ფოთელებმა "ფაზისზე" საფარი აიღეს, წინასწარი სამუშაოებიც წამოიწყეს და მას შემდეგ ტენდერის შედეგების გამოცხადებას ელიან
დღეს საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება, ფოთის "კოლხეთს" კი აქამდე მშობლიურ "ფაზისზე" არ უთამაშია - პირველ სამ ტურში "მეტალურგს", "ზესტაფონსა" და "ბაიას" ესტუმრა, დღეს კი გორის "დილას" ლანჩხუთში უმასპინძლებს.

რა მიზეზია, "კოლხეთი" რომ ასე მომთაბარეობს? ჯერ ცნობილ ამბავს გაგახსენებთ: როდესაც წინა ჩემპიონატი დასრულდა, საქართველოს მთავრობამ გორის, ქობულეთისა და ფოთის სტადიონებზე ბალახის საფრის დასაგებად ფეხბურთის ფედერაციას 2,5 მილიონი ლარი გამოუყო, ანუ 833 ათასი ლარი თითო მოედნის მოსაწყობად, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა.

ფედერაციამაც ამ ქალაქების სტადიონებზე საფრის დასაგებად ტენდერი გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილე კომპანიებმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობები ვერ დააკმაყოფილეს, მათი წინადადებები დაიწუნეს და ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

ითქვა, ფედერაცია ახალ ტენდერს გამართავსო, მაგრამ ჯერ ამის შესახებ არაფერია ცნობილი, ეროვნულ ჩემპიონატის მონაწილე გუნდებისთვის ხარისხიანი მოედნის მოწყობის ვადამ კი, საუკეთესო შემთხვევაში, შემოდგომისთვის გადაიწია.

"დილას" კიდევ რა უჭირს, გორელებს ნორმალური მინდორი აქვთ და ამიტომაც სთხოვეს ფედერაციას, ჩვენს საფარს არ შეეხოთ და დასახარჯი თანხით სათადარიგო მოედნის მოგვიწყეთო.

ფოთელები კი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: ტენდერის იმედად "ფაზისზე" საფარი აიღეს, წინასწარი სამუშაოებიც წამოიწყეს და... მას შემდეგ ტენდერის შედეგების გამოცხადებას ელიან. თუ ეს ამბავი მალე გაირკვა, საფრის დასაგებად საუკეთესო დროა და ორ თვეში მოესწრება.

თუმცა, სანამ ახალი ტენდერის შედეგები გახდება ცნობილი, "კოლხეთის" ხელმძღვანელებს საშინაო მატჩებისთვის არენის სასწრაფოდ შერჩევა დასჭირდათ. ჯერ ზუგდიდის სტადიონზე შეაჩერეს არჩევანი, მაგრამ ამ ჩანაფიქრზე ორი მიზეზის გამო აიღეს ხელი: პირველი ის იყო, რომ "ბაიასა" და "კოლხეთს" თითქმის ერთ დღეს უწევდათ საშინაო შეხვედრები. კი იყო შესაძლებელი, ფედერაციასთან შეთანხმებით ფოთელთა მატჩი მეორე დღეს გამართულიყო, მაგრამ აქ მეორე საფრთხე იქმნებოდა - წვიმის შემთხვევაში ზუგდიდის მოედანი მეორე დღეს აღარ ივარგებდა, ასეთ დატვირთვებს ვერ გაუძლებდა.

ამიტომც გადაწყდა "კოლხეთის" საშინაო მატჩების ლანჩხუთში გამართვა. იქ სტადიონი "ფორმაში" კი ვერ არის, მაგრამ ფოთთან ახლო ქალაქია და მოედანსაც არა უჭირს. თანაც, გურულები გასაჭირში მყოფ მეზობლებს მხარში ამოუდგნენ და სტადიონის იჯარაში მინიმალური თანხა მოსთხოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე