ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მოკლე პროგრამაში ბრწყინვალედ იასპარეზა და მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

ფიგურულ ციგურაობაში მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების მეოთხე კომპლექტისთვის ბრძოლას 19 წყვილი შეუდგა, მათ შორის არის ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი, რომელიც რეიტინგის გათვალისწინებით, მოკლე პროგრამაში ასპარეზობას ბოლო, მეხუთე ჯგუფიდან შეუდგა.

მეტელკინა/ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამა ჩინებულად შეასრულა და მსაჯებისგან 75.46-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ამ შედეგით ჩვენი მოციგურავეები, პირველ ადგილზე გასული გერმანელების შემდეგ, ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტად განიხილებიან. ამის თქმის საბაბს იძლევა, მოკლე პროგრამაში დაკავებული მეორე ადგილი, რაც თავის მხრივ, ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ მოციგურავეთაგან საუკეთესო შედეგია.

წყვილთა შეჯიბრებაში მედლები გათამაშდება 16 თებერვალს, თავისუფალი პროგრამის შედეგების გათვალისწინებით.

მომზადებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

zura222
არის მედალი ! მეორე ადგილიიი ! არადა რა ახლოს ვიყავით ოქროსთაან (( იმ იაპონელებმა თავი გაიგიჟეს რაა @ მეხუთე ადგილადან რა ქნეეს პირველზე გადავიდნენ !
Porto
აბა იწყება!!! წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!!!! დღეს საქართველოს ჰიმნი უნდა გაჟღერდეს და დროშა ყველაზე მაღლა აიწიოს!!!!
Porto
ნეტა არ აფრენდე:))))))))
gzp
მედალი? მედალი გინდოდათ ვითომ პატრიოტებო? სხვისი გაზრდილი სპორცმენების მიტაცებას მეკობრეობა ქვია. თავად რომ გაზარდოთ მაგის თავი არ გაქვთ და ჩამოყავთ ვიღაცეები და უამრავ ფულს ფლანგავენ. ამიტომაც აიღეს მედალი. მართლაც რომ აეღოთ რუსებს არ ეწყინებოდათ? არ გვინდა მაგათი გაბრაზება! არ ღირს ეგ მედალი მაგათ.
ლობიოჭამია
ორივე მხარე მაგრა უბერავთ, აი. ერთი მხარე - ძაან აკუნტრუშდით: დიალოგს დავალაგებთ, დიპლომატიურს აღვადგენთ )) მეტიოლკინას ვინ ეითხება! წადით რიყეზე, ქვები ისროლეთ )) მეორე მხარე - რუსი გამოდისო. ბერულავას რას ეუბნევით? მეტიოლკინას ებრძვით? მაგით დაამარცხებთ რუსეთს? წადით, წაიყვანეთ თქვენი გოგონები, ასწავლეთ სრიალი, გადაარჩინეთ საქართველო )) მოკლედ, გონზე მოდით ორივე მხარე, და.... მახათს თავი გაანებეთ ...!!.
zura222
წესით ამაღამ 11 საათზე უნდა დაიწყოს თუ არაფერი შეიცვალა
tngh
მეცოდები...
tngh
ზამთრის ოლიმპიადის პირველ მედალთან ახლოს ვართ. წარმატებებს ვუსურბენ ჩვენს წყვილს!!!
პიაჩენცა - ბობოყვათი
რომელ საათზე იწყება? ზამთრის სპორტის სახეობები არ მიყვარს მაგრამ ამათი ხათრით ყურება დავიწყე!!! წარმატებები!!!! დღეს საქართველოს ჰიმნი აჟღერდება და დროშა ყველაზე მაღლა აიწევა!!!!!
Porto
დებილი ხარ :)))))))))
gzp-s
შენ არ გინდა? საქართველოს სჭირდება! წარმატება ყველას, ვინც საქართველოს სახელით გამოდის, გინდა რუსი იყოს და გინდც ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი!
912-ს
უბრალოდ ვაი შენს პატრონს! დარწმუნებული ვარ, სახლში რუსულ გაზზე კარგა-მაგრა იკეთებ სადილებს, გრეჩიხას თუ მიირთმევ? ანდა რუსულ ფქვილზე დამზადებულ პურებს თუ ყიდულობ? და რა ვიცი კიდევ რას? ისე რო გეყოთ უკვე ნევროზული შემოტევები ყველაფერ რუსულზე! თქვენი მოწონებული ევროლიდერები, უკვე რიგში დგანან რუსეთთან დიალოგზე და შენაირები კი ცხვირს იბზუებთ, ვითომ რამეს წარმოადგენდეთ რა? შენ მოგწონს თუ არ მოგწონს, გეოგრაფიულად მეზობლები ვართ და ადრე თუ გვიან დიპლომატიური ურთიერთობა აუცილებლად მოხდება!
alexandre
ეეეჰ, გელა, ხედავ! "ყველას გაუმარჯოს, ვისაც საქართველო უყვარს და ასახელებს!" - ამაზეც კი 2 დისლაიკი მაქვს.
912
რუსეთის ნაკრები საქართველოს დროშით ნამდვილად საამაყოა, აქ ვინც აღფრთოვანებული აკომენტარებთ პუტინიც რომ იდგეს საქართველოს დროშით კვარცხლბეკზე მისაღებია სამწუხაროდ, ჩემთვის მეტელკინა და პუტინა ერთი ოხერია თქვენთვის რატომ არის ასე საამაყო ვერ ვხვდები... საქართველო ოკუპანტების გარეშე სანამ ლანძღვა დაიწყებთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს....
ჟორა
ქართველებო! ვილოცოთ იმისათვის, რომ ოლიმპიურ ყინულზე ყაზახეთი2 გათამაშდეს.
მოგხვდა ჩემი იავა
შემახსენეთ ესეთი მაგრები "ქართველები" რომელი წლიდან ვართ ფიგურულ სრიალში?
alexandre
წარმატებებს ვუსურვებ ამ დიდებულ წყვილს! მადლობა ამ გახარებისთვის, დიდი იმედი მაქვს დღესაც გაგვახარებენ! ყველას გაუმარჰოს, ვისაც საქართველო უყვარს და ასახელებს!
გელა
დავბერდი კაცი და ასეთი ბოღმით გატენილი საქართველო არ მახსოვს,ეს რა ჭირი გვჭირს
Porto
მედალს უეჭველი აიღებენ!!!!
ლობიოჭამია
ჩვენი დროშები წინ !!! დროშები ჩქარა !
zura222
იმ "გერმანელის" ჯიშს არ აქვს მნიშვნელობა ! მთავარია ჩვენებმა არ მოიგონ თორემ ნაც-აკაცუკებს გულის შეტევა დაემართებათ (გზაც იქეთ ჰქონიათ)
zura222
მაგარიაა ! ოქრო გვინდა აუცილებლად და ისტორიის დაწერა !!!
gzp
ტყვილად ვატენით ამ რუსებს ფულს. ვის რაში ჭირდება მაგათი მედალი?
napoleoni-ს
ეგ როგორ არ იცი, რომ ნიკიტა მოლოდინი მონღოლი მეჯოგის შთამომავალია ბურიატიიდან..
napoleoni
ეხლა ამათ ოქრო რომ აიღონ აქაური არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობისტები ბოღმით დაიხრჩობიან. . .მეტელკინა ხომ რუსია და. . .აი გერმანელი ნიკიტა მოლოდინი ნეტა რა ჯიშია ხომ ვერ მეტყვით?!
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] მეტელკინამ და ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
მეტელკინა-ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამაში მეორეა და მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა