შაბათს, სამხრეთ კორეის ქალაქ ტეგუში მძლეოსნობაში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონატი დაიწყო
შაბათს, სამხრეთ კორეის ქალაქ ტეგუში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონატი დაიწყო. ექსპერტების შეფასებით, იქაურ არენაზე შედარებით ნელი სარბენი ბილიკია, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ის ასეთი უიღბლო იქნებოდა პლანეტის უსწრაფესი ადამიანისთვის, იამაიკელი უსაინ ბოლტისთვის.

"მოკლე" და "გრძელ" სპრინტში მსოფლიოს რეკორდსმენს ჩავარდნა შარშანდელ სეზონში დაეწყო, რომელიც ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა. წელსაც უსაინმა მისი საზომით საკმაოდ მოკრძალებული შედეგები აჩვენა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ტეგუში 100 მეტრზე მთავარი ფავორიტი იყო, მით უმეტეს, რომ ტრავმების გამო კორეაში ვერ ჩავიდნენ ტაისონ გაი და ასაფა პაუელი.

გუშინ, იამაიკელმა წინასწარ გარბენებში საუკეთესო დრო აჩვენა და ფინალში მეოთხე ბილიკი ერგო. არავის სჯეროდა, რომ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ვინმე სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ადამიანი არსებობს და ეს თავად ბოლტი გახლავთ. კუნძულელს ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა, მაგრამ ერთ წამში მეორე გასროლა გაიგონა, რაც ფალსტარტს ნიშნავდა. უსაინი ყველაფერს მიხვდა, მაისურა გაიხადა და სარბენ ბილიკზე დააგდო. არც მას და არც არავის არ სჯეროდა მომხდარის. ბოლტი საკუთარ თავს უყვიროდა, კედელს ხელს ურტყამდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო - ასეთია ახალი წესები, რომელიც შეცდომის დაშვების უფლებას არ იძლევა. ახლა ბოლტს ისღა დარჩენია, რევანში 200 მეტრზე აიღოს.

ადვილი წარმოსადგენია, რა აზრები ტრიალებდა სხვა ფინალისტების გონებაში - დარჩენილ შვიდ სპრინტერს გამარჯვების რეალური შანსი გაუჩნდა. მეორე ცდიდან ფინალი დაიწყო. 75 მეტრის შემდეგ ლიდერი კიმ კოლინზი იყო. სენტ-კიტსის 35 წლის წარმომადგენელს რვა წლის წინ, პარიზში ჰქონდა მოგებული პლანეტის პირველობა, მაგრამ ამჯერად წარმატება ვერ გაიმეორა, რადგან ბოლო მეტრებზე მას გვერდი აუარა მეორე იამაიკელმა იოჰან ბლეიკმა, მეორე ადგილი კი უოლტერ დიქსმა წაართვა. ბლეიკის საბოლოო შედეგია 9.92 წამი, დანარჩენმა ფინალისტები კი 10 წამიდან ვერ გამოვიდნენ, რამაც დაამტკიცა, რომ ტეგუში მართლაც ნელი სარბენი ბილიკია. იოჰანმა თავის ცხოვრებაში საუკეთესო შანსი გამოიყენა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, ლონდონის ოლიმპიადაზე ბოლტი ეცდება ისევ დაიბრუნოს პლანეტის უსწრაფესი ადამიანის სახელი.

ორი დღის შემდეგ გუნდურ ჩათვლაში ლიდერობა მოიპოვა კენიამ. ჩემპიონატის პირველ დღეს ქალებს შორის მარათონში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა - პოდიუმის სამივე საფეხური ერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაიკავეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე მარათონში აქამდე ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. დიდი ბრძოლა გამართეს ერთმანეთში კენიელებმა - კიპლაგატმა, ჯეპტუმ და ჩეროპმა. საბოლოოდ, პირველსა და მესამე ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 31 წამი იყო. პირველობა კიპლაგატმა მოიპოვა.

კენიელმა ქალებმა მეორე ოქრო 10 ათას მეტრზე სირბილში მოიპოვეს. ვივიან ჩერუიოტმა ორი წლის წინ, ბერლინში ოქრო მოიგო 5 ათას მეტრზე, რომელიც მისი საყვარელი და პრიორიტეტული სახეობაა, თუმცა ამჯერად ეს კენიელი დუბლს უმიზნებს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აქაც პოდიუმის სამივე საფეხური კენიის ნაკრებს ერგო.

პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში ტექნიკურ სახეობაში ოქრო მოიგო ჩინეთმა - ქალებს შორის ბადროს ტყორცნაში გაიმარჯვა იანფენ ლიმ. ამერიკის ნაკრებს პირველი ოქრო მოუტანა ქალებს შორის სიგრძეზე მხტომელმა ბრიტნი რიზმა - ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მან ექვსიდან ხუთი ცდა გააფუჭა და მხოლოდ ერთი კარგი ნახტომის (6,82 მ) წყალობით გახდა ჩემპიონი. ლეგენდარული კენენისა ბეკელე გამოდიოდა 10 ათას მეტრზე სირბილში. ეთიოპიელი ორი წელია არ გვინახავს ოფიციალურ ტურნირებზე და ეს მის ფორმას დაეტყო - ბეკელე მეექვსე კილომეტრზე ჩამოშორდა გარბენს. ამის შემდეგ ფავორიტი მო ფარა გახდა, მაგრამ ბრიტანელსაც ხელი მოეცარა, რადგან ბოლო მეტრებზე წააგო 22 წლის ეთიოპიელ იბრაჰიმ ჯელაინთან.

კაცები

20 კმ სიარული

1. ვალერი ბორჩინი (რუს) - 1:19.56; 2. ვლადიმირ კანაიკინი (რუს) - 1:20.27; 3. ლუის ფერნანდო ლოპესი (კოლ) - 1:20.38...

10 000 მ

1. იბრაჰიმ ჯელაინი (ეთი) - 27.13,81; 2. მოჰამედ ფარა (ბრიტ) - 27.14,07; 3. იმეინ მერგა (ეთი) - 27.19,14...

100 მ

1. იოჰან ბლეიკი (იამ) - 9,92; 2. უოლტერ დიქსი (აშშ) - 10,08; 3. კიმ კოლინზი (სტ. კიტს) - 10,09...

ათჭიდი

1. ტრეი ჰარდი (აშშ) - 8607 ქულა; 2. ეშტონ იტონი (აშშ) - 8505; 3. ლიონელ სუარესი (კუბ) - 8501...

ქალები

მარათონი

1. ედნა კიპლაგატი (კენ) - 2:28.43; 2. პრისკა ჯეპტუ (კენ) - 2:29.00; 3. შარონ ჯემუტაი ჩეროპი (კენ) - 2:29.14...

10 000 მ

1. ვივიან ჯეპკემოი ჩერუიოტი (კენ) - 30.48,96; 2. სალი კიპიეგო (კენ) - 30.50,04; 3. ლიპეტ ჩეპკვემიო მასაი (კენ) - 30.53,59...

სიგრძე

1. ბრიტნი რიზი (აშშ) - 6,82; 2. ოლგა კუჩერენკო (რუს) - 6,77; 3. ინეტა რადევიჩა (ლატ) - 6,76...

ბადრო

1. იანფენ ლი (ჩინ) - 66,52; 2. ნადინ მიულერი (გერ) - 65,97; 3. იარელის ბაროისი (კუბ) - 65,73...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა