რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში "ვოლგამ" "ტერეკი" 3:1 დაამარცხა, სადაც თავი ქართველმა ლეგიონერებმა გამოიჩინეს

რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში "ვოლგამ" "ტერეკი" 3:1 დაამრცხა, სადაც თავი გამოიჩინეს ქართველმა ლეგიონერებმა გოგიტა გოგუამ და გოჩა ხოჯავამ.

ორივე ქართველმა "ტერეკის" კარში გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა. ხოჯავამ "ტერეკის" კარში დანიშნილი 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა.

აქვე შემოგთავაზებთ "ვოლგის" მთავარი მწვრთნელის სერგეი პერედნიას ინტერვიუს, რომელიც გოგიტა გოგუას ეხება.

- რა პერსპექტივები გააჩნია გოგიტა გოგუას ამ შეხვედრის შემდეგ?

- ასეთი თამაშის მერე ის უნდა გუნდში დარჩეს და ძირითად შემადგენლობაში გამოვიდეს.

- ფეხბურთელი, რომელიც ტრანსფერზე იყო წაყენებული, როგორ შეიძლება ძირითადში გამოდიოდეს?

- გოგუა სპეციფიური და გამოუცნობი პიროვნებაა. დღეს მან დაამტკიცა, რომ ის პრემიერლიგის ფეხბურთელია. მან გაიტანა გოლი და მოედანზე უდიდესი სამუშაო ჩაატარა.

- გრიგალავასთან რა ხდება?

წინა მატჩში ძალიან უცნაური სიტუაცია იყო. ახლაც იგივეა, მას 7 თუ 8 ბარათი აქვს მიღებული. ჯერჯერობით ოფიციალური დოკუმენტაცია არ მიგვიღია და ამიტომ მაინც არ გავრისკეთ მისი გამოყვანა მოედანზე. "კუბანთან" შეხვედრის დროსაც არავინ არ გაგვაფრთხილა, რომ გრიგალავას მოედანზე გამოსვლის უფლება არ ჰქონდა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, თითქოს ჩვენ ვართ დამნაშავეები.

შეგახსენებთ, რომ გრიგალავას მიღებული ბარათების გამო მოედანზე არ შეეძლო თამაში, თუმცა ის "კუბანთან" შეხვედრაში ძირითადში იყო, რის გამოც "ვოლგას" გარკვეული პრობლემები შეექმნა რუსეთის პრემიერლიგის კომიტეტის მხრიდან.

მომზადებულია fcvolgann.ru-ს მიხედვით

წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა