ინგლისის ასოციაციის თასის 1/16-ფინალში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ბრაიტონი“ 3:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ყველა ელოდა, რომ მერსისაიდული გუნდის კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავდა, მაგრამ მწვრთნელმა არნე სლოტმა ის ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა და ალისონი ათამაშა. ერთი რამ ფაქტია - ქართველი ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში იმყოფება, რაც მისი კლასის მეკარისთვის მიუღებელია.

ბრაზილიელს ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მაგრამ ერთ ეპიზოდში ბურთის ატანისას ისეთი უხეში შეცდომა დაუშვა, რომელიც მის გუნდს კინაღამ გოლის ფასად დაუჯდა, თუმცა მაინც მაღალი შეფასებები მიიღო: Sofascore 7.7, Flashscore 7.3.

შემდეგ მატჩს „ლივერპული“ 22 თებერვალს ჩაატარებს - პრემიერლიგის ოცდამეშვიდე ტურში სტუმრად „ნოტინგემს“ დაუპირისპირდება.

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - ბრაიტონი 3:0

გოლები: 1:0 ჯონსი (42), 2:0 სობოსლაი (55), 3:0 სალაჰი (67, პენ)

Ziko
ალისონი უნდა ამოტენონ,სლოტი უნდა გამოაპანღურონ და ყველაფერი კარგად იქნება!💥✌😁👎
totti
გასაგებია რომ ჩვენ გვინდა ყველა თამაში სასტარტოში დაიწყოს, მაგრამ ეტყობა არ არის ფორმაში ან ჯერ ალისონის დონემდეც არ არის,აბ თუ ფორმაში არის და ალოსონს სჯობია რატო არ ათამაშებს მწვრთნელი? დაუსვით ეს კითხვა თქვეს თავებს ვინც ფიქრობთ რომ ჩაგრავენ. არც მწ რთნელი, არც გულშემატკივრები, არც პრესა ლივერპულის არავინ არ იძახის რო ჩაგრავენ მამარდასო მე არ გამიგია ჯერ, დავაცადოთ და აუცილებლად მოუვა დრო და ითამაშებს კიდევაც სასტარტოში!!!!!!!
გელა
მოტყუვდა გიორგი, არ უნდა გადასულიყო. მით უმეტეს ხმები დადიოდა, რომ ბეკერი არსად წასვლას არ აპირებდა. მე მგონია, რომ ცრუ დაპირებებით მოატყუეს.

რა შეცდომაც ალისონმა ამ თამაშში დაუშვა,მამარდაშვილს სადმე ჰქონია?აი მომდევნო თამაშში გამოჩნდება ჰპატიობენ თუ არა.
იხვი
გეთანხმები. რამე პირადი პრობლემა მწვრთნელთან რომ ჰქონდეს მამარდას, გუშინ მესამე მეკარე გავიდოდა და არა ალისონი. უბრალოდ თასზე როტაციაზე უარი თქვა სლოტმა.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
რა თქმა უნდა, მამარდას თამაშს აქვს, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი და აქვე, ადვილად აღმოსაფხვრელი. ბურთის ხელში დაჭერა, ან კუთხურზე მოგერიება კი არა, საჯარიმოში, მუშტით ცხვირწინ დაგდება. მაინტერესებს, მისი დღევანდელი მწვრთვნელები რას უყურებენ, რატომ არ მიუთითებენ, მაგრამ მაინც უბადლო მეკარეა. სხვათ შორის, ეს ევროპელი მეკარეების საერთო სენია. ამას წინათ, იაშინის თამაში ვნახე, ძველი ჩანაწერი. მეკარეც ამას ჰქვია. რატომ მას არ ბაძავენ, მისგან არ სწავლობენ.
Zurababu
მამარდას ქონდა 1 2 შანსი მაგრამ ვერ გამოიყენა პრემიერლიგაშიშეცდომებს არ პატიობენ
გიორგი
მამარდაშვილი იმედოვნებდა, რომ ალისონი წავიდოდა და პირველი მეკარე გახდებოდა და ჯერ-ჯერობით კვლავ იმედოვნებს, რომ მომდევნო სეზონიდან ასე იქნება. მაგრამ მისი იმედები არ მართლდება. აი ალისონმა თუ ახალი კონტრაქტი გააფორმა, მაშინ მართლა ჯობია მამარდაშვილმა ახალი კლუბი ეძებოს.
სვანსკი
მამარდამ თავისი სიტყვა თქვა და კიდევ იტყვის ბევრჯერ,თუ ვიღაცას ეჭვი ეპარება ძალიან შემცდარა ხისთავა სლოტივით
პეტუხს, ოღონდ არა კრიშტიანუს
მე ის უფრო მაწუხებს, რომ სლოტი მამარდას ავტორიტეტად არ აღიქვამს. თუმცა, ახლა მეტი გზა არ არის ანუ უნდა მოიცადოს მამარდამ - იმედია, სეზონის ბოლოს სლოტს გააპანღურებენ და ალონსო მოვა, რომლის ხელშიც გიორგი პირველ მეკარედ გადაიქცევა
პეტუხი კრიშტიანუ
არაფერი ისეთი მიზეზი არ არის მამარდას არ თამაშის,ლივერპულს ჩაუვარდა სეზონი,ასოციაციის თასზე აკეთებენ ძირითად აქცენტს,რომ უტიტულოდ არ დარჩნენ,ძირითადი შემადგენლობით თამაშობენ და როტაციას არ მიმართავენ,ეს არის სულ!
ლაშას
მეგობარო ,აქ სხვა რამეზეა საუბარი.თუ ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად დააბეჩავე და ელემენტარული სათამაშო პრაქტიკის მიღების საშუალება არ მიეცი ,შეიძლება მისი დრო აღარც არასოდეს დადგეს.მაინც რაშია საქმე? ან მწვრთნელი უკმაყოფილოა მისი საქმისადმი დამოკიდებულებით და მისი სათამაშო ფორმით.ან იქნებ ზოგადად მისი უნარ-ჩვევები არ აკმაყოფილებს .ანდა სულაც გიორგიმ ღიად გამოხატა უკმაყოფილება და მწვრთნელი თავის ძალაუფლების დემონსტრირებას ცდილობს? ეშმაკმა უწყის მაგათი თავი,ჩვენ კი დაგვტოვეს მთელი სეზონის განმავლობაში უსიამოვნო განცდებში.
ნაპოლეონს
ძალიან გიბუყბუყებს ყოველივე ქართულის სიძულვილი.ძალიან ამყრალდი.
საჩინო
რა თქმა უნდა ,ლივერპულში გადასვლაზე უარი გაუჭირდებოდა ,მაგრამ კონტრაქტი უფრო გულდასმით უნდა გაანალიზებულიყო და ასეთი დამამცირებელი დამოკიდებულება უნდა გამორიცხულიყო.აქ რაღაც სხვა რამ ხომ არ იმალება? მეკარეში იხდი საკმაოდ დიდ თანხას ,მიგყავს კონკურენტად, ძირითადი მეკარის ადგილის დაკავების გათვლით ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში და საერთოდ არ აძლევ თამაშის საშუალებას?

ეგრე რა,შაქრო პაპა!სხვა ბიჭებზეც ასე გულშემატკივრის პოზიციიდან,ადამიანურად რომ დაწერო ხოლმე,არა სჯობია?ძალიან სწორად დაგიწერია.

ჩვენ ჯერ არ ვიცით,რატომ არ დააყენეს,მამარდაშვილი.იმედია დაიწერება.

როცა მსოფლიოს გრანდში გეძახიან და თან მით უმეტეს პირველი ნომრის თითქმის გარანტირებულ წასლაზეა ლაპარაკი,ამბიციური ფეხბურთელი უარს ვერ იტყვის.ამაში ვერ დაგეთანხმები,დანარჩენში კი,გეთანხმები.სანამ გადავიდოდა,აქაც ვწერდით,რომ ინგლისში ძალიან გაუძნელდებოდა და მისი მთავარი სუსტი წერტილების გაძლიერების გარეშე,იქ ფეხის მოკიდება გაუჭირდებოდა.მისი სუსტი წერტილები იქაც აშკარად გამოჩნდა,მაგრამ ისიც ფაქტია,რომ ამ კომპონენტებში საგრძნობლად გაძლიერდა,მიუხედავად ამისა მას მაინც მოუწია მოედანზე საკმაოდ ბევრჯერ გამოსვლა და მომდევნო სეზონისათვის,ან თუნდაც ახლავე,ვფიქრობ მას უკვე შეუძლია ალისონის შეცვლა.ერთია,რომ თუ რაღაცა საგანგებო არ მოხდა,მწვრთნელები ძირითად მეკარეს არ სცვლიან.არ ვიცი,რატომ არ ათამაშეს ეს თამაში,ალბათ რაღაცა მიზეზი უნდა არსებობდეს.იმედია დაიწერება.

ასეთ გარანტიას ვინ მოგცემს,ყველა ვარიანტში ძირითადი მეკარე იქნებიო?ვალენსიაში რომ მივიდა,იქ დანიის ნაკრების მეკარე დახვდა და ის ამოაგდო.მას უხაროდა?კონკურენცია უნდა დაძლიო,გაზრდა თუ გინდა.იმედი მაქვს დასძლევს.ალისონს, უბრალოდ უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს და მასთან ერთად კლასიც.მისგან ბევრი უნდა ისწავლოს,ინგლისურ ფეხბურთსაც შეეჩვიოს და ალისონსაც აჯობოს.ლივერპულის ძირითადში სხვანაირად არავინ შეუშვებს და ეს თვითონაც იცის.საფონოვმა შევალიეს აჯობა და ძირითადში ათამაშებენ,ლუნინიც კარგად თამაშობდა რეალში,მაგრამ კურტუა გამოჯანმრთელდა და დაამტკიცა,რომ მაინც მასზე უკეთესი მეკარეა.ყველას უნდა პირველობა,მაგრამ პირველი,მხოლოდ ერთი ხდება.სხვები შანსს ელოდებიან და საამისოდ ემზადებიან.
Ალისონი
Მოვიგე უკვე ჩემპიონთა ლიგა 2019-ში და წელს კიდევ მოვიგებ
მდაა
ალისონს და ლივერპულს უკვე მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა 2019 წელს.
გულშემატკივარი
თუ მამარდას ამდენი სკამზე ჯდომა გაგრძელდა, ჩვენი ნაკრებისთვისაც აქტუალური ხდება ძირითადი მეკარის საკითხი.
Achi
Verada ver moigo liverpulma Liga tore cava alisoni arabetshi pulis saketeblad exla am sezons daelodeba iqneba rame gavardeso da Liga movigoo eg winascar aris dadgmuli yvelaperi tyuilad ar uxidiat giorgi
alexandre
1976 წელს ფინალში 3-0 რომ მოვუგეთ არარატს, შიგადაშიგ ტრიბუნებიდან ისმოდა "ოვსეპიააან, მალადეეეც". შენ ის მეკარე ხომ არ მოგენატრა, ცავატანემ?
გეგი
მაგ შემტევაში მარტო ვალენსიას სურვილი არ არის,თუ მოთამაშეს არ სურს ეგ ვარიანტი ის არ დათანხმდება მაგას.ფაქტია რომ შეცდომა იყო მამარდას ლივერპულში გადასვლა და ახლა როგორმე უნდა წავიდეს ან გაანათხოვრონ ან გაყიდო სხვა კლუბში იქ სადაც ითამაშებს.ასეა ეს და რაც არ უნდა ვიმშვიდოთ თავი სამწუხარო რეალობაა ეს.
ოთოs
რომ დაგიჩემებიათ შეცდომ იყო, შეცდომა იყოოო, კი მაგრამ ვალენსის ფაქტორს არ ითვალისწინებთ? ტიპებს მეკარეში გადაუხადეს ყველაზე ძვირი 25 მილიონო და უარს იტყოდნენ?
napoleoni
გიორგი მამარდაშვილის მომავალი მაქსიმუმი ისევ ლოკომოტივია. . .ზარმაცი ერთი სამაუვერენი ბალვანი ორი .გამოსვლა ნულს ქვემოთ ,ფეხით თამაში საერთოდ კატასტროფა.აღარც რეაქციაშია ისეთი როგორიც იყო. . საერთოდ ნონსენსია მააგის ლივერპულში ყოფნა. . . დროა ნაკრებსაც ახალი მეკარე მოვუძებნოთ
გიორგი
როდესაც ლივერპულში წავიდა, ეს შიში მაშინვე გამიჩნდა! ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანსფერი შეცდომა იყო!!!
ოთო
მამარდას ლივერპულში გადასვლა შეცდომა იყო, ამდენი უთამაშლობით ფორმას ვერ შეინარჩუნებს, რაც ნაკრებისთვის ცუდია
ჟორა
განათხოვრებაზე არ დათანხმება სიგიჟეა.
აკაკი
ამიტომ როცა იდება ხელშეკრულება უნდა მოითხოვონ მე ჩემი ქვეყნის ძირითადი მეკარე აგერ წარმატება და რომელიღაც გუნდშიც დასაყრდენი მეკარე გასაგებია მაღალი გუნდის დონე მაგრამ შანსი რომ ეს ფორმა არ დამეკარგა პასუხისმგებლობა მწვრთნელმა უნდა აიღოს გარანტიით.ვთქვათ ვერ გამიგეთ კაი მე ჩემ გუნდში ვყიდულობ სპეციალურად ვთქვათ ესპანეთის პირველ მეკარეს და სპეციალურად არ ვათამაშებ უფუჭებ ფორმას იმიტომ რომ მერე ჩემს ნაკრებთან მომზადებაც ვერ მოასწროს და ასე შემდეგ თუარ მენდობი რატომ გადმოიყვანეს სანამ ალისონი წავა მამარდას ფორმა არ სჭირდება ისე ალისონის სუპერ შეცდომებიც ბევრი ვნახეთ
შაქრო პაპა
100 000 კვირაში ეხუმრებით?)) თანაც მხოლოდ ვარჯიშში ლივერპულში. აგერ საფონოვი სულ სკამზე არ იჯდა? მიეცა შანსი და უფრო ხშირად აყენებენ. ხვალ რო ალისონი გაიტრავმოს ან სულაც წავიდეს, ხომ ჭირდებათ მეკარე? თავად გიორგის არა აქვს პრეტენზიები, კმაყოფილია ცხოვრებით და პირობებით, თქვენ რატომღა ნერვიულობთ? არ იქნება ფორმაში ნაკრების თამაშებზე და ხომ გვყვავს მეორე და მესამე ნომრები? ნაკრების პრობლემა მეკარე კი არა, სუსტი დაცვაა. აი ეს უნდა ვიდარდოთ. მერე ტაქტიკაა მოსაფიქრებელი, რომ ყოველ თამაშში 50 -ჯერ არ დაურტყან ჩვენს მეკარეს. აუცილებლად გახდება მამარდა პირველი მეკარე. ასეთ პირობებზე და ანაზღაურებაზე სულელი უნდა იყო კაცი, რომ უარი თქვა. ესპანეთში მაგის მესამედსაც ვერ აიღებდა ალბათ.
b
გინდა თუ არა ამყარებდნენ იმედებსო ეგრე არ არის, მაგრამ უნდა გადასულიყო რადგანაც ლივერპულია და მოესინჯა ძალები. მასე ყველა ფეხბუთულზე ამყარებენ იმედს, მაგრამ ლივერპულმა იყიდა რომ ყოფილიყო სათადარიგო მეკარე, მინიმუმ ერთი სეზონი მაინც.
დათო
მხოლოდ სახელი - ლივერპულის მეკარე, კარგი არაფერის მომტანია მამარდასთვის.ღმერთმა არ ქნას კიდევ 1 წელი ასე ჯდომა, თორემ დიდი ალბათობაა იმისა რომ ფსიქოლოგიური წნეხის გამო ფორმა დაკარგოს. ფაქტია, ლივერპულში წასვლა არ იყო კარგად გათვლილი მენეჯმენტის მიერ. მოკლედ, როგორც იტყვიან ხოლმე, კარგ თვალზე ვერ დაინახეს.
ლაშა
აქ უმეტესად გიჟებია კომენტარებს რომ ვკითხულობ ყველაზე კარგ ვარიანტში ფეხბურთის გაგებაში არ არიან.რა უნდოდა ლივერპულშიო შეცდომა იყოო.ასეთი მოდებილო ხალხი წერს რაღაცეებს.ლივერპულში ის უნდოდა რომ ერთხელ გეძლევა ეს შანსი და მამარდაზე ამყარებდნენ იმედებს და დიდი თანხა გადაიხადეს აქედანაც ჩანს რომ ეგრეა.ყველაფერს თავისი დრო აქ წავა ალისონი მომავალ სეზონში და მიეცემა შანსი და უნდა გამოიყენოს.ეს ლივერპულია ბევრს არავინ გავლის თორე ხეტაფე და ვალენსია არსად გაიქცევა ყოველთვის დაბრუნდება იქ
Irakli
ერთი წელი დაკარგა სკამზე ჯდომით
fc lecce
ძალიაან ცუდი რომ ვერ ხვდებით რამხელა შეცდომა დაუშვა მანდ გადასვლით
llcl
ამ ნიდერლანდელ კალაბოკს თავი მფრინავი ჰოლანდიელი ხომ არ ჰგონია, შარშან გაუმართლა, გვარდიოლას კრიზისი დაემთხვა, არსენალი ისედაც ყოველთვის უხეიროა, მანიუ და ჩელსი კრიზისში და კლოპის აწყობილი გუნდით ინერციით მოიგო ჩემპიონატი, ესეთ ასაკში ესეთი მაღალი დონის მეკარის სულ სკამზე დატოვება არ გამიგია, გაანათხოვრონ მაინც სხვა პრემიერლიგურ კლუბში
გიორგი
ვინმემ ახსენით რას ნიშნავს ეს მეპივე კაცის საქციელი სათადარიგო მეკარე სულ ტონუსში უნდა გყავდეს და შესაძლებლობის ყველაშანსი უნდა გამოიყენო მისი დატვირთვისთვის ტრავმა რომ მიიღოს ალისონმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არ მომზადებულს უშვებ მინდორზე?
ახალი ამბავი
ეტყობა არ იცოდით, ასე ფეხებზე რომ ვკიდივართ დასავლეთში )) აი, ცოტა თუ შევეწინააღდეგეთ, ხო მთლად აბუჩად გვიგდებენ, მარა მედროვე მაინც შეეტენება, რათ უნდა ლაპარაკი
უფროსი
მამარდა საუკეთესო პირობებში ცხოვრობს და ვარჯიშობს. კვირაში 100 ათასი აქვს ხელფასი. მთავარია, ნაკრებში ითამაშოს კარგად. ალისონი წავა, და გიორგის მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება ლივერპულში.
zura222
მეტისმეტი და დიდი სისულელე ის იყო როცა დათანხმდა იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო მეკარის (დონარუმამ შარშან გადაასწრო) შემცვლელად წავიდა @@ ახალგაზრდა ფეხბურთელებოო უყურეთ და ისწავლეთ სხვების შეცდომებზე ! სანამ კონტრაქტს ხელს მოაწერთ ათასჯერ დაფიქრდით ! გავიხსენოთ ხვიჩას და ნაპოლის შეფების ამბავი--ისინი ფაქტიურად რომ დასცინოდნენ ხვიჩას-კონტრაქტს პატივი უნდა სცესო ! არადა იმ კონტრაქტით დემეზე (სეზონში საერთო ჯამში 2 თამაშის დრო რომ არ გაატარა მოედანზე) ბევრად ნაკლები ხელფასი ჰქონდა @ ან აგერ მიქაუტაძის ამბავიი-კაცი დაფრინავს ისეთ ფორმაშია და დღესაც სკამზე დასვა იმ არაადეკვატურმა კრეტინმა @ ეს ჩემი სიტყვები არაა ზუსტად ასე ეძახიან ესპანეთში --არაადეკვატური კრეტინი !
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
Le Parisien: "ოქროს ბურთზე" კვარაცხელიას მიმართ აჟიოტაჟი იზრდება - რვა მთავარი კანდიდატია
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "არ ვარ რაფინია, ქალი ვარ" - კურიოზული შემთხვევა "ბარსელონას" ბაზასთან
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
[PHOTO] 2-წლიანმა უქმობამ თავისი ქნა - "ტოტენჰემის" ფანები მუდრიკის წონამ შეაშფოთა
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[PHOTO] საფონოვს და შევალიეს ჩემოდნების ჩალაგება მოუწევთ - ცნობილი გახდა მათი შესაძლო შემცვლელი
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
გადადის თუ არა მამარდაშვილი "ნოტინგემ ფორესტში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - რა გადაწყდება უახლოეს საათებში?
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
This Is Anfield-ი მამარდაშვილის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
უკვე მესამე მცველი დაიმატეს - "ტოტენჰემი" საგრძნობლად ძლიერდება
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
ლივერპულმა დავითაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
"ჩათვლიან, რომ მამარდაშვილი დუბლიორობით ბედნიერია" - კოლიმორი გიორგის დაუყოვნებლივ იჯარით წასვლას ურჩევს
“ლივერპული” მინტეს შეუთანხმდა - გამბიელი “მერსისაიდულ” გრანდს უახლოვდება
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია