ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები ტრავმირებული ერეკლე არსენაშვილის და ზურაბ გოგავას გარეშე ნიდერლანდებთან 26:31 დამარცხდა.

გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე თამაში არ მოუწევდა და მოგება სჭირდებოდა, რადგან ფრე მეტოქეს აძლევდა ხელს, თუმცა, სამწუხაროდ, მიზანს ვერ მიაღწია.

თავიდან თანაბარი თამაში იყო, ორი ბურთის სხვაობით ვიგებდით კიდეც, მაგრამ ქართველმა ხელბურთელებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და პირველი ტაიმი 15:18 დავთმეთ. შეხვედრის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მესამე მატჩიც წააგო.

ორივე გუნდიდან 11 გოლით ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო. 6 გოლი გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა, 4 გიორგი ლაპიაშვილმა, 2-2 ნიკოლოზ კალანდაძემ და ირაკლი კბილაშვილმა, 1 კი მირიან გავაშელიშვილმა.

ტიტე კალანდაძის გუნდმა E ჯგუფში გამოსვლა 0 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა და მარტში მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ეტაპზე ისრაელს ორრაუნდიან პლეი-ოფში დაუპირისპირდება.

aburjga
არ გვინდა ნატურალიზებული მოთამაშეები! ჩვენ საკმარისი პოტენციალი გვაქვს! გვჭირდება სკოლებში ხელბურთი, ყველა რაიონში 1-2 ხელბურთზე დაგეშილი სკოლა, როგორც იყო ადრე 70-იან წლებში, სამტედიაში, ლანჩხუთში,... თბილისში თავისთავად! ძალიან კარგი თამაშია მოსწავლის-ახალგაზრდის ფიზიკურად განვითარებისათვისდა 2-3 წლის განმავლობაში მოგვცემს უმაღლეს შედეგებს!

ნაკრებს ფსიქოლოგიური მდგრადობა და გრძელი სკამი აკლია.მსაჯმა აშკარა შცდომა დაუშვა და სულ რამდენიმე წამში,4 უპასუხო გოლი გავატანინეთ,მერე,კიდევ იყო მომენტი,როცა თამაში სრულიად აგვერია და კიდევ გავუშვით,ჩვენი შეტევები კი,დავკარგეთ.ფაქტობრივად ამ ორი ჩავარდნის დროს მოიპოვეს ჰოლანდიელებმა,მთელი უპირატესობა. ჩვენი ხაზის,ერეკლე არსენიშვილის ტრავმამ,ძალიან დაგვწია უკან.ლაპიაშვილი,ძალიან კარგი ბიჭია,გოლებიც გაიტანა,მაგრამ მხოლოდ მის ანაბარა ხაზის დარჩენა,გუნდის საიმედოობაზეც აისახა.სულის მოთქმა,ყველას სჭირდება.ბოლო ათწუთეულში,ცხოვრებაძესაც გაუფუჭდა დარტყმების ხარისხი და ვეღარც ჩვენი მეკარე იყო,ჩვეულად ეფექტური.ვფიქრობ,სათადარიგო მეკარის გამოშვება,შესაძლოა უკეთესი გადაწყვეტილება გამხდარიყო.ხასიათგაფუჭებული ხელბურთელის თუნდაც რამდენიმე წუთით დასვენება, აზრზე მოსვლის და თავის ხელში აყვანის საშუალებას მისცემდა ბიჭებს,სათადარიგოებს კი,ის წუთები,შესაძლოა უკეთესადაც ეთამაშათ.არ ვამტკიცებ,რომ აუცილებლად ასე მოხდებოდა,ყველა ადამიანს განსხვავებული ხასიათი აქვს და მას მწვრთნელი უკეთესად იცნობს,მაგრამ ნიდერლანდელებს,მეკარის შეცვლამ,ფაქტია რომ გაუმართლათ.
ტიტე
ცხოვრებაძე მოვლენაა რგორც კვარა ფეხბურთში თუ პროგრესი გაგრძელდა ბევრს გავამწარებთ.
ზვიადი
ლამაზად წავაგეთ, როგოგორც ყოველთვის, ყველაფერში
maximus
ნატურალიზაციას წყალბურთში არ ვერიდებით არც კალათბურთში და ხელბურთი რა გახდა ასეთიადრე ხომ გვყავდფა ბელორუსი იყო მგონი გვარი არ მახსენდება, აგერ გერმანია, შვედეთი ესპანეთი არ თაკილობენ და ჩვენ რა გვერიდება.ნუ მწვრთნელი უფრო გამოცდილი გვინდა კალანდაძე კარგი ადამიანია ეტყობა მაგრამ ამ ნაკრებს უცხოელი დამრიგებელი ჭირდება თან კალანდაძემაც რო იმუშაოს და მეტი გამოცდილება მიიღოს, ისლანდიელი ან დანიელი კარგი იქნებოდა, არა და კარგი თაობაა ეხლა ეს ცხოვრებაძე ხო საერთოდ მოვლენაა და პლიუს ნიკოლოზ კალანდაძე და დიხამინჯია, სხვებსაც არა უშავს და ამ ბიჭებს უფრეო მეტი შეუძლიათ...
zaza
მოთამაშის ნატურალიზება შეიძლებოდა თურმედა მოეყვანათ ერთი ხაზის მოთამაშე მაინც აგერ კუბელმა ნიდერლანდების ნაკრებში რა კარგად ითამაშა.მწვთნელიც უფრო ძლიერი გვჭირდება თუ მსოფლიოზე თამაში გვინდა დაცვაში თამაში გვიჭირ რაც სათამაშო დისციპლინის ბრალია ბურთის ხშირი დაკარგვაც მარტივ სიტუაციებში ამის ბრალია.წარმატებები ჩვენ ნაკრებს.ფედერაციამ ამ ყველაფერზე უნდა იმუშაოს და დარწმუნებული ვარ მსოფლიოზეც ვითამაშებთ.და ევროპაზეც უფრო კარგად გამოვალთ.
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
მიქაუტაძე პსჟ-ის დასამწუხრებლად, საქართველოს ჩემპიონი დანიაში - ყველაფერი ევროტურნირებზე
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველო-ისრაელს შორის გამარჯვებული ესპანეთს შეხვდება
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება