Reuters-ის ინფორმაციით, აფრიკის თასის მოქმედ გამარჯვებულ სენეგალის ნაკრებს შესაძლოა, სერიოზული დისციპლინური სასჯელი დაეკისროს.

წყაროს ცნობით, გუნდის მთავარ მწვრთნელს, პაპე ბუნა ტიავს, ასევე ეროვნული ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრებათ. შესაძლო სანქციები შესაძლოა გავრცელდეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე, რომელიც ივნისშია დაგეგმილი.

სენეგალის ნაკრების საქციელი მკვეთრად გააკრიტიკეს როგორც FIFA-მ, ასევე აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ. FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ ფინალის დროს როგორც მოედანზე, ასევე ტრიბუნაზე მიუღებელი სცენები დაფიქსირდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ძალადობას და მსაჯების გადაწყვეტილებების უპატივცემულობას ფეხბურთში ადგილი არ აქვს და გუნდები ვალდებულნი არიან იბრძოლონ მხოლოდ წესების ფარგლებში, რადგან ნებისმიერი სხვა რამ ძირს უთხრის თამაშის არსს.

ინფორმაციისთვის, სენეგალის ნაკრების უკმაყოფილება არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. მსაჯმა საკამათო ეპიზოდის შემდეგ ისმაილა სარის გოლი გააუქმა და მოგვიანებით მაროკოს სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რამაც სენეგალის გუნდის მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია. პროტესტის ნიშნად, გუნდმა და სამწვრთნელო შტაბმა დროებით დატოვეს მოედანი, რამაც ფინალის ხანგრძლივი შეწყვეტა გამოიწვია.

მოედანზე დაბრუნების შემდეგ ბრაჰიმ დიასმა პენალტიდან ვერ გაიტანა, დამატებით დროში კი სენეგალელებმა პეპე გეის გოლით 1:0 იმარჯვეს.

რეზო
კიდე სენეგალს ემუქრება??(((( ეჰ, როდის ყოფილა პატარა კაცს არაბთან გასვლია
ლევანი
მე ვუყურე ინტერნეტით, და ეს იყო მთლიანად ფეხბურთის სირცხვილი, მაგრად ვაჟკაცურად მოიქცნენ სენეგალელები, აბ რაექნათ? მთელითამაში მაროკოსკენ იყო მსაჯი, გოლი არ ჩაუთვალა სენეგალს, სუფთა გოლი და ბოლოს პენალი დაუდო, არაფრისთვის. ვინც უყურა, მიხვდა რაც მოხდა, მაროკომ სთხოვა ოღონდ გამოდით მოედანზე და პენალს არ გავიტანთო, ესეც მოხდა. მე ასე გავიგე. გააგრძელეს და სენეგალმა გაუტანა დამატებითში, ისე თამაშითაც აჯობა მაროკოს. ნაბრძანები იყო ეტყობა, მაროკოს უნდა მოეგო. ეს ინფანტინო არის თავხედი მაფიოზი, მაგარი თავხედი.
ქობულეთიდან
ეს ფინალი უნდა ეჩვენებინა რომელიმე ქართულ სპორტულ არხს, მესმის რომ ტრანსლაციის ყიდვა არ იქნებოდა იაფი თუმცა ნახვის მსურველი დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი იქნებოდა.
ოთო
სამარცხვინოა ეს არხები, ელკლასიკოს მთელი მსოფლიოს არხები აჩვენებდნენ ამათ გარდა
zura222
არცერთი სპორტული არხი არ გვაქვს ! სილქები და სეტანტები არ ითვლება ისინი იმას აჩვენებენ რაც მოეპრიანებათ და უნდა იყოს სახელმწიფო არხი როგორც სხვა ქვეყნებშია და ყოფილი სდაბჭოეთის ქვეყნებშიცაა ! და სადაც იმას აჩვენებენ რასაც ხალხი მოითხოვს და არა რაღაცა სისულელეებს. სილქის უფროსობას ეტყობა ცხენოსნობა და ხელბურთი მოსწონთ დაამიტომაცაა იქ სულ ცხენოსნობა და ხელბურთი და სეტანტაზე ლაპარაკიც არაა ფასიანია და და თანაც ისეთ "კომენტატორებს" მიყავთ რეპორტაჟები რომ იმათ ყურებას და მოსმენას ჯობია სვასრკას უყუროს კაცმა
ლადო
ისე, არცერთმა ქართულმა არხმა არ აჩვენა ეს თამაშები და ვფიქრობ ამდენი სპორტული არხი გვაქვს და რომელიმეს უნდა აეღო! ისევე როგორც საკონტინეტთაშორისო და საფრანგეის სუფერთასის ფინალები, ესპანეთის კლაესიკოც ვერ ვნახეთ! არადა ამდენი არხი გვაქვს, იფიქრებ არაფერს გამოგატოვებინებენო!
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემი" დაამარცხა, დე ბრიუნემ ისევ ტრავმა მიიღო [VIDEO]
მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა მოთამაშე შეიძინა
"რეალის" 13 ფეხბურთელი, რომლებიც ზიდანს არ სჭირდება
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
"რეალში" დაბრუნება არ უნდა - "მილანმა" შესაძლოა, ბრაჰიმი გამოისყიდოს
"რეალი" ზამთარში არავის შეიძენს და მოგვარეების გაყიდვას შეეცდება