მოლდოვური კლუბის ქართველ კაპიტანს 40 წელი შუსრულდა და კლუბის ოფიციალურმა საიტმა მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა
მოლდოვური "შერიფის" ვეტერან კაპიტანს ვაჟა თარხნიშვლის 25 აგვისტოს 40 წელი შეუსრულდა და კლუბმა ქართველის იუბილესთან დაკავშირებით, ოფიციალურ საიტზე მისი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- ვაჟა, როგორ აღნიშნავ ხოლმე დაბადების დღეს?

- ბოლო დროს აღნიშნვას საერთოდ ვერ ვახერხებდი - ხან თამაში გვქონდა, ხანაც შეკრებაზე ვიყავი, ხან - თვითმფრინავში.

- ყველაზე მეტად რომელი დაბადების დღე დაგამახსოვრდა?

- დაბადების დღე ყველა სასიამოვნოა. ალბათ, ყველაზე გამორჩეული ის დღე იყო, როდესაც დავიბადე, სხვას კი განსაკუთრებულად ვერც ვიხსენებ.

- არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ თავიანთი დაბადების დღის აღნიშვნა. შენს შემთხვევაშიც ასეა?

- შარშან 4 აგვისტოს "ბაზელთან" დავმარცხდით, 25-ში კი ოდესაში გავემგზავრე. ასე ვთვათ, დავიმალე. როგორც წესი, ცუდი უფრო გვამახსოვრდება.

- ვაჟა, მშობლიურ ქალაქზე გვიამბეთ. შენ ხომ სტალინის ქალაქიდან ხარ?

- დიახ, მე სტალინის მშობლიური ქალაქიდან ვარ. ის ახლა საქართველოში არაპოპულარულია. ჩემი ქალაქი პატარა და ლამაზია, 70-80 ათას მოსახლეს ითვლის. შეიძლება ითქვას, საფეხბურთო ქალაქია. თამაში იქაურ "დილაში", ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დავიწყე. ეს გუნდი ახლა საქართველოს უმაღლეს ლიგაში გამოდის.

- როგორ გაიხსენებთ "დილაში" გატარებულ პერიოდს?

- გუნდში ჭაბუკი მივედი. მაშინ იქ "დედოვშინა" იყო. ძალიან აზარტული ვიყავი და არ ვარჩევდი - ვინ "ნორჩი" იყო და ვინ - "ხანდაზმული", ყველასთან ხისტად ვთამაშობდი. გუნდში მათამამებდნენ, მაგრამ მინდორზე ჩემგან პატივისცემას ითხოვდნენ. გამიმართლა, რომ იმ პერიოდში იმ ადამიანების გვერდით მომიხდა ყოფნა, რომლებმაც ძალიან ბევრი მასწავლეს. დღეს მათი სახელები აღარავის ახსოვს, მაშინ კი საბჭოეთში საკმაოდ ცნობილები იყვნენ.

- შენ თუ გცნობენ დღეს გორში?

- ადამიანები პრესას ეცნობიან. იციან და ამაყობენ იმით, რომ ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობდი. ჩემი თაობიდან მგონი მხოლოდ მე ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაში.

- ტირასპოლში ალბათ უკეთ გცნობენ?

- ტირასპოლში ისეთი არავინაა, მე რომ არ მიცნობდეს.

- შენი აღნაგობა ცენტრალური მცველისას არ შეესაბამება. ამდენი ხნის მანძილზე კონკურენციას როგორ გაუმკლავდი?

- აბა, რა გითხრათ. როცა პატარა ვიყავი, მამა მარიგებდა, რომ ჭადრაკის კარგად თამაშის სწავლა და სვლების წინასწარ განსაზღვრა მეტოქის ძლევაში დამეხმარებოდა. მართლაც, ჭადრაკის თამაშს კარგად დავეუფლე და ალბათ, იმავე პრინციპის გადატანას მოედანზე ვახერხებ - წინასწარ ვაანალიზებ, რას გააკეთებს მოწინააღმდეგე. ალბათ სწორედ მოედნის ხედვა წამადგა კონკურენციის დაძლევაში. მართალია, ჩემი აგებულება იდეალური არაა, მაგრამ სამაგიეროდ სხვა კოზირები მაქვს.

- შენი მამა მასწავლებელი იყო. რა გავლენა იქონია მან შენს საფეხბურთო კარიერაზე?

- იმ დროს თბილისის "დყნამო" საბჭოთა კავშირის მასშტაბით ქუხდა. მახსოვს, მამას პატარა ბიჭი გადაჭედილ სტადიონზე რომ მივყავდი. იმ აჟიოტაჟმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

- როგორც წესი, მასწავლებლებს სურთ ხოლმე, რომ შვილებმაც მათი გზა აირჩიონ.

- ძალიან მიყვარს კითხვა და ძალიან ბევრს ვკითხულობ. მიტაცებს როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ისტორია. მამას არასდროს უთხოვია, მასწავლებელი გამოვსულიყავი. მე ჩემი ცხოვრების გზა მქონდა, რომელშიც ის არ ერეოდა. მე ფეხბურთი ავირჩიე და მშობლები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.

- ვაჟა, 12 წლის წინ შენ გადაწყვიტე, რომ სამშობლოდან სრულიად უცნობ მხარეში გადაბარგებულიყავი. გაგიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან არ გამჭირვებია, რადგან მეტის მიღწევა მსურდა. მითხრეს, რომ "შერიფი" ახალგაზრდა და ამბიციური კლუბი იყო. "დილა" კი საქართველოს ჩემპიონატში, მაქსიმუმ, მეოთხე-მეხუთე ადგილს იკავებდა. წამოსვლამდე თასის ფინალში გავედით და მაშინ ნაკრებშიც გამომიძახეს.

მე დიდი ფეხბურთის თამაშის ამბიცია მქონდა, გამარჯვებები მწყუროდა და ამიტომ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია.

- "შერიფის" გარდა სხვაგან სად გქონდა კარიერის გაგრძელების შანსი?

- ზოგიერთები მირჩევდნენ, არ მეჩქარა მოლდოვაში გადასვლა, რადგან ნაკრებში ნათამაშები მქონდა და უკეთესი ვარიანტები შეიძლებოდა გამოჩენილიყო, მაგალითად, ისრაელის. ბოლოს "ალანიაში" გადასვლასაც მთავაზობდნენ, მაგრამ მე აქ წამოვედი და არჩევანს არ ვნანობ.

მომზადებულია fc-sheriff.com-ის მიხედვით

ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე