ლიგა 1-ის მეცხრამეტე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ოსერი“ 1:0 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და მომენტები შექმნეს: ბარკოლამ ორი კარგი შანსი ვერ გამოიყენა, კვარაცხელიას ლამაზი დრიბლინგის შემდეგ მისი დარტყმული დიომანდემ დაბლოკა, რამუშს, ხვიჩას და მბაიეს მეკარე ლეონმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში პარიზელთა იერიშები გაგრძელდა: ბარკოლამ და „კვარამ“ ვერ უწიეს მიზანს, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მბაიე და რამუში დუეთი და დემბელეთი შეცვალა, დუემ შანსი გაანიავა, 79-ე წუთზე კი ქართველის წამოწყებული სწრაფი კონტრიერიში დემბელემ გააგრძელა, ბარკოლამ დააგვირგვინა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

პსჟ 45 ქულით გალიდერდა და მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, სახლში ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუკასლთან“ ჩაატარებს.

მეორე ადგილზე 43 ქულით „ლანსია“, რომელიც 25 იანვარს სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდება და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.

ოსერი. „აბე დეშამი“

ოსერი - პსჟ 0:1

გოლი: ბარკოლა (79)

დავით სალუქვაძე
👍 კვარა, კია კარგი ძამიებო, მაგრამ რომელმა სპეციალისტმა დაუფასა ა?

პასი იყო მშვენიერი,გაგრძელება ბედნიერი.
ალექსანდრე
ძირითადი მიზეზი შეტევის არაეფექტურობის დაგვიანებული და უკვე უაზრო გადაცემაა. როდესაც პასს აძლევენ თავდამსხმეკს ორი ან ამი მცველით გარშემორტყმულს რაიმე სასიკეთესო გაგრძელებაზე ფიქრი უტოპიაა.სწორედ კვარას დროულმა გადაცემამ დაცვიდან შეტევაზე განაპირობა ის ერთადერთი გამარჯვების მომტანი გოლი.კვარას გარდა ამას მეორე ტაიმში გამოსული მხოლოდ დემბელე აკეთებს.შეტევის დროს გოლის გასატანად უკეთეს პოზიციაზე მყოფი თანაგუნდელის იგნორირება მიუტევებელი შეცდომაა და არასწორი საფეხბურთო აზროვნების აშკარა მაჩვენებელი.სჯარიმოდან ცაში გაშვებული დართყმებით ან კარზე აცილებით დუეც და ბარკოლაც ხშირად ცოდავენ და არა მარტო ამ მატჩის დროს. კვარას აშკარად დააკლდა ჰაკიმის სერიოზული ტრავმის გამო წყობრიდან ხანგრძლივი გამოსვლა, ის ძალინ დროულად და ზუსტად ამარაგებდა მას დროული და ზუსტი გადაცემებით.
გიორგი
ამ კომენტარს 9 მოწონება რანაირად უნდა ქონდეს?შეიძლაბა ფეხბურთელი როგორღაც არ ჯდებოდეს შენს პოლიტიკურ თუ სხადასხვა მოვლენების მიმართ შეხედულებებში მაგრამ იმის არ დანახვა რომ მსოფლიოს ერთერთ ყველაზე წარმატებულ გუნდში მნიშვლენოვან როლს თამაშობდეს პირდაპირ საოცარია.ავიღოთ ბუდუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ მოწონებია მისი განცხადებები ცნობილი მოვლენების დროს მაგრამ მე არ მინახავს ვინმეს მისი თავდადებული თამაში ნაკრებში ჯეროვნად არ დაეფასებინოს და ამ ბიჭზე რამე ცუდი კომენტარები დაეწეროს
დავით 67
ვიაც ფეხბურთი არ გესმით აუცილებელი კი არაა კომენტარი გააკეთოთ. ხვიჩას ლომის წილი მიუძღვის ამ გოლში. ამას დანახვა უნდა შურისა და ბოღმის გარეშე. დიახ ბატონო არსებობს პრეასისტი და ზოგჯერ გოლზე უფრო ლამაზიცაა
თემური
ბარკოლა კარგი, ძალიან კარგი ფეხბურთელია, აქვს კარგი დრიბლინგი და სიჩქარე, მაგრამ არა მგონია ენრიკე ფიქრობდეს, რომ მარცხენა ფრთაზე ბარკოლას დაყენება უფრო კარგი ვარიანტია ვიდრე ხვიჩასი! კი, ხვიჩა დრიბლინგში გუშინ ორი-სამჯერ შეცდა (ამდენჯერვე და შეიძლება მეტჯერაც შეცდა როგორც ბარკოლა ასევე დემბელეც!), მაგრამ კარგად ჩანს, რომ ხვიჩა მაგარი "მუშა" ფეხბურთელად ჩამოყალიბდა პსჟ-ში და ასეთი ფეხბურთელი კი ნებისმიერ გუნდს ესაჭიროება, უფრო სწორად დღევანდელ ფეხბურთში უკვე აუცილებლობას წარმოადგენს! ხვიჩამ თვითონ იცის რაში უნდა მოუმატოს: სისწრაფე, "დიხანია" თუ დრიბლინგის კიდევ უფრო დახვეწა! წარმატებები ხვიჩას და ჩვენ ყველას, ყველას ბიჭებო!

ხვიჩას,კარგი სასტარტო აჩქარება აქვს,მაგრამ როცა გრძელ დისტანციაზე უწევს გარღვევის გაკეთება,იქ ასეთი სწრაფი აღარ არის და სწრაფი მცველები,უკვე ახერხებენ დაწევას.ამ თამაშშიც იყო ეპიზოდი,როცა გაიქცა,მაგრამ წამოეწივნენ.მისი დრიბლინგი,მოედნის ბოლო მესამედშია განსაკუთრებულად საშიში,დანარჩენ მონაკვეთებზე კი,უკვე გამამწვავებელი პასებით ამარაგებს,პარტნიორებს.გოლის ეპიზოდში,40 მეტრიანი უზუსტესი პასი გაუკეთა,ორ კაცს შორის მყოფ დემბელეს,რომელმაც თავის მხრივ თავისუფალ სივრცეში გააყოლა ბურთი ფეხმსუბუქ ბარკოლას და მანაც ადვილად გაასწრო,მცველებს.დემბელეს ამიტომაც აფასებენ,ასე ძალიან,რომ სისწრაფეც აქვს,დარტყმაც და აზროვნებაც.წინა ხაზზეც შეუძლია ძალიან საშიში იყოს და მოედნის სიღრმიდანაც.მსგავსი დახასიათება,კვარაზეც შეიძლება ითქვას,თუმცა დემბელე მასზე სწრაფია და ეს მეტ უპირატესობას ანიჭებს,სათამაშო ეპიზოდებში.
ფიგუ
რა ქნას ენრიკემ,ლაზარეთს სხვა ფეხბურთელებიც რომ შეუერთტდნენ თვითონ ითამაშოს? ჰო და არჩევს ვვარიანტებს წინ დიდი მატჩებია, თორემ კვარას არასდროს არც შეცვლიდა და სკმიდან არ ჩართავდა თამაშში.მაგდენ თანხას ტყუილად და უმიზნოდ არ ყრიან კვარა ენრიკეს დიდი მიზნების მიღწევის მთავარი იმედია და ამას სეზონის ბოლოს დაინახავთ.
ენძო
სულ რამდენიმე კომენტარია და ნახევარი უარყოფითი.ან ფეხბურთის გაგებაში არ არიან ან ხვიჩასი შურთ.ბრმა უნდა იყო კაცი ის ვერ დაინახო, რომ გოლში ხვიჩას დამსახურება ძალიან დიდია.
FaBro
ბევრი იმოძრავა, აქტიური იყო, თუმცა უამრავი ხარვეზი ქონდა. მარტივად კარგავდა ბურთს, ბევრი ორთაბრძოლა წააგო, ართმევა ერთის გარდა ფაქტიურად არ გაუკეთებია. რაღაცნაირად 1 სეზონის ფეხბურთელად ყალიბდება, მერე თითქოს ყავლი გასდის თუ ჟინი უქრება არ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა. კლუბის შეცვლაზე საუბარი ალბათ ჯერ ადრეა, თუმცა ვფიქრობ ხანგრძლივ პერსპექტივაში საფრანგეთის ლიგა ერთი რბილად რომ ვთქვათ საუკეთესო ვარიანტი არაა.
ნაცარქექია
რას ერჩით, ვერ გავიგე. რომ არა ხვიჩა, მართლა ვერ მოიგებდნენ. გუნდში გრძელი პასის გამკეთებელი არავინაა, ტიკი-ტაკას ათამაშებს ენრიკე. 80 პროცენტი მაგ გოლში ხვიჩას დამსახურებაა. წინაც ეგ თამაშობს და უკანაც. მეტი რაღა უნდა ქნას ბიჭმა? მაგას რომ ეგეთ გრძელ პასებს უკეთებდნენ სანამ გახსნილია, ბევრად უკეთესი სტატისტიკა ექნებოდა. ერთი დიდი პლიუსი კიდევ იმაში ეკუთვნის, რომ დემბელე-დუე-ბარკოლასავით არ ღორობს.
Tamaz
პრეასისტს გუნდში საერთოდ მეკარე აკეთებს
იური გაბრიელიძე
ახლა პრეასისტი მოიგონეს. აღარ იცით როგორ შეტენოთ გოლი კვარაცხელიას... შემდეგი ალბათ იქნება პრეპრეპრეპრეპრეპრე... და ა.შ.
არ გატყდე, ხვიჩა - რას ერჩის ლუის ენრიკე კვარაცხელიას?
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
"ვაპირებ, თავი მოვაგლიჯო და სხეული დავულეწო, სახეს გავუნაყავ!" - დვალიშვილი იანთან მომავალ დაპირისპირებაზე
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ "ოსერთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ოსერთან" მატჩში?
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა სასტარტოში, სამი ქულისთვის ოსერში და ფიქრით "ნიუკასლთან"
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
არ გატყდე, ხვიჩა - რას ერჩის ლუის ენრიკე კვარაცხელიას?
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
სამივე ქართველმა ითამაშა - "მეცი" "ოსერმა" დაჯაბნა