„რია ნოვოსტისთან“ ვრცელ ინტერვიუში ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

- თქვენი ყოფილი ფეხბურთელებიდან ყველა ლამაზი სტილის კვარაცხელიაა. მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ერთ-ერთი ლიდერი.

- ის იყო „ლოკომოტივში“ - გახდა საუკეთესო, იყო „რუბინში“ - გახდა საუკეთესო. მივიდა „ნაპოლიში“ - გახდა საუკეთესო. პსჟ-ში კიდევ უფრო უკეთესი ხდება. მის ნიჭიერებაში ბევრი ქართული ტრადიციაა - მოქნილობა, ტექნიკა, შეტევა. თუმცა ახლა არ შეიძლება მხოლოდ შეტევა, ეს „ნაპოლიში“ სპალეტიმ შთააგონა. ალბათ, ხვიჩამ გაიხსენა, ოდესღაც რა უთხრა სიომინმა: „არა, ჩემო ძვირფასო, შენ არა მხოლოდ იერიშებში, არამედ დაცვაშიც უნდა მიიღო მონაწილეობა“.

ბოლოს პსჟ-სა და „არსენალის“ შეხვედრა დამამახსოვრდა. მე არ მინახავს, რომელიმე ფეხბურთელს ასეთ უმაღლეს დონეზე ჩაეტარებინოს მატჩი. ხვიჩა შეუდარებელი იყო. ამ თამაშის შემდეგ შეიძლებოდა „ოქროს ბურთი“ მიეცათ.

- ბევრი მიდის, მაგრამ ყველა როდი ხდება ევროპაში წარმატებული.

- მისი მთავარი კოზირი, რის გამოც ავიყვანეთ - კარგი „მოტყუებაა“. ბურთს მიიღებდა და ადვილად შეეძლო გასცდენოდა ერთ-ორ მეტოქეს. სხვა უნარების მხრივ ჩამორჩებოდა, მაგრამ ჩვიდმეტი წლის იყო, პროცესში უფრო მძლავრი გახდა. ახლა შესანიშნავი სისწრაფე აქვს, წარმოუდგენელი რეაქცია. ეს ბუნებისგან ჰქონდა თანდაყოლილი, რაც თავიდანვე არ გამოვლინდა. იღებს ბურთს და მაშინვე იცის, მასთან ერთად რა უნდა გააკეთოს. სხვები ბურთის მიღებისას კიდევ რამდენიმე ხანი უკეთეს სიტუაციას ეძებენ. აზროვნების სისწრაფე იშვიათი თვისებაა.

- რუსეთიდან წასული სხვები რატომ ქრებიან?

- ასეთი გამოკვეთილი ნიჭი არ აქთ, სავარაუდოდ. ამას შრომისმოყვარეობა, მოთმინება და სულის დაუოკებელი მისწრაფება სჭირდება, რათა გახდე საუკეთესო. სწორედ ამ უმძიმესი შრომის და ხარისხიდან გამომდინარე, ხვიჩას შეუძლია ვარსკვლავებს კონკურენცია გაუწიოს. ზახარიანი, ვფიქრობ, ვერ უძლებს ასეთ ყოველდღიურ დაძაბულობას და სტრესს. კონკურენცია ხომ მარტო მატჩებისას კი არა, კიდევ ვარჯიშისასაა. უნდათ შენი ადგილი დილითაც წაგართვან და საღამოსაც. ხვიჩა კი იმათთაგანია, ვინც თავისას ასე უბრალოდ არ დათმობს.

ზახარიანს ესპანეთში თავის პოზიციაზე სამი კონკურენტი ჰყავს. ჩემი აზრით, ჩვენი ჭაბუკები კონტრაქტის გაფორმებისას ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოუვიდათ. სინამდვილეში ეს მხოლოდ გამოცდის დასაწყისია. 10-12 წელი ქანცგამწყვეტი ბრძოლა. აი, ხვიჩა იბრძვის. როგორ გაუძლოს ასეთ დაძაბულობას „ნაპოლიში“, გაუძლოს პსჟ-ში? ჩვენს მოთამაშეებს ამის აღქმა არ გააჩნიათ. ხვიჩას აქვს. გული დამწყდა, როდესაც „ნაპოლიდან“ მიდიოდა. იქ აღმერთებდნენ. ყველა ღარიბ კვარტალში მისი სურათები იყო, მაისურები. ასეთი ხალხისგან წასვლა ძნელია. ისინი მარადონას შემდეგ პირველად გახდნენ ჩემპიონები. ხვიჩა მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა. წარმოგიდგენიათ? თქვენ კი სტილზე მეკითხებით...

ჯუღმაიძე - ჟორიკას
"ბალეშიკ", გადახედე რუსულ ფორუმებს და დარწმუნდები, როგორ "უყვართ" ბარბარუსებს ქართველები.
ჟორა
არა მგონია რუსეთში ფეხბურთის თუნდაც ერთი ბალეშიკი იყოს და ხვიჩას არ გულშემატკივრობდეს, ისინი კი ბევრნი არიან.
ჯუღმაიძე
სიომინის და სლუცკის მსგავსი რუსეთში, მაქსიმუმ, 2 პროცენტია. ჰოდა დანარჩენი 98-ის .... ...........!
ზაზა
დარწმუნებული ვარრო პუტინს უჭერსმხარსო? და რა მტკიცებულება გაქ თუ ნახალკას ტენი მაშვინ არ ყოფილხარ კაი კაცი ვინმეს რამეს როაბრალებ იმას მტკიცებულებაც ჭირდება შეიძლება საერთოდ სრულიად აპოლიტიკურია მე პირადად მძულს პოლიტიკა და პოლიტიკოსები მატყუარები,გადამგდებები და ნაძირლები არიანდა მიტო.
გელა ნუგზარაშვილი
ჩვეულებრივი სვინიაა და იმპერიალისტი! დარწმუნებული ვარ პუტინის გუნდრუკისმკმეველიცაა. აი აქედან დაიწყეთ ხოლმე კაცის შეფასება, აჯობებს. ქართველები ევასება თურმე.)))) ეგრე, ნახევარი რუსეთის ქალებს ევასებოდათ ქართველები და რა მერე, ვერ წაგართვეს ტერიტორიები მათმა ქმრებმა და შვილებმა? კიდევ გამოდიხართ და აქებთ, რა ჯიგარი ყოფილა თურმე. არ ეთამაშათ მაგარი ფეხბურთი, შეაქებდა ვინმე?......
ჯიმა
მახსოვს ხვიჩას რო უშვებდნენ ლოკომოტივიდან რა დღეში იყო, ტიპი ამბობდა საოცარი ტალანტიაო, იცნო აშკარად. ტიროდა... არ გაუშვათო. დღემდე ძაან უყვარს. ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ეს დასაფასებელია. პატივისცემა ამ ოქრო კაცს. როგორ ხაზს უსვამს ხოლმე ქართელ ნიჭს...მაგარი კაცია
გიორგი
ამას ქვია ვიყო მადლი...
ირაკლი
Მადლობა ყველას ვინც ჩვენი კვარას ამ დიდი წარმატებაში პატარა წვლილი მაინც შეიტანა. ერთერთი არის სიომინიც, სლუცკი სპალეტი კონტე ენრიკე მადლობა ყველას მადლიერი ქართველებისგან. კვარა ლეგენდაა მოიგო ყველაფერი. უფალი ფარავდეს
zaza
ჰეითერები კვარას ვერაფერს დააკლებენ რადგან ის უკვე სრულყოფილი ვარსკვლავი და უმაღლესი დონის პროფესიონალია რაც შეეხება სიომინს კარგი მწვრთნელიდა პიროვნებაა კვარა დაკარგული იყო ქართული ფეხბურთისთვის როარა სლუცკი გადაყვა ტიპი რასაც ქვია სხვაგან მაგდენს ვინ მოგეფერება და გადაგყვება თავს არავინ დინამოს აკადემიის აღზრდილიო ვინც იძახით პერსპექტივა ვერ დაინახეთდა გაუშვით ბიჭი თან თვითონაც აღიარებენ არაფრით არ იყო სხვებზე უკეთესიო რუსთავიდან დროზე გაასწრო თორე დღესაც მანდ იქნებოდა ეგარი სიმართლე და რეალობა.
ენა მამული სარწმუნოება
„რა შუაშია აქ ოკუპაცია? კაცი ფეხბურთის სპეციალისტია და თქვა თავისი პროფესიული აზრი იმ ფეხბურთელზე, რომელიც თავად აღმოაჩინა. თქვენ კი ამას ურევთ პოლიტიკას და ტერიტორიების დაბრუნებას — ასეთ დროს აშკარად ჩანს, როგორ ცდილობთ ყველაფრის არევას ერთ ქვაბში. ცოტა გამოიფხიზლეთ, რეალობას შეხედეთ და ნუ იქცევით ისე, თითქოს ლოგიკა საერთოდ აღარ არსებობდეს. - სულ ნი დეგრადირდით ლიბერასტული ნარატივით
ნაცარქექია
ხედავ შენ? ეს ბებერი ვასია სტომატოლოგიც ყოფილა.)) კიდევ ვერ ხვდებით რომ ყველაზე მეტად რუსტამას მადლიერი უნდა იყოს, რომელმაც დაუჯერა ჯუღელს და რუბინში წაიყვანა ბიჭი? შემდეგ სლუცკის დამსახურება და სპალეტის. სამწუხაროდ ხვიჩა ვეღარაა ისეთი შედეგიანი, რადგანაც დაცვაში ავალებენ ჩამოსვლას. ჩვეულებრივი პადხალიმი რუსია სიომინი, რომელმაც იცის ვისთან უნდა იურთიერთოს არქივით. თუ ეგრე ჭკუა ეკეტება ქართველებზე, გამოვიდეს და თქვას ორი სიტყვა საქართველოს ოკუპაცუაზე. იქნებ უკრაინაში რა ხდება იმასაც ვერ ხედავს? დაანებეთ რა თავი. ვისაც არ ეზარება ყველა ხვიჩას იყენებს თვითპიარისთვის!
ოდემვინგი
პალიჩ <3
zura222
ჯიგარია სიომინი ! რა კარგია ხვიჩა მაგასთან რომ მოხვდა თავიდან და ეგრევე არ გავარდა ევროპაში ! ყველას გვახსოვს რა სუსტი იყო ფიზიკურად ხვიჩა და კიდევ სახსრები სტკიოდა და სიომინმა იმ ზღაპასრის არ იყოს უთხრა აბა კბილები დაკრიჭეო D დაკრიჩა კბილები ხვიჩამ და ჩიჩია არ ქონდა D სერიოზულად კი--თბილისში რომ მოდიოდა სიომინმა უთხრა რომ ჩახვალ აუცილებლად მიდი საუკეთესო კბილის ექიმთან და გიმკურნალოსო რასაც იქ ვერ მოასწრებ აქ გავაგრძელებთ მკურნალობასო და იმკურნალა ხვიჩამ კბილებზე და რა მოხდა ? რაა და სახსრების ტკივილი გაქრა ! თითქოს დაუჯერებელია სად სახსრების ტკივილი და სად კბილებიო ? მაგრამ გავიხსენოთ ლევან ყენიას წამდაუწუმ ტრავმიანობა და რომ ვერ გაუგეს რა სჭირდა მერე გამოცდილმა ხალხმა ურჩია ისრაელის ცნობილი კლინიკა და იქ დაუდგინეს მიზეზი--პრობლემები კბილებთან ! კი იმკურნალა მაგრამ საუბედუროდ უკვე გვიან იყო ქრონიკულში გადაეზარდა((( არადა რა ნიჭირი იყო აუცილებლად დადგებოდა სუპერვარსკვლავად !
სიომინი: ხვიჩა ვინისიუსზე უკეთესია, მარცხენა ფლანგზე მსოფლიოში საუკეთესოა
[VIDEO] "ყოჩაღ ხვიჩა, შესანიშნავი იყავი" - კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა
დაიმსახურა და დაუფასდა - კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება სერიოზულად გაიზარდა
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, მაგრამ შემდეგ ოპერაციას გაიკეთებს - სალიბას არჩევანი
ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" 26 მილიონად ნახევარმცველი დაიმატა
პსჟ-მ შეიძლება პორტუგალიელი ნახევარმცველი შეიძინოს
პირველი დამოუკიდებელი სამუშაო ევროპაში - ანჩელოტის ვაჟს "ლილი" ჩააბარეს
ინიესტამ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო - ჯერ მხოლოდ მე-2 ლიგაში
"ლივერპულის" მცველი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს
Footmercato : ბუნდესლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს პსჟ-ში გადასვლა სურს
7-ქალა | მაკარსკაში რუმინეთთან, მოლდოვასა და მონტენეგროსთან
დაიმსახურა და დაუფასდა - კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება სერიოზულად გაიზარდა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
პსჟ-ში დიდი სატრანსფერო ცვლილებებია მოსალოდნელი
7-კაცა | ჰამბურგში იტალიით, ბელგიითა და ლიეტუვათი ვიწყებთ
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"შავი ლომი" | „ტოიოტა ჩელენჯისთვის“ 34 მოთამაშე შეირჩა
"მის გამო, რუსეთში მატარებლითაც კი წავიდოდი" - იამალი ნეიმარზე
თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
სერ ალექს ფერგიუსონმა ალ-ხელაიფის წერილი მისწერა და "არსენალი" გააკრიტიკა
მატჩის დღე! კაშიას გაცილება და ექსპერიმენტული ნაკრები
[VIDEO] "ყოჩაღ ხვიჩა, შესანიშნავი იყავი" - კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა
სიომინი: ხვიჩა ვინისიუსზე უკეთესია, მარცხენა ფლანგზე მსოფლიოში საუკეთესოა
სიომინი: შემდეგ "ოქროს ბურთი" ხვიჩას - მაშინ ამას ვერც ვიფიქრებდი
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
მატჩის დღე! კაშიას გაცილება და ექსპერიმენტული ნაკრები
"ეს ჩემი ოცნებაა" - ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
კოლოსკოვი: არ ღირს საფონოვისგან გმირის შექმნა - კვარაცხელია არ გინდათ გაიხსენოთ?
Opta-ს პროგნოზს არ ეთანხმება - სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
დაიმსახურა და დაუფასდა - კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება სერიოზულად გაიზარდა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა