გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-12 ტური დღეს ზესტაფონში გაგრძელდა, სადაც ერთმანეთს სუპერლიგის ლიდერთა შორის მყოფი გუნდები – მარგვეთი და თსუ შეხვდნენ. ამ მატჩამდე ორივე გუნდს 7 მოგების წილ 3 მარცხი ჰქონდა და ვსა-სთან ერთად ცხრილის 1-3 ადგილებს იყოფდნენ. ზესტაფონელებმა საკმაოდ მძლავრი პირველი წრე ჩაატარეს და თსუ-სთან მატჩში შანსები თანაბარი იყო.

მატჩმაც გაამართლა გაცემული ავანსები და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მარგვეთი ჩამორჩებოდა და მაქსიმუმი, რაც მოახერხა, ბოლო წუთებზე ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება იყო. მასპინძლებს მოგების რეალური შანსი არ მისცემიათ, არადა, შეხვედრა ისე დაიწყო, თსუ უშანსოდ ჩანდა.

ზესტაფონელებმა თსუ-ს თავიდანვე შტურმი მოუწყვეს და 17:2 (!) დაწინაურდნენ. თამაშის მე-4 წუთისთვის მარგვეთი 16 ქულით (20:4) იგებდა და აქედან თსუ-ც ამოქმედდა. პერიოდის დასრულებამდე სტუმრებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს – 26:32. მეორე ათწუთეული კვლავ უნივერსიტეტელთა აქტიურობით განახლდა და მე-14 წუთისთვის მარგვეთს მინიმალური ლიდერობა შერჩა – 37:36.

სტუმრები არ შეჩერდნენ და დიდ შესვენებამდე ჯერ ლიდერობა მოიპოვეს, პერიოდის ბოლოს 5 ქულით – 60:55 დაწინაურდნენ. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა თამაში სასურველ კალაპოტში ჩააყენა და ასე მივიდა ბოლო წუთებამდე. წინახაზელებს პასებით კარგად ამარაგებდნენ გიორგი ცინცაძე და კვენტინ ჰარდრიქტი, ალექსანდრე ფევაძე ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო. თსუ-მ მესამე პერიოდიც მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ ლიდერობა 12 ქულამდე გაზარდა.

მარგვეთი ვა-ბანკზე წავიდა, დიჯეი დევისის შორი სროლებითა და გუნდური თამაშით ჩამორჩენა 4 ქულამდე (94:98) შეამცირა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო. თსუ-მ 101:98 (სტატისტიკა) იმარჯვა და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. კონკურენტი ვსა თავის მატჩს შაბათს, ივერიონთან თამაშობს და თუ წაიფორხილა, თსუ პირველ ადგილზე ერთპიროვნულად დარჩება.

GBF

ნაცარქექია
სურათზე წერეთელია თუ დადიანი?
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"