უმაღლესი ლიგის დებიუტანტი მარტვილის "მერანის" 29 წლის კაპიტანმა სეზონის სასტარტო მატჩები შეაფასა
უმაღლესი ლიგის დებიუტანტ მარტვილის "მერანს" ახალ სეზონში ურიგო სტარტი ნამდვილად არ ჰქონია. გუნდის წარმატებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეაქვს გამოცდილ გიგა ჟვანიას. "მერანის" 29 წლის კაპიტანს სწორედ სეზონის სასტარტო მატჩების შეფასება ვთხოვეთ.

- დებიუტანტი გუნდისთვის 4 ქულა სამი ტურის შემდეგ ურიგო შედეგი, ალბათ, არ უნდა იყოს.

- მეც ასე ვფიქრობ და ეს გუნდის სამწვრთნელო შტაბისა და თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა. შესაძლო იყო, მეტი ქულაც გვქონოდა: პირველ ტურში "გაგრასთან" წაგება, უპირველესად, გამოუცდელობასა და ნერვიულობას უნდა დავაბრალოთ. ყოველ შემთხვევაში, დიდი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით.

- დებიუტანტ გუნდს ამ სეზონში რა მიზანი ექნება?

- რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა უდავოდ დიდი წარმატება იქნება. მომავალში კი, ალბათ, უფრო მეტი ამბიციაც შეიძლება გაგვიჩნდეს. "მერანში" გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ნიჭიერი ახალგაზრდებიც არიან, რაც ოპტიმზმის საფუძველს გვაძლევს.

- "მერანთან" რა ხანგრძლივობის კონტრაქტი გაკავშირებთ?

- კონტრაქტი ერთწლიანი მაქვს და გუნდის ხელმძღვანელები თუ კმაყოფილნი იქნებიან ჩემი თამაშით, თანამშრომლობას სიამოვნებით გავაგრძელებ. ამ კლუბში საქმის მცოდნე ადამიანები მუშაობენ და აქ ყოფნა ჩემთვის სასიამოვნოა.

- ორი წლის წინ "მერანი" საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა. ახალ სეზონშიც ხომ არ აპირებთ ამ შედეგის გამეორებას?

- ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია ახალგაზრდა და ამბიციური სპეციალისტია. შევეცდებით, რომ ჩემპიონატშიც და თასზეც მაქსიმალურად წარმატებულად ვიასპარეზოთ.

- ამ სეზონის ფავორიტებად ვინ მიგაჩნიათ?

- "ზესტაფონსა" და "დინამოს" სხვებისგან გამორჩეული ინფრასტრუქტურაც აქვთ და უკეთესი ფეხბურთელებიც ჰყავთ; ამ ორი უდავო ფავორიტის გარდა, ანგარიშგასაწევი გუნდები არიან "გაგრა", "ტორპედო" და "მეტალურგი".

- წინა სეზონში "მერანთან" ერთად პირველ ლიგაში თამაშობდით. როგორ ფიქრობთ, პირველ და უმაღლეს ლიგებს შორის დიდი სხვაობაა?

- სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში "სამტრედიას", ზუგდიდის "მგლებისა" და თბილისის "სპარტაკის" შემადგენლობაში მითამაშია და მეტ-ნაკლები გამოცდილებაც შევიძინე. განსხვავება, რაღა თქმა უნდა, არის - დონე ბევრად უფრო მაღალია და შეცდომის დაშვების უფლებაც ნაკლებად გაქვს.

- ამ ტურში ქუთაისის "ტორპედოს" მასპინძლობთ...

- ძალიან სერიოზულ და ამბიციურ მეტოქეს ვეთამაშებით, მაგრამ ჩვენთვის სასურველი შედეგი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება იქნება. საერთოდაც, "მერანის" მიზანი, მით უფრო, საკუთარ მოედანზე, ყოველი შეხვედრის მოგებაა და ამ საქმეში ჩვენი ერთგული ქომაგის იმედიც გვაქვს.

ბესიკ გვაზავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო