იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ლიტვას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 80:88 დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ლიტვას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 80:88 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ითამაშა გამართული კალათბურთი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ტოლ-სწორად ეთამაშა და მხოლოდ ბოლო მეოთხედში გამოჩენილი ინერტულობის გამო დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად ითამაშა მთელი შეხვედრის განმავლობაში. იგორ კოკოშკოვის გუნდმა სოლიდურ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და პირველი, მეორე და მესამე მეოთხედის შემდეგ ლიტველებს არაფრით ჩამორჩებოდა. დარჩენილ ბოლო მეოთხედში მოახერხა ლიტვის ნაკრებმა უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ 88:80 გაიმარჯვა.

ჩვენი გუნდი თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 72:70 ამარცხებდა ლიტვას. თუმცა მასპინძებმა მთელი ძალების მობილიზება მოახდინეს - შარუნას იასიკევიჩუსი, რობერტას იავტოკასი, რიმანტას კაუკენასი - ამ და დანარჩენმა ლიტველმა ვარსკვლავებმა მთელი რესურსი ჩააქსოვეს იმაში, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე არ შერცხვენილიყვნენ. მომდევნო 2-წუთიანი მონაკვეთი მასპინძლებმა 10:1 მოიგეს და გამარჯვება გაინაღდეს.

ამით საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი მატჩები დაამთავრა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ხვალიდან, 28 აგვისტოდან ლიტვის ქალაქ კლაიპედაში გადაინაცვლებს და ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება.

ჯეისონ სტაუდტი, საქართველოს ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი:

"ძალიან რთული მატჩი იყო ძლიერ მეტოქესთან. ჩვენ მოვახერხეთ და მასპინძებს არ მივეცით თავისუფლება. შეხვედრა გვეჭირა და მხოლოდ ბოლოს ყურადღების მოდუნების გამო დავმარცხდით. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო დარბაზში, მადლობა ლიტველებს ასეთი შესანიშნავი მატჩისთვის. ლიტვის ნაკრევს წარმატებას ვუსურვებ ევროპის ჩემპიონატზე".

კესტუტის კემზურა, ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"შესაძლოა მაყურებელი ჩვენგან ზემძლავრ თამაშს ელოდა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ლიტვის წინააღმდეგ ყველა ნაკრები გაორმაგებული ენერგიით თამაშობს. თანაც, საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც ჰყავს უმაღლესი დონის მოთამაშეები ზაზა ფაჩულიას მეთაურობით. ფაჩულიას კი მატჩში40 ქულის მოგროვება შეუძლია და ასეთი მოთამაშის მყოლ გუნდთან ძალების მობილიზება გმართებს. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ აგრესია დავკარგეთ. მეტოქემ ანგარიშიც გაგვითანაბრა და წინაც გავიდა. იძულებული გავხდი, გარკვეული ცვლილებებისთვის მიმემართა და ნელ-ნელა მოვახერხეთ თამაშის დალაგება.

ამხანაგური მატჩი. ვილნიუსი. 27 აგვისტო

ლიტვა 88:80 საქართველო

26:19 16:21 25:23 22:17

ლიტვა: იასიკევიჩუსი (19), იასაიტისი (16), იავტოკასი (9), კალნიეტისი (5), კაუკენასი (5), იანკუნასი (6), პეტრავიჩუსი (6), დელინინკაიტისი (4), სონგაილა (9), ვალანჩუნასი (2), ლავრინიოვიჩი (5), ფოციუსი (2)

საქართველო: ფაჩულია (19), სანიკიძე (16), შენგელია (15), ჰაინსი (8), მარკოიშვილი (7), ცქიტიშვილი (6), შერმადინი (4) ცინცაძე (3), ბოისა (2)

gbf.ge

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა