მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა მიმდინარეობს.

მოკლე პროგრამაში საქართველო ნიკა ეგაძემ წარადგინა. მისი გამოსვლა 84.37 ქულით შეფასდა და საქართველოს 5 გუნდური ქულა მოუტანა.

6 თებერვალს რიტმულ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოს ნაკრებს 5 ქულა მოუტანეს, ანასტასია გუბანოვამ – 6, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა კი – 9 ქულა.

საბოლოოდ, 25 ქულით საქართველოს ნაკრებმა 10 გუნდს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა და ფინალის საგზური მოიპოვა.

დღეს ფინალში დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი იასპარეზებს.

მამუკა
.-ს რავი წერტილიხარ ეგ არი რა, და დარჩბი წერტილად. წერტილო ეტყბა კლავისტურის ლომიხარ, და დარჩები ეგრგე წერტილი. ეგენი იმიტომ გახდნენ ქართველები , ამერიკელები და სხვები რმ ეგრედ წოდებული არსახსენებელი ქვეყანა სახნესებელში გამოეყვანათ. გეთანხმები იმაში რომ ისრორიაში დარჩებიან როგორც საქართველოს მონაწილეები, მაგრამ ეგენი ყველა იმ არ სახსენებელი ქვეყნიდან არიან....................................................კიდე ბევრს დავწერდი მაგრამ არა ვარ შენსავით კლავიატურის ლომი. ისე , ესეც ბევრი გამომივიდა
tngh
ვინმემ თუ იცით საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ნაკრებებში რამდენი ადგილობრივია???
ბოკინიო
ფაქტია საერთოდ არ მოუხდა ეს მუსიკა!!! ევროპის ჩემპიონატს რაც შეეხება არ მიყურებია! უბრალოდ აქ წავიკითხე და გამიხარდა!

სამწუხაროდ,ლიდერებისაგან განსხვავებით,ვერც ერთმა ჩვენმა მოციგურავემ,ვერ შესძლო,წლის საუკეთესო შედეგის თუნდაც გამეორება.ვფიქრობ მწვრთნელები ხვდებიან,რომ ოლიმპიადაზე გაცილებით მძაფრი კონკურენციაა,ვიდრე თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე და მედლების მოპოვების შანსი,ევროპაზე გაცილებით უკეთესი გვქონდა.შედეგად,ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ,რაც რა თქმა უნდა შესანიშნავი შედეგია.გუნდურმა პირველობამ გვიჩვენა,რომ მსოფლიოს ლიდერები ძალიან მაღალ დონეზე არიან მომზადებულები და ისინი,კონკრეტულად ამ შეჯიბრისთვის ემზადებოდნენ.გუნდური ტურნირი,დღესაც გაგრძელდება და ძალიან ძნელი იქნება,მაგრამ შანსი გვაქვს,მეოთხე ადგილზე ავინაცვლოთ,მერე კი,უკვე პირადი ტურნირებიც დაიწყება,სადაც უკვე მხოლოდ საკუთარ თავზე იქნებიან პასუხისმგებლები და რის გარისკვასაც გუნდურ ტურნირზე ვერ გაბედავდნენ,აქ უკვე შეუძლიათ გააკეთონ.გაამართლებს თუ არა ეს რისკი და საერთოდ,გარისკავენ თუ არა,ეს მათი და მათი მწვრთნელების გადასაწყვეტია.ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, წარმატებები ვუსურვოთ ნაკრების ყოველ წვერს და მთლიანად ნაკრებს.რაც არ უნდა მოხდეს,უკვე ცხადია,რომ ეს წელი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის.ევროპის ორი ოქრო და ხუთეულში მოხვედრა,ოლიმპიურ თამაშებზე,ამის თამამად თქმის უფლებას გვაძლევს და შეჯიბრება ხომ ჯერ კიდევ გრძელდება.შედეგის გაუმჯობესებაც შეგვიძლია!

ილია მალინინი ამერიკის სახელით გამოდის,სხვა ქვეყნებზე აღარაფერს ვიტყვი.ნიკა ეგაძე ბათუმში გაიზარდა და იქ არსებულ არასტანდარტული ზომის დარბაზში ვარჯიშობდა.დიანა დევისი,ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია!ხვალ თუ ჩემპიონი გვეყოლება,წლების შემდეგ ისტორიაში ის დარჩება,რომ საქართველოს ჩემპიონი ჰყავს და არავინ იკითხავს,სად დაოსტატდა.მთავარია,რომ ამ ჩემპიონების კვალზე,უკვე ადგილობრივი ტალანტები გაივლიან და საკუთარ თავზე აიღებენ ესტაფეტას.აზერბაიჯანმა უცხოელი სპორტსმენები და მწვრთნელები მოიყვანა აზერბაიჯანში,მერე კი,მათ გვერდით გაზრდილმა აზერბაიჯანელმა ძიუდოისტებმა გააგრძელეს გზა და დღეს ჩვენზე ძლიერი თუ არა,ნაკლები ნაკრები არ ჰყავთ.ქართული წყალბურთიც ფაქტობრივად მკვდარი იყო,მაგრამ ჯერ ქართველი ბავშვების ჯგუფი შეკრიბეს,ავარჯიშეს,მერე,ხან ყაზახეთში,ხან უკრაინაში,ხან რუსეთში ათამაშეს იქაურ ტურნირებზე,მერე ყოფილი იუგოსლავიიდან წამოყვანილი,ხანდაზმული,მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი ლეგიონერებით შავსეს გუნდი,მათაც საქართვეოლოს მქალაქეობა მიანიჭეს და შექმნეს საქართველოს ნაკრები,რომელმაც ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობს და საკმაო წარმატებითაც.ნაკრებში სულ უფრო ნაკლები ლეგიონერი თამაშობს,მათ ადგილს კი,უკვე მათ გვერდით გაზრდილი ქართველი ბიჭები იკავებენ.ქართული წყალბურთი,დღეს უკვე ცოცხალია და ამ ლეგიონერების დამსახურება,საკმაოდ დიდია,ისევე როგორც დარბაზის ფეხბურთში,ბრაზილიიდან ჩამოყვანილი ბიჭებისა,ვისგანაც ჩვენები სწავლობდნენ თამაშს.თავის დროზე დიდოსტატი რომან ჯინჯიხაშვილი წავიდა ამერიკაში და ამერიკის ჩემპიონიც გახდა,ჭადრაკში.ალბათ სხვა ქვეყნებიდანაც მიიწვიეს სხვები და მათ გვერდით,რობერტ ფიშერი გაიზარდა.ქალთა ერთეულებში,საბჭოთა ფიგურული ციგურაობის საწყისებთან,მარინა სანაია იდგა,რომელიც საბჭოთა კავშირის სახელით,ერთერთი პირველი იყო,მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე საასპარეზოდ რომ გამოჩნდა,ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი,ნინო ანანიაშვილიც,ფიგურული ციგურაობიდან გადავიდა ბალეტში და თანაც,ეს ყველაფერი თბილისის საციგურაო მოედანზე ხდებოდა.დღეს უკვე ორი სრულფასოვანი ყინულის არენა გვაქვს საქართველოში და აქედან ახალი ტალანტების გაბრწყინება,დროის საკითხია.მთავარია მათთვის კვალიფიციური მწვრთნელები გავზარდოთ,ან მოვიწვიოთ.
ვარვარა.წარმატებები
წარმატებები...
მამუკა
რომ იცოდე N, ეგენი სუყველა იმ უხსენებელი ქვეყნიდან არიან წამოსულები
საქართველო
მგზავრების მუსიკა არ იყო ევროპის ჩემპიონი რომ გახადა?!
N
არ უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპიდან, მასპინძლების გარდა, მხოლოდ საქართველოა წარმოდგენილი ფინალში (არც საფრანგეთი, არც დიდი ბრიტანეთი და ა.შ., უხსენებელ ქვეყანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ)?!
ბოკინიო
გულოცავთ 5 ეულში გასვლას!!!! იმედია სამეულსაც ვუწევთ. ძალიან რთულია , მაგრამ არა შეუძლებელი!!! მგზავრების მუსიკა ვინ ურჩია? რა მგზავრები? ეგეთი შეცდომა აღარ დაუშვა!
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
დევისის და სმოლკინის წყვილმა ტოკიოში გაიმარჯვა
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს
მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
[VIDEO] დევისის და სმოლკინის წყვილმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა
[VIDEO] ნიკა ეგაძემ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში მე-10 ადგილი დაიკავა