აქტიურად გრძელდება საქართველოს რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა, რომელსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფიბა-სთან თანამშრომლობით ახორციელებს. 4 წელია, ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების პროგრამით მიღებული გრანტით ფედერაცია საქართველოს რეგიონებს ყველა საჭირო საკალათბურთო ინვენტარით ამარაგებს, გასული წლის ბოლოდან კი პროგრამას გოგონებიც შეუერთდნენ.

საქმე ეხება ფიბა-ს კიდევ ერთ პროგრამას, რომელიც მიზნობრივად აფინანსებს იმ პროექტებს, რომელიც ქალთა კალათბურთის განვითარებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული პროგრამით მიღებულ სახსრებს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გარკვეულ თანხებს ამატებს და ხდება ბურთების, ფარების, ტაბლოების, სროლის გასაუმჯობესებელი ტრენაჟორების, დრიბლინგის დასახვეწი სათვალეების, სათამაშო და სავარჯიშო ფორმების, მწვრთნელთა დაფების, სასტვენების და სხვა საჭირო ინვენტარის შეძენა. ეს ყველაფერი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა ყველა იმ საკალათბურთო სკოლასა და გუნდს, რომელიც რეგიონებში ფუნქციონირებს.

ქალთა კალათბურთის განვითარების პროგრამა – სახელწოდებით Her World, Her Rules – საქართველოში აქტიურად ხორციელდება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონების განვითარების დეპარტამენტმა გოგონათა გუნდებისთვის უკვე ჩაიტანა საკალათბურთო ინვენტარი იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში. გასულ შაბათს, დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ონიანი ქვემო ქართლს ესტუმრა, სადაც საკუთარი მანქანით მიუტანა სხვადასხვა სახის ინვენტარი რუსთავის საკალათბურთო აკადემიის გოგონათა გუნდებს. რუსთავში იმყოფებოდნენ ფედერაციაში ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კახა შენგელია და მისი თანაშემწე, ლელა ცანავა. აკადემია რუსთავის 22-ე საშუალო სკოლაში ფუნქციონირებს და ვაჟებთან ერთად სხვადასხვა ასაკის გოგონათა გუნდებსაც ავარჯიშებს.

რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა როგორც გოგონათა, ისე ვაჟთა გუნდების მიმართულებით მარტიდან გაგრძელდება.

GBF

[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება