ფოთის "კოლხეთმა" სეზონის პირველი ოფიციალური საშინაო მატჩი ლანჩხუთში "დილასთან" გამართა და 0:1 დამარცხდა
27.08.2011 ლანჩხუთი. ე. შევარდნაძე. 600 მაყურებელი

კოლხეთი - დილა 0:1

გოლი: 0:1 რაჟამაშვილი (59.)

კოლხეთი დილა

4-1-4-1 4-1-4-1

ნადირაშვილი მერლანი

ლომაშვილი ლომიძე

ინწკირველი ქარქუზაშვილი

შავგულიძე მაჭავარიანი

ლემონჯავა გველესიანი

ცხადაია ჯოჯუა

ზ. ჯანაშია ახალკაცი

გვალია რაჟამაშვილი

ქებაძე ნოზაძე

მდივნიშვილი დ. ჩაგელიშვილი

ციცხვაია გ. თოდუა

მწვრთნელი მწვრთნელი

ს. ფილია გ. ცეცაძე

კოლხეთი

56. ციცხვაია-წიქარიშვილი

75. ჯანაშია-გულუა

82. მდივნიშვილი-მოისწრაფიშვილი

სათადარიგოები: ბობღიაშვილი, კილასონია, ცხვიტარია, თედიაშვილი

დილა

46. დ. ჩაგელიშვილი-პ. ხორგუაშვილი

67. თოდუა-ბერაია

71. ნოზაძე-ვ. ხორგუაშვილი

სათადარიგოები: შეყრილაძე, ლ. ჩაგელიშვილი, ნემსაძე, გოგინაშვილი

მსაჯი: ბ. ნინუა

გაფრთხილება: ინწკირველი (30), ცხადაია (43), ლემონჯავა (83)

მრავალწლიანი შესვენების შემდეგ ლანჩხუთში უმაღლესი ლიგა დაბრუნდა, მართალია, "გურიას" გარეშე, მაგრამ ამ მატჩმა ადგილობრივ ქომაგთა ყურადღება მაინც დაიმსახურა. ბოლოს, წლების წინ "ევგრაფი შევარდნაძეზე" ასევე "არალანჩხუთური", მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი საჩემპიონატო ჯახი შედგა ("ტორპედო"-"დინამო"), ახლა კი აქაური არენა საშინაო "კოლხეთისთვის" გახდა.

შაბათის შეხვედრაში გურულები მეზობლებს ქომაგობდნენ, თუმცა ფოთელებმაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი ამალა იახლეს ქალაქის თავკაცების ჩათვლით. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, "კოლხეთისთვის" გურულთა მთავარი არენა იღბლიანი ვერ გამოდგა.

ფოთელებისთვის ეს შეხვედრა სეზონში პირველი ოფიციალური საშინაო მატჩი იყო, არც "გურიას" უთამაშია ჯერ ლანჩხუთში და, ალბათ, დროშის საზეიმო აღმართვა ზედმეტი არ იქნებოდა.

მატჩს ორივე გუნდისთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - "კოლხებს" წარმატებული სტარტისა (2 ფრე სტუმრად, ამათგან ერთი - ზესტაფონში) და ზუგდიდში ნაწვნევი მარცხის შემდეგ პირველ მოგებაზე უნდა ეფიქრათ, ხოლო უქულო სტუმრებს - პირველი ქულ(ებ)ის მოპოვებაზე.

მატჩის დასაწყისი "მასპინძლებს" ცუდს არაფერს უქადდა - მეორე წუთზევე ორჯერ ამაოდ ითხოვდნენ პენალტს: პირველად მათი ფორვარდის წაქცევისთვის, რაც მეტად საეჭვო იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში ბურთი ხელზე ნამდვილად მოხვდა სტუმარ მცველს, მაგრამ მსაჯის გადასაწყვეტი იყო, ამას პენალტის კვალიფიკაციას მისცემდა თუ არა.

მალე ჩინებული შანსი მიეცა ზამირ ჯანაშიას, თუმცა მეკარის ბაქანში მყოფს ხელი მცველებმა შეუშალეს. ამის შემდეგაც უპირატესობას "კოლხები" ფლობდნენ, თუმცა აშკარა იყო, რომ წინა ხაზში პრობლემები ჰქონდათ.

ეს კარგად შეატყვეს სტუმრებმა, ტაიმის მიწურულისკენ აქტიურად შეუტიეს და უპირატესობაც მოიპოვეს - ჯერ ჩაგელიშვილი შეეყარა ფოთელთა მეკარეს პირისპირ, უკეთ გარჯაც მართებდა, მაგრამ ნადირაშვილსაც არ უნდა დავუკარგოთ თავგამოდება. იქვე რაჟამაშვილმა ივარგა - საჯარიმომდეც და საჯარიმოშიც რამდენიმე ფოთელი მცველი ჩამოიცილა და ხელსაყრელი პოზიციიდან შორეულ კუთხეში დაარტყა, თუმცა მცირედით ააცილა, არადა, მისიანებს კუთხე რომ ჩაეკეტათ, ანაგრიში პირველივე ტაიმში გაიხსნებოდა.

თუმცა რაჟამაშვილის ჟამი მალევე დადგა - 59-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან პირდაპირ კარში გაგზავნა ბურთი, რომელსაც არეულობაში ყველა ასცდა და ბოლო მომენტში რეაგირება ვერც მეკარემ მოასწრო - 1:0.

ამის შემდეგ "კოლხეთი" ვითარების შეცვლას ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მეტიც, გორელები უფრო ლაღად ათამაშდნენ, რამდენჯერმე ხიფათიც შექმნეს, ერთხელ მათი მობურთალი "კოლხთა" საჯარიმოში საეჭვოდაც დაეცა. გამოცდილმა სოსო ფილიამ შეცვლებით სცადა ფონს გასვლა, თუმცა ამანაც ვერ უშველა - "კოლხეთი" უსუსურად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით შეტევისას, ასე რომ, სტუმრების მოგებას არანაირი კითხვა არ გაუჩენია - გია ცეცაძის შეგირდებმა დამსახურებული პირველი გამარჯვება მოიოვეს!

მამუკა ქანთარია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ