საქართველოს ნაკრებმა ფინალური შეხვედრა ლიტვასთან ფრედ 1:1 ითამაშა და პენალტების სერიაში 6:7 დამარაცხდა
პალანგაში დასრულდა საერთაშორისო, ყოველწლიური ტურნირი 17-წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ტურნირის ფინალში ითამაშა და დაძაბული შეხვედრა ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ, სამწუხაროდ, პენალტების სერიაში დათმო ანგარიშით - 6:7.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა. ლიტველებმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა კი, გათანაბრება 31-ე წუთზე შეძლეს, როცა ალეკო მზევაშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი აუღელვებლად აქცია გოლად ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში კი, ჩვენზე ზუსტები ლიტველები აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეკარე ალექსანდრე ადამიამ ერთი პენალტის მოგერიება შეძლო, მოწინააღმდეგემ ჩვენზე ერთით მეტი გაიტანა და ტურნირის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ლიტვა - საქართველო 1:1 (7:6 პენ)

საქართველო: ადამია, ნ.ჭანტურია, ჩაკვეტაძე, დვალი, გაბაძე, აბურჯანია (კაპ), ჭეჭელაშვილი, პაპუნაშვილი, მაჭავარიანი, მზევაშვილი, რ.ჭანტურია

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: დარციმელია, ახვლედიანი, გოროზია, გუგუშვილი და ცინცაძე.

ფინალში წაგების მიუხედავად, ქართველმა 17-წლამდელებმა მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარეს მათთვის ისეთი მნიშვნელოვანი ოფიციალური ტურნირის წინ, როგორიც სექტემბრის ბოლოს, მოლდოვაში გასამართი ევროშესარჩევია.

17-წლამდე ნაკრები სამშობლოში 29 აგვისტოს დაბრუნდება.

gff.ge

geosochi
Алекошка ты лучший!!! გილოცავთ 2-ე ადგილს ვაჟკაცებო!!!
ramo
ლიტვის გუნდი ნაკრები იყო თუ არა? და კიდევ რამდენი წლისანი იყვნენ ისინი?
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე