ბელგიაში წაგებამ ბულგარელთა მთავარი მწვრთნელი როსენ ბარჩოვსკი ძალიან გააბრაზა...
ბელგიაში წაგებამ ბულგარელთა მთავარი მწვრთნელი როსენ ბარჩოვსკი ძალიან გააბრაზა:

- ცუდად ვითამაშეთ. 21 შეცდომა დავუშვით, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებას არ ვიმსახურებდით. ყველამ საკუთარი შეცდომა უნდა დაინახოს და საქართველოსთან მატჩისთვის გამოასწოროს.

ბატონმა როსენმა ბელგიურ ფიასკოზე კიდევ ბევრი ილაპარაკა, მაგრამ ბელგიური ამბები სეკვესტრში მოვაქციეთ. გაცილებით საინტერესოა მწვრთნელის მოსაზრება საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების შესახებ.

- მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაში ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ, მაინც ჩანს, რომ უფრო და უფრო გუნდურად ვთამაშობთ. ამაში ჩვენი ქომაგი 14 აგვისტოს კიდევ ერთხელ დარწმუნდება. სხვათა შორის, საქართველოს ძლიერ ნაკრებთან მატჩში სწორედ გულშემატკივრის დახმარების იმედი მაქვს. ბევრი იქნება დამოკიდებული დარბაზში არსებულ ატმოსფეროზე.

მწვრთნელმა იქვე დასძინა, რომ საქართველოსთან გამარჯვება მის გუნდს ჰაერივით სჭირდება:

- მოგების შემთხვევაში დიდი შანსია, საბოლოოდ 5 გამარჯვება მოგვიგროვდეს. ჩვენს ჯგუფში ოთხი თანაბარი ძალის გუნდია და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვერდად 5 მოგება შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. თუმცა ასევე აუცილებელია საშინაო მატჩებში დიდი სხვაობით გამარჯვება, რადგან ბოლოს შეიძლება ბევრი რამ მიღებულ-ჩაგდებულმა ქულებმა გადაწყვიტოს.

გამოცემა "სპორტბულგარიაში" ჟურნალისტმა კამენ ალიპიევმა საქართველოსთან მატჩს მცირე სტატია უძღვნა, რომელშიც ჩამოთვლილია ჩვენი გუნდის შემადგენლობა. ასევე ნახსენებია ამერიკაში მომუშავე მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი - ამ სპეციალისტის საქართველოს ნაკრების სათავეში ყოფნა საქმეს ძალიან ართულებსო.

ავტორი ბულგარელთა წარმატებას წინასწარმეტყველებს, თუმცა იქვე დასძენს: "თუ მოგება გვინდა, იმაზე ორჯერ უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ბელგიაში. ანტვერპენში მხოლოდ ფილიპ ვიდენოვმა და კალოიან ივანოვმა იყოჩაღეს. ერლ კალუეი, დეიან ივანოვი, სტეფან გეორგიევი და ჩავდარ კოსტოვი საკუთარ თავებს არ ჰგავდნენ. 21-დან 16 შეცდომა სწორედ ამ კვარტეტმა დაუშვა".

სხვათა შორის, ბელგიასთან მატჩში ზურგი აწუხებდა ფილიპ ვიდენოვს, რომელმაც თამაშამდე გამაყუჩებელი ნემსი გაიკეთა. როსენ ბარჩოვსკის თქმით, ექიმები ვიდენოვს სათანადო ყურადღებას აქცევენ და იგი საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის მწყობრში იქნება.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...