გორის ცენტრალურ სტადიონზე ორი დღის მანძილზე `სახალისო ფეხბურთის~ (ფან ფუტბოლ) ეგიდით მიმდინარეობდა ღონისძიება იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის...

გორის ცენტრალურ სტადიონზე ორი დღის მანძილზე `სახალისო ფეხბურთის~ (ფან ფუტბოლ) ეგიდით მიმდინარეობდა ღონისძიება იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის. ადგილზე მისი ორგანიზება შიდა ქართლის (გია რევაზიშვილი) და სამხრეთ ოსეთის (სერგო გაბელაია) ფეხბურთის ფედერაციების მიერ მოხდა. ღონისძიებაში ბავშვებთან ერთად მათი მშობლებიც მონაწილეობდნენ. სიხალისე ბურთის თანხლებით ყოველ დღე დაახლოებით ორ-სამ საათს გრძელდებოდა. გუშინ სტადიონზე პატარა ფეხბურთელებთან შესახვედრად `სახალისო ფეხბურთის~ წარმომადგენელი უეფაში ჰენინ კურლანდი (დანია), წარმომადგენელი ამიერკავკავსიაში ვალერი ჩოლარია და კოორდინატორი საქართველოში ბადრი ქარქაშაძე ესტუმრენ.

აქვე იყო შიდა ქართლის ახალდანიშნული გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, რომელსაც როგორც ყოფილ ფეხბურთელს და ზოგადად სპორტის ამ სახეობის ქომაგს, ადგილობრივი, კერძოდ გორის `დილას~ გულშემატკივრები დიდ იმედს უკავშირებენ. მოგეხსენებათ, მეორე ლიგამდე დაქვეითებული `დილა~ გასული სეზონის დასასრულს პირველ ლიგაში აღზევდა. ამ `მრავალტანჯული~ გუნდის უახლოესი მომავალი კი ხვალ, ან ზეგ დაგეგმილ შეკრებაზე გადაწყდება.

სავარაუდოდ, შეიცვლება მწვრთნელთა შტაბი და გარკვეულწილად კლუბის ხელმძღვანელობაც. წინასწარ ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ გუნდის შემადგენლობა ადგილობრივი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. სასიკეთო ძვრებს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სწორედ ახალი გუბერნატორის დამოკიდებულება გუნდისადმი, რადგან `დილასთვის~ სპონსორის წარმატებით მოძებნა პირველ ყოვლისა მასზეა დამოკიდებული.

ჩვენ ვკითხეთ გუბერნატორს `დილას~ მომავალის თაობაზე. `ამ ქალაქს აქვს საფეხბურთო ტრადიციები და მისი დაკარგვა არ შეიძლება. გვინდა, `დილას~ უკეთესი მომავალისათვისაც ვიშრომოთ. იმედი მაქვს, გამოინახება სპონსორი, რომელიც ითავებს გუნდის პატრონობას. ეს ყოველივე უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა რაც უნდა იყოს, ადგილობრივ გულშემატკივრებს ვპირდები რომ `დილა~ შარშანდელზე უკეთეს მდგომარეობაში იქნება. მინდა დღევანდელი ღონისძებითაც გამოვთქვა კმაყოფილება. ბავშვებს ფეხბურთის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების სიყვარული აქედანვე უნდა ჩავუსახოთ. კარგია რომ აქვე იყვნენ მოწვეულნი ინვალიდი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებიც. მათზე ზრუნვაც ხომ ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა~ _ გვითხრა ზურაბ არსოშვილმა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...