ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩს შორის პსჟ კვლავ პარასკევს ითამაშებს. თუკი პარიზელები ცხრილში მეორე არიან, მათი მეტოქე "ოსერი" ბოლოდან მეორეზეა. "სტად დე ლ'აბბე-დეშანიზე" (17 924) მატჩი დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

პარიზელთა მეტოქე კრიზისშია, მაგრამ 12 ქულიდან 10 საკუთარ მოედანზე მოიპოვა და ეს საგულისხმოა. საინტერესოა, რომ შინ ოსერელთა 5 ფეხბურთელი გააძევეს.

ლუის ენრიკემ აშკარად გადაწყვიტა, რომ ხშირი როტაცია და ქულების დაკარგვა წარსულში უნდა დარჩეს, მაგრამ ამას წარმატების მისაღწევად დრო დასჭირდება, ამან განაპირობა წაგებები ჩემპიონთა ლიგასა და საფრანგეთის თასზე. ბოლო 6 გასვლითი შეხვედრიდან პარიზელებმა მხოლოდ 2 მოიგეს.

აფრიკის თასის შემდეგ ჰაკიმი და მბაიე ბრუნდებიან. მაროკოელი გუნდს ძალიან აკლდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგამდე დაასვენეს(განაცხადში არაა), ისევე როგორც ნუნუ მენდეში. ახალი პრობლემა ისაა, რომ ლისაბონში ფაბიან რუისი ტრავმის გამო შეცვალეს და არ იქნება. არ იქნებიან ნევეში, ლი, ნჯანტუ და მეკარე საფონოვი.

არავინ იცის, ზუსტად რა იყო და რა არა, მაგრამ ფაქტი ისაა, ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, გუნდში განსხვავებულის შექმნა რომ შეუძლია. ეს იმ ფონზე, როცა "კვარა" ძალიან გუნდური მოთამაშეა და ბევრ სამუშაოს ასრულებს. მიუხედავად იმისა, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაა, ბარკოლას სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება მოუწევს.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე - ზაირ-ემერი, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი - ვიტინია, მაიულუ, დუე - მბაიე, რამოში, კვარაცხელია.

ირაყლის
შენ რა, ვითომ შარშან ფავორიტი გეგონა პსჟ? შარშანაც ასეთ ბრძნულ აზრებს გადმოაფრქვევდი.
Emakhuashvili
შენა ხომ კარგად ხარ?:))))))))))) გიჟია ეს ჩემისა ესა :))))))))) კბილები გაიხეხე ხოლმე ბუ გავიწყდება
ზაზა
რამდენი ხელმოცარული, შურიანი "ქართველი", აფრქვევს "ექსპერტულ" აზრებს.. სამარცხვინოები ხართ!
კვარაცივია
ბარემ, დანარჩენი 11-ეულიც ჩამოგეთვალა: ჰაკიმი, მენდეში და ა.შ. დდ
seri
ხოო, აპაა!! თქვენ,როგორც იტყვით!!.. სპორტინგთან თამაშის წინაც ასე ზარ-ზეიმით წერით, რომ ბარკოლა ზამენაზე იქნებოდა,ხვიჩა კი სასწარტოში, მაგრამ პირიქით მოხდა-კი ხეხა სკამი კვარამ გვარიანად. იმ თამაშზე, მატჩის ბოლო მე-3-დში, 0-0-ზე ენრიკემ შეცვლებს მიმართა, რომ როგორმე ის ტოტალური უპირატესობის რეალიზაცია მოეხდინა, რომელიც გუნდს ჰქონდა და სხვებს შორის კვარაც შეიყვანა, უპირატესობის რეალიზება და განსხვავების შექმნა კი არა გუნდმა საერთოდ წააგო, სატურნირო თვალსაზრისით პრინციპული თამაში, კვარამ კი გაიტანა მაშინ თავისი გოლი, მაგრამ იმ გოლს გუნდისთვის შედეგობრივი თვალსაზრისით არავითარი შედეგი არ მოუტანია, ასე რომ ჯერ კიდევ საკთხავია ვინ იქნება სასტავში.მით უმეტეს თვითონ წერთ, რომ კვარა გუნდური ფეხბურთელიაო ე.ი. გამოდის რომ კვარამაც წააგო, იმ ბოლო 25 წუთში, როდესაც ბარკოლა მინდორზე უკვე აღარ იყო.
Ჯუმბერი
Რა როტაცია. Მთავარი კაცია დემბელესთან, დეუსთან და ვიტინიასთან ერთად
ირაკლი
იმედია პსჟ 8 გუნდში ვერ მოხვდება, რადგან იმ გუნდებს შეხვდეს პირველივე ფლეიოფებიდან და აახვევინოს ტურნირიდან თქვენ რო ფავირიტები გგონიათ, როგორც შარშან იყო.
კვარაცივია
ე ჰეი, ეშმაკისავ, როტაციის მოთამაშეა ეგ, როტაციის DD როდემდე უნდა აბოლოთ ხალხი?! მარა საწყენი უფრო ისაა, ხალხის დიდი ნაწილი რომ ხვდება ამ ბოლაობას და მაინც ასე ბოლაობა რომ ურჩევნიათ
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა