლედ ზურას შეუძლია უკეთეს ვარიანტს დაელოდოს,თუნდაც სარანგეთში. მად წასვლას რენში, ტულზაში და მსგავს ფრანგულ გუნდში წასვლა სჯობს!
კახი
არავითარი ბენფიკა,სამწუხაროდ იქ გადასვლით ქოჩორას ბეფს გაიზიარებს,გამოჩნდება ვიღაც 18 ან 19 წლის ბრაზილიეალი ან პორტუგალიელჯ და იმას მისცემენ შანს ზურას კი სკამზე გადასვავენ. ზოგადად პორუგალიაში ქართველებს არ ენდობიან. თუნდაც არაბიძეს როგორ მოექცნენ.
ალიკა
ჯობია დაიფაროს,რას ნიშნავს კარგად მოუფიქრებლად ნაბიჯის გადადგმა კი აქვს ცხვირწინ მაგალითი საქართველოს ნაკრების წევრების, ვგულისხმობ ქოჩორას,მამარდას და გოგლიჩიძეს რომლებიც ღრმა თადარიგის მოთამაშეები არიან,
გია_544
ზურამ რომ დაუყვიროს, მოურინიოს ვერ მოასულიერებენ, ვერა !!..
zura222
ბენფიკა 25 მილიონს არ გადაიხდის ეს ინგლის-ესპანეთ-იტალიის გრანდებისთვისაა 25 მილიონი ჩვეულებრივი ფული და პორტუგალიისთვის ძალიან ბევრია ცოტაც მოიცადონ იქნება ინგლისიდან ევერტონის გარდა კიდევ მოინდომოს ვინმემ თუ არადა ევერტონიც კაი ვარიანტია
ვაჟა მასწავლებელი
ივერიელი ფეხბურთელები ნელ-ნელა იბერიაში იყრიან თავს?-ჰა? მართალია? თუ "ყვითელი" ინფორმაციაა?
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
დავითაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
ქოჩორაშვილი "ხეტაფეს" ნაცვლად შესაძლოა, ლა ლიგის ერთ-ერთ სახელოვან გუნდში აღმოჩნდეს
"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
"ატალანტამ" ალაიბეგოვიჩი ვერ შეიძინა და დავითაშვილის ტრანსფერზე გადაერთო
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
[VIDEO] დავითაშვილის გოლი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მესამე გამარჯვება
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "სოშოს" მოუგო
ქოჩორაშვილის მომავალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა - მის წასვლამდე "სპორტინგს" დამატებით 1 მილიონის გადახდა მოუწია
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება