ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი პირველი 1/16-ფინალური მატჩი ჩატარდა. "რეალმა" "ბენფიკა" გასვლაზე 1:0 დაამარცხა, "დორტმუნდმა" კი "შინ "ატალანტას" 2:0 სძლია.

დავიწყოთ მატჩით, რომელიც "ეშტადიო და ლუშზე" გაიმართა და ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრის საწყის წუთებში "ბენფიკამ" აქტიურობდა, შემდეგ კი ინიციატივა მადრიდელების მხარეს გადავიდა, "არწივები" გაშვებული გოლისგან მეკარემ ანატოლი ტრუბინმა არაერთხელ იხსნა, კილიან მბაპემ და ვინისიუს ჟუნიორმა ხელსაყრელი სიტუაციებიდან გოლების გატანა ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმში არბელოას გუნდი კიდევ უფრო მოუმატა და 50-ე წუთზე ვინისიუსმა ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა, ბრაზილიელმა გატანილი გოლი გამომწვევად აღნიშნა, რამაც "ბენფიკას" ფეხბურთელები გააღიზიანა, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა შემტევს ყვითელი ბარათი უჩვენა, შემდეგ კი ვინისიუსის თქმით, მას "წითლების" ფეხბურთელმა ჯანლუკა პელესტრინიმ რასისტული "შეურაცხყოფა" მიაყენა და "მაიმუნი" უწოდა, რის გამოც ბრაზილიელმა მოედანი დატოვა და მატჩის გაგრძელებაზე უარს აცხადებდა. სხვათა შორის, ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში 31-ე გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით კაკა ჩამოიტოვა და ტურნირის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბრაზილიელი ბომბარდირი გახდა (პირველ ადგილს 43 გატანილი გოლით ნეიმარი იკავებს). საბოლოოდ შეხვედრა განახლდა. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ვინისიუსმა "ბენფიკას" ფეხბურთელის წინააღმდეგ იუხეშა, მოურინიო მსაჯს ბრაზილიელისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებას სთხოვდა, ფრანსუა ლეტექსიემ წითელი ბარათი არა ვინისიუსს, არამედ "ბენფიკას" მთავარ მწვრთნელს უჩვენა და გააძევა. დარჩენილ დროში "ბენფიკამ" მომენტების შექმნა ვერ მოახერხა და შეხვედრა "რეალის" გამარჯვებით დასრულდა.

"რეალი" მომდევნო მატჩს 21 თებერვალს ლა ლიგაში "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართავს, "ბენფიკა" კი 21 თებერვალს პორტუგალიის ჩემპიონატში AFS-ს დაუპირისპირდება.

ლისაბონი. „ეშტადიო და ლუში“

ბენფიკა - რეალი 0:1

გოლები: ვინისიუს ჟუნიორი (50)

რაც შეეხება მეორე 1/16 ფინალურ მატჩს, "დორტმუნდმა" "ატალანტა" დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. "ყვითლები" მესამე წუთზევე დაწინაურდნენ, ანგარიში სერუ გირასიმ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს კი ბეიერმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში "ბერგამოელებმა" მომენტების შექმნა ფაქტობრივად ვერ მოახერხეს და მეტოქის კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს. ამრიგად, "დორტმუნდმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, "ატალანტა" კი ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ დამარცხდა.

"დორტმუნდი" 21 თებერვალს ბუნდესლიგაში "ლაიფციგს" შეხვდება, "ატალანტა" კი 22 თებერვალს სერია A-ში "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"

დორტმუნდი - ატალანტა 2:0

გოლები: 1:0 გირასი (3), 2:0 ბეიერი (43)

შეგახსენებთ, გუნდებს შორის ჩემპიონთა ლიგაზე საპასუხო შეხვედრები 25 თებერვალს გაიმართება.

სვანი
ამაზრზენი ადამიანია თორე ფეხბურთელი ნეტა ბევრი გვყავდეს ამის კლასის
ავთო
რა გახდა მართლა ეს "მაიმუნი ბავშვი"? ამის უზრდელობას საზღვარი არ აქვს.მისნაირი ამპარტავანი ტიპები,ვერასდროს ვერ გახდებიან ფეხბურთის ლეგენდები და ოქროს ბუთსაც ვერ ეღირსებიან. ეგ "ვირიშვილი" გოლის აღნიშვნის გამო იყო გასაგდები და სადისკვალიფიკაციო,სად აღარ არის კოლინა?ერთი მაგარს მიაკაჩავებდა!!! კანტონასნაირი ფეხბურთელებიც აღარ არიან,თორემ მიატეხავდა ფეხს და გაუშვებდა სამუდამოდ ლაზარეთში. რასიზმი აქ არაფერ შუაშია,რასიზმი არა ქლიბი.
ამაშია საქმე
რეალს ასეთი შარიანი ფეხბურთელი არ ეკადრება
Geo
Suli amoixes ra , rasistoba, rasistoba… tu biblias davtovebt gverdshi, yvela ishva maimunisgan, rogori adamiani xar esaa mtavari da ara risgan warmoishvi! maimunma evoluciorebas miaxwia! adamianma? Ukanalis fotos keteba… omebis warmoeba… da gaidzahian civilizelebuli varto… ! Vinius-adamianobas mixede she kacunav!
Lobotka
ამის გარდა ფერადკანიანი სხვა ფეხბურთელი არ არსებობს? სულ თემაში უნდა ყოფნა. სულ რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გახდეს ისტორიაში სტატისტიკით,მაინც ნული იქნება ამის ფასი.... ამაზრზენია რა!!!
ჯელა
მაიმუნს ესეთი ამაზრზენი საქციელი არ აქვს.ყელში ამოვიდა ამის არაადამიანური ქცევა.კანის ფერი არაფერ შუაშია.საქციელითაა უმდაბლეს საფეხურზე მყოფი პრიმატი
აქ
ეს რა ამაზრზენი ფეხბურთელია
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
[VIDEO] მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა - ვინისიუსის წითელი ბარათი და დიომანდეს სადებიუტო გოლი "ვილიარელთან"
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ქოჩორაშვილის მომავალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა - მის წასვლამდე "სპორტინგს" დამატებით 1 მილიონის გადახდა მოუწია
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
ქოჩორაშვილი "ხეტაფეს" ნაცვლად შესაძლოა, ლა ლიგის ერთ-ერთ სახელოვან გუნდში აღმოჩნდეს