ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

რევანში არა, შური გვაქვს საძიებელი!

რევანში არა, შური გვაქვს საძიებელი!

შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეთაგან ყველაზე უკეთ ვიცნობთ ბულგარეთს, რომელთანაც ოთხმატჩიანი ისტორიაც გვაკავშირებს და ჩვენს მოთამაშეებსაც საკმარისი წარმოდგენა აქვთ მოწინააღმდეგე კალათბურთელებზე. თანამედროვე ნაკრებზე ლაპარაკი ცალკე სტატიის თემაა. აქ მოკლე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ...

შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეთაგან ყველაზე უკეთ ვიცნობთ ბულგარეთს, რომელთანაც ოთხმატჩიანი ისტორიაც გვაკავშირებს და ჩვენს მოთამაშეებსაც საკმარისი წარმოდგენა აქვთ მოწინააღმდეგე კალათბურთელებზე. თანამედროვე ნაკრებზე ლაპარაკი ცალკე სტატიის თემაა. აქ მოკლე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ.

ბულგარელებს ქართველები პირველად 2001 წელს თბილისში დაუპირისპირდნენ.

- დავით მუშკუდიანი ბულგარეთის "ვარნაში" თამაშობდა და მეტოქეზე რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია მოგვაწოდა. ვიცოდით, რომ ბულგარელებს ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდათ - მინჩევი და სტოიკოვი. მოსამზადებელი შეკრებაც გავიარეთ, საბრძოლო შემადგენლობასაც მოვუყარეთ თავი და თბილისში ბულგარეთის ძლევაც ლოგიკური იყო, - იხსენებს ნაკრების მეორე მწვრთნელი ნუგზარ კანდელაკი.

მინჩევმა 4 სამქულიანი ჩააგდო და 16 ქულა მიითვალა, სტოიკოვმა კი მხოლოდ 15 წუთი ითამაშა... სხვათა შორის, ტოდორ სტოიკოვმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ წლეულს გამოაცხადა.

ქართველებმა მეტოქე ფარქვეშ დაჩაგრეს - მოხსნებში 40:25 მოუგეს. ვახტანგ ნაცვლიშვილი და ზაზა ფაჩულია გამოირჩნენ. ვატომ 22 წუთში 25 ქულა და 11 მოხსნა მოინაგრა, ხოლო ტრავმირებულმა ზაზამ 20 ქულა, 8 მოხსნა და 5 ჩაჭრა.

ზაზას ტრავმაზე ნუგზარ კანდელაკი მოგვითხრობს:

- ფაჩულიას თურქულ "ულქერში" თამაშისას ყბაში იდაყვი მოხვდა, საქართველოში ჩამოსული ვერ ლაპარაკობდა და ნორმალურად ჭამაც უჭირდა, თუმცა მოედანზე მისი შეჩერება ვერც ერთმა ბულგარელმა მოახერხა.

თავად ზაზა ფაჩულია იხსენებს:

- ბულგარეთთან დაპირისპირებამდე სპორტის სასახლეში ერთი მატჩიც არ ჩამეტარებინა (ვერის ბაღში მქონდა ნათამაშები). ამიტომ, ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარსადგომად განსაკუთრებულად ვემზადებოდი. თუმცა მოულოდნელად წინ დიდი ბარიერი აღიმართა - "ულქერის" ხელმძღვანელობა საქართველოში არ მიშვებდა, რადგან თურქეთის პირველობის პლეი ოფები მიმდინარეობდა. ეს რომ გაიგო, ცხონებულმა დუდუ დადიანმა იმდენი მოახერხა, რომ ერთ დილას "ულქერის" მენეჯერმა საკუთარი მანქანით გამომიარა და აეროპორტში წამიყვანა. ვიდრე ავტომობილიდან ჩამოვიდოდი, მითხრა, ერთი სათხოვარი მაქვს, დუდუ დადიანი გამაცანიო. გახარებულმა სიტყვა მივეცი, რომ გავაცნობდი და საქართველოში გამოვფრინდი. რომ არა დუდუს ძალისხმევა, თბილისური დებიუტი 2004 წლამდე გადამედებოდა...

ბულგარეთში მნიშვნელოვანი მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა შეკრება ვერ გაიარა. ამას საკადრო პრობლემები დაემატა...

- ვლადიმერ სტეფანიამ გვითხრა, ბულგარეთში ჩამოვალო. ამიტომ გამგზავრების წინ თბილისში დავტოვე ცენტრი დავით ბერძენიშვილი. აეროპორტში გავიგე, რომ დავით უგრეხელიძე დაშავდა და ვერ დაგვეხმარებოდა. ბულგარეთში ჩასვლისთანავე ვლადიმერ სტეფანიას დავურეკეთ და გაირკვა, რომ ვერც ის ჩამოვიდოდა. სასწრაფოდ გამოვიძახეთ დავით მუშკუდიანი, რომელიც ჩვენდა ბედად იმხანად ბულგარეთში თამაშობდა, თუმცა მოსკოვის "სპარტაკში" სინჯებისთვის იყო წასული. რადგან მუშკუდიანს ბულგარეთის ვიზა ჰქონდა, იგი რუსეთიდან გამოვიხმეთ და ვათამაშეთ კიდეც, - ეს ნაკრების თავკაცის ზურაბ ტომარაძის სიტყვებია.

ბულგარეთთან მატჩის წინ პრობლემები ამით არ ამოწურულა. მთავარი მწვრთნელი განაგრძობს:

- საშინელ სასტუმროში დაგვაბინავეს. თამაშის დილას ექიმისგან შევიტყვე, რომ ნიკა ცქიტიშვილი და ზაზა ფაჩულია შეუძლოდ იყვნენ, მოიწამლნენ და მაღალი სიცხე ჰქონდათ. სხვა გზა არ იყო, ორივე სიცხიანი ვათამაშეთ. შეხვედრის დაწყებიდან 52 წამში უკვე 5 პერსონალური შენიშვნა გვქონდა: 3 ვახტანგ ნაცვლიშვილს და 2 ზაზა ფაჩულიას. მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, არბიტრები მასპინძლებს აშკარად ეხმარებოდნენ. პირველი წუთების შემდეგ გუნდი დემორალიზებული იყო....

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბულგარელები ამ შესარჩევშიც ჩვენს ჯგუფში ითამაშებდნენ, ზურაბ ტომარაძემ თქვა: სტუმრად ძალიან გაგვიჭირდება, მეტოქე ყველა ღონეს იხმარს, რომ ორი ქულა არ გამოგვატანოსო. 2001 წლის ამბების კითხვისასაც შეიტყობდით, ბულგარელები ქართველებს როგორ მოექცნენ. მას შემდეგ ჩვენი ნაკრები საგრძნობლად გაძლიერდა და დღეს რევანში უნდა აიღოს... თუმცა სიტყვა "რევანში" რბილი ნათქვამია, ასე სჯობს: საქართველოს ნაკრებმა 2001 წლის 25 აგვისტოს გამო შური უნდა იძიოს.

საქართველო და ბულგარეთი ერთმანეთს ორჯერ ამხანაგურადაც გაეჯიბრნენ. ჯერ იტალიის ქალაქ ბორმიოში, შემდეგ - სოფიაში. პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა 56:79 დათმო, ხოლო მეორის ანგარიშში ხუთიანმა ექვსიანთან გაცვალა ადგილი, შვიდიანმა ცხრიანთან - 65:97, თუმცა ჯამი არ შეცვლილა - მაინც ბულგარეთმა მოიგო. იმედია, დღეს რიცხვები ისეთი თანმიმდევრობით ჩამწკრივდება, რომ ტაბლოზე, ქულათა გრაფაში სტუმრები გადაწონიან...

ევრობასკეტი 2003. II საკვალიფიკაციო ეტაპი

2001 წელი

3 ივნისი, თბილისი

საქართველო-ბულგარეთი 91:75

18:16, 29:14, 24:19, 20:26

ჟღენტი (24წთ, 2ქ, 2მ, 1ჩ), ბოისა (22წთ, 18ქ, 5მ, 3ჩ), ფაჩულია (28წთ, 20ქ, 8მ, 5ჩ, 3დ), თორთლაძე (20წთ, 1ქ, 3მ, 1პ, 2ჩ), გოგობერიშვილი (29წთ, 10ქ, 3მ, 3პ, 3ჩ), უგრეხელიძე (12წთ, 4ქ, 4მ, 1ჩ, 1დ), ბერძენიშვილი (8წთ, 1ჩ), ვ. ნაცვლიშვილი (22წთ, 25ქ, 11მ), კოკოლიშვილი (16წთ, 6ქ, 1მ, 1ჩ), ცქიტიშვილი (19წთ, 5ქ, 3მ)

მატჩის სტატისტიკა

ორქულიანები - 25/48 (52.1%)

სამქულიანები - 7/27 (25.9%)

საჯარიმოები - 20/30 (66.7%)

მოხსნები - 40

შედეგიანი პასები - 4

ჩაჭრები - 17

დაფარებები - 4

25.08.2001. იამბოლი

ბულგარეთი-საქართველო 85:66

27:9, 11:18, 23:11, 24:28

თორთლაძე (18წთ), ბოისა (25წთ, 15ქ, 2მ, 1დ), ხოშტარია (22წთ, 7ქ, 2მ, 1პ, 2ჩ), ფაჩულია (22წთ, 7ქ, 7მ), ჟღენტი (18წთ, 9ქ, 2მ, 1ჩ), გოგობერიშვილი (28წთ, 14ქ, 6მ, 1პ, 4ჩ), მუშკუდიანი (8წთ, 2ქ, 2მ), ვ. ნაცვლიშვილი (19წთ, 8ქ, 10მ, 1ჩ, 3დ), კოკოლიშვილი (16წთ, 2მ), ცქიტიშვილი (25წთ, 4ქ, 4მ, 2დ)

მატჩის სტატისტიკა

ორქულიანები - 22/51 (43.1%)

სამქულიანები - 1/15 (6.7%)

საჯარიმოები - 19/32 (59.4%)

მოხსნები - 37

შედეგიანი პასები - 2

ჩაჭრები - 8

დაფარებები - 6

სატურნირო ცხრილი

თ მ წ ქ

1. ბულგარეთი 6 4 2 10

2. ბელარუსი 6 4 2 10

3. საქართველო 6 4 2 10

4. აზერბაიჯანი 6 0 6 6

საკონტროლო მატჩები

2005 წელი

13 აგვისტო, იტალია

ბულგარეთი-საქართველო 79:56

13:13, 19:12, 14:18, 23:13

საქართველო: გამყრელიძე (7ქ, 2მ, 2ჩ), ა. ბოისა (5ქ, 1პ, 1ჩ), ვ. ბოისა (12ქ, 8მ, 3პ, 1დ), კეიდია (2ქ), უგრეხელიძე (3ქ, 3მ, 1ჩ), ცინცაძე (5ქ, 3მ, 3პ, 1ჩ, 1დ), მდივანი (9ქ, 6მ, 1ჩ), ხეცურიანი (11ქ, 3მ, 2პ, 4ჩ), საყვარელიძე (1პ, 1ჩ), გ. მარკოიშვილი (3ქ, 2მ), იმნაძე (2ქ, 3მ)

2007 წელი

22 აგვისტო, ბულგარეთი

ბულგარეთი-საქართველო 97:65

24:24, 13:12, 28:15, 34:14

საქართველო: ფაჩულია (20 წთ, 21ქ, 3მ, 1პ, 1ჩ, 3შ, 5ფ), ცინცაძე (32 წთ. 3ქ, 5მ, 3პ, 1ჩ, 4შ), მ. მარკოიშვილი (29 წთ, 15ქ, 6მ, 3ჩ, 1დ, 1შ), ა. ბოისა (26 წთ, 3მ, 1პ), ნაცვლიშვილი (26 წთ, 8ქ, 4მ, 1პ, 1ჩ, 3შ), უგრეხელიძე (24 წთ, 9ქ, 5მ, 1შ), გამყრელიძე (23 წთ, 7ქ, 3მ, 2პ, 1შ), ბაბიაშვილი (10 წთ, 2ქ, 1მ, 1შ, 5ფ), გ. მარკოიშვილი (5 წთ, 1შ), ლეჟავა (1 წთ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა

ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს

კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება

"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...

[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია

ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"

ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

ნეიმარმა "სანტოსი" გადაარჩინა და ახლა ოპერაციას გაიკეთებს

"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა

"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?