საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი, ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს. მარკის რიდი საქართველოს ნაკრების ღირსებას დანიასთან მოახლოებულ მატჩებში – 27 თებერვალს და 2 მარტს დაიცავს. ახალი ამერიკელის დამატების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

მარკის რიდი არის გამოცდილი, 30 წლის კალათბურთელი და ცოტა ხატოვნად რომ ვთქვათ, ის გახლავთ ქულების მკეთებელი მანქანა. ბოლო 2 სეზონში ის არავის უთმობს თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირის ტიტულს და ახლაც, მიმდინარე სეზონში, ევროპაში ერთ-ერთ მძლავრ საკალათბურთო ლიგას მოპოვებული ქულებით ლიდერობს.

მარკის რიდი ტრაბზონსფორის ღირსებას იცავს. შარშან ის თოფაშის წევრი იყო და ბომბარდირობასთან ერთად ყველაზე ძვირფასი ინდივიდუალური პრიზი დაისაკუთრა – გახდა თურქეთის ლიგის საუკეთესო მოთამაშე, ეგრეთ წოდებული MVP. მიმდინარე სეზონში რიდი ბომბარდირთა დავაში ისევ პირველია. 2025-26 წლების სეზონში მას თურქეთის ლიგაში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ 23.25 ქულას, 5.15 პასს, 3.2 მოხსნას და 1.55 ჩაჭრას აგროვებს. გასულ, 2024-2025 წლების სეზონში ის გახდა ფიბა ევროპის თასის გათამაშების ბომბარდირიც, როცა თოფაშის ღირსებას იცავდა.

ტრაბზონსფორმა 20 მატჩიდან 16 მოიგო და ამ შედეგით 16-გუნდიან ლიგაში ფენერბაჰჩესა და ბეშიქთაშის შემდეგ მე-3 ადგილზეა. რიდი 191 სანტიმეტრი სიმაღლისაა და ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც გამთამაშებლის, ისე მსროლელის პოზიციაზე თამაში. მას ბურთის გათამაშებაც კარგად გამოსდის და ჩაგდება ხომ – საერთოდ. ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს, რომელსაც ის ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში აჩვენებს – 23 ქულაზე და 5 პასზე მეტი.

მარკის რიდმა საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზების გზით უკვე მიიღო და ჩვენს ნაკრებში მისი ჩამოსვლა, ტრაბზონსფორის თასზე ნაჩვენები შედეგზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, ევროპის უმეტეს ქვეყანაში ამ დღეებში სათასო თამაშებია და ასეა თურქეთშიც. ტრაბზონი 17 თებერვალს ტურკ ტელეკომს ხვდება და თუ დამარცხდა, რიდი მეორე დღეს თბილისში გამოემგზავრება. თუ იმარჯვა, შემდეგი მატჩიც ექნება და ასეთ შემთხვევაში ის სავარაუდოდ დანიაში, საქართველოს ნაკრების სხვა ლეგიონერებთან ერთად ჩავა.

რიდმა კლემსონის უნივერსიტეტის გუნდში თამაში 2019 წელს დაასრულა და მას შემდეგ, რაც ნბა-ს დრაფტზე არ აირჩიეს, პროფესიული კარიერა ევროპაში დაიწყო. მისი პირველი გუნდი იყო ფრანგული როანი, რის შემდეგაც უკრაინულ პრომეთეიში გამოდიოდა. შემდეგ იყო ისევ ფრანგული კლუბები – ნანტერი 92, გრაველინი, იტალიური ბრინდიზი და 2023 წლიდან რიდი თურქეთში გადაბარგდა: ბუიუქჩეკმეჩი, თოფაში და ამ სეზონიდან ტრაბზონსფორი.

GBF.GE

რატი
ეს მაგარი არჩევანია , თურქეთის ჩემპიონატში მაგარია და ჩვენც წაგვწევს წინ . მათე ხატიაშვილმა უნდა ივარჯიშოს ბევრი და თოკო უნდა შეცვალოს ღირსეულად.
გიო
რომ დადგნენ ქართველები და დღეში ათასჯერ ფარში ისროლონ სროლას ისწავლიან, მაგრააააააააააააააამ – ეზარებათ.................
იკას
ეჰ ნეტა მარტო ბურჯანაძე იყოს ქართული კალათბურთის პრობლემა. ბურჯანაძის დონეზე ვინ გვყავს ახლანდელ ნაკრებში თოკოს გარდა?
ვახო
ამჯერად ყოჩაღ ფედერაციას! ეგრე რა
იკა
არ მესმის, ბურჯანაძე ხომ გვყავს და რა საჭირო იყო მისი ნატურალიზირება, თუ ამდენი ფული გვაქვს რომ უცხოელი კალათბურთელები დავიქირაოთ, თუნდაც იგივე ჩვენს ბურჯს-ბურჯანაძეს გავუზარდოთ ხელფასი და ჯერ ხომ ისედაც დაფრინავს და მერე საერთოდ ბურთს გადაახევს თავზე მეტოქეებს

შერმადინი მაშინ წავიდა,როცა ნაკრებში როგორც ჩანს კარგი მეპასე და მექულე მოგვივიდა.გულდასაწყვეტია,რადგან შერმოს თითქმის ვერასოდეს კარგად ვერ ვიყენებდით,შეტევაში.მათე ხატიაშვილს,მისი სახით კარგი ზურგის გამმაგრებელი ეყოლება და მისგან ბევრსაც ისწავლის.დანარჩენი ბიჭებიც უფრო იმედიანად იქნებიან და იქნებ როგორმე ჩემპიონატზეც გავაღწიოთ.ყოველ შემთხვევაში,ახლა იმედის ნაპერწკალი მაინც გაჩნდა!ის მაკფადენი რასაც აკეთებდა,მის შეცვლას შეეცდება და ეგ ერთი პოზიცია მაინც გადაიფარება,თუმცა შერმადინის შემცვლელი ვინ გვყავს?მასთან ერთადაც გვიჭირდა და ახლა?!
სანდრო
მაგარი მექულეა, რაც გვჭირდება და გვიჭირს 3 ქულიანების სროლა-პროცენტი იდეალური არჩევანია, ერვოპაში თურქეთის ჩემოიონატია ტოპია და გამორჩეული მოთამაშეა ნამდვილად,
duta
magaria! kargi archevania
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
მარკის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მარკის რიდის მორიგი ბენეფისი და "ტრაბზონსპორის" მარცხი სტუმრად
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
მარკის რიდი შედეგიანობას "ბაჰჩეშეჰირშიც" აგრძელებს | "ფენერბაჰჩე" დამარცხებულია
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება