დღეს ბრისბენში, ავსტრალიის ნაკრები შეეცდება შინ ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდის ძლევით მსოფლიოს თასის წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნას
დღეს ბრისბენში, სამი ერის გათამაშების ბოლო შხვედრაში, ამ ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა. ავსტრალიის ნაკრები შეეცდება შინ ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი დაამარცხოს და მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყების წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნას.

"ოლ ბლექსის" ნაკრების თავკაცმა გრემ ჰენრიმ მსოფლიოს თასზე საასპარეზო 30-კაციანი შემადგენლობა ოთხი დღის წინ გააცხდა. მისი რამდენიმე გადაწყვეტილება რაგბის სპეციალსტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ჰენრიმ ლიამ მესამს, ხოსე გეარს, ჯერარდ ჰოეთას და სიტივენი სივივატუს ამჯობინა ვიქტორ ვიტო, ზაკ გილფორდი და ისაია ტოეავა.

ავსტრალიის ნაკრებს კი კაპიტანი შეუცვალეს. როკი ელსომის ნაცვლად "ვოლაბებს" ჯეიმზ ჰორვილი წარუძღვება. რობი დინსმა განაცხადში არ შეიყვანა ჯეიმზ ოკონორი. სწორედ ამიტომ ბუქმეიკერებს ფავორიტად ახალი ზელანდიის ნაკრები მიაჩნიათ. ოკონორის არყოფნა ავსტრალიელთა გუნდს იმაზე მეტად დაეტყობათ, ვიდრე ამას გუნდის მწვრთნელები ვარაუდობენ. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჰენრიმ ძირითად შემადგენლობაში ყველა წამყვანი მოთამაშე დააბრუნა. დენ კარტერი, რიჩი მაკქოუ, მაა ნონუ, კონრად სმითი და ძმანნი მათნი, სრულ მზადყოფნაში არიან.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 30-კაციან განაცხადში მოხვდა, ჰენრის გადაწყვეტილების ლოგიკურობა მაინც დასამტკიცებელი აქვს გარემარბ ზაკ გილფორდს.

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ენტონი ფაინგაა, 12. პატ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. სეკოპე კეპუ, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. დენ ვიკერმანი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. რადიკე სამო.

16. საია ფაინგაა, 17. სალესი მააფუ, 18. რობ საიმონსი, 19. ბენ მაკკალმენი, 20. სკოტ ჰიგინბოთამი, 21. ლუკ ბარჯესი.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ზაკ გილფორდი, 10. დენ კარტერი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ადამ თომსონი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.

16. ენდრიუ ჰორი, 17. ჯონ აფოა, 18. ალი ვილიამსი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. ენდი ელისი, 21. კოლინ სლედი, 22. ისაია ტოეავა.

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ავსტრალია - 9, 3. სამხრეთ აფრიკა - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

oldcoyot
ლამის ოთხი დღე გავიდა რაც გადაწყდა უკვე და ინფორმაციას რატომ არა დებთ? 25-20 ავსტრალიამ გაიმარჯვა და თასიც მოიპოვა, ასე რომ მსოფლიოზე ფინალის ჯახის რეპეტიცია შედგა.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"