ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ტორონტო რაპტორსი" "ნიუ იორკ ნიქსთან" დამარცხდა, ამით კანადელთა ზედიზედ 4-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.

მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 3 დაფარება დააგროვა. "მამუმ" 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი გამოიყენა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ნიქსის" კალათბურთელი მიკალ ბრიჯის გახდა, რომელმაც 36 წუთში 30 ქულა, 1 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"ტორონტო" 29 მოგებითა და 20 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, კანადელები მორიგ მატჩს 31 იანვარს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ორლანდო მეჯიქმა" "მაიამი ჰიტი" სტუმრად 133:124 დაამარცხა. სამწუხაროდ, ზედიზედ მეორე მატჩია გოგა ბითაძე ჯამალ მოსლის როტაციაში ვეღარ ხვდება და ქართველ ცენტრს სათამაშო დრო აღარ ეძლევა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ორლანდოს" ლიდერი, პაოლო ბანჩერო გახდა, ახალგაზრდა კალათბურთელმა 39 წუთში 31 ქულა, 12 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"მაიამიდან" სიმონე ფონტეკიომ 20 წუთში 23 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.

"მეჯიქი" 24 მოგებითა და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.

დათო
რამდენიც არ უნდა ივარჯიშოს, თამაში სულ სხვა დატვირთვაა! საერთოდ ამოვარდება ეგ ბიჭი და აღარც ნაკრებისთვის იქნება სასარგებლო! კალათბურთელისთვის უთამაშებლობა არის კატასტროფა! ესე ჩაიკარგებოდა თოკოც, დროულად რომ არ წასულიყო ევროპაში! ისეთი ევროპული გუნდი უნდა, რომელიც სისტემატურად თამაშობს ევროლიგას და ყველა თამაშში 25+ წუთი უნდა ჰქონდეს! თორემ ერთ წელიწადში მაგ ბიჭისგან აღარაფერი დარჩება!მერე შეიძლება ევროპაც დაგვიანდეს!

ეტყობა მართლაც გადაწყვეტილი აქვთ,მისი გაცვლაში ჩართვა.სანამ ამერიკაში წავიდოდა,გოგა ბითაძე,სამქულიანებს 37% სიზუსტით ისროდა და არც საშუალო დისტანციებიდან ისროდა ცუდად.ნბა-ში გადასვლის შემდეგ,თავიდან კი ცდილობდა,მაგრამ პროცენტი ძალიან შეუმცირდა და ეტყობა მწვრთნელებმაც დისტანციიდან სროლა აუკრძალეს.ახლა,საშუალო ტყორცნებსაც თითქმის აღარ ასრულებს და მხოლოდ ფარქვეშიდან ჩატენვა,მის სარგებლიანობას,საგრძნობლად ამცირებს.მგონი ამაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს გოგა,თორემ სამწამიან ზონაში,გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა.დაცვაშიც და შეტევაშიც.
დ
ესე იგი სხვა გუნდში გადადის.
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
[VIDEOS] NBA: სასწაული მატჩი ტორონტოში და "მეჯიქის" დაუჯერებელი მარცხი "დეტროიტთან"
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს უქულო მატჩი - "ტორონტომ" "კლივლენდთან" სერიაში ანგარიში შეამცირა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი პლეი-ოფში - "ტორონტო" მეორე მატჩშიც დამარცხდა
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] ბითაძის 21 წუთი - "დეტროიტმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა