გერმანიის ნაკრების კაპიტანი მიიჩნევს, რომ არატრადიციული ორიენტაციის გამჟღავნების შემდეგ მათ დიდი პრობლემები შეექმნებათ
გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამი მიიჩნევს, რომ გეი-ფეხბურთელებმა თავიანთი არატრადიული სექსუალური ორიენტაცია არ უნდა გამოააშკარავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება მათ და გარშემომყოფთ დიდი პრობლემები შეუქმნას.

მაგალითად ლამმა ძველი ინგლისელი ფეხბურთელი ჯონ ფაშანუ მოიყვანა, რომელმაც ფეხბურთელთაგან პირველმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია. თუმცა მან საზოგადოებაში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა და 1998 წელს თავი მოიკლა.

ლამი ჰომსექსუალიზმის პრობლემას ამ დღეებში გამოსულ წიგნში განიხილავს. "არა მგონია, რომ გეი-ფეხბურთელებიდან რომელიმემ ამის შესახებ ღიად განაცხადოს. დიდი შანსია ასეთმა ადამიანმა სიცოცხლე ჯონ ფაშანუს ( შენიშვნა: თავი მოიკლა ფეხბურთელ ჯონ ფაშანუს ძმამ ჯასტინ ფაშანუმ) მსგავსად დაამთავროს, რომელიც საზოგადოებამ კუთხეში მოაქცია და თვითმკვლელობამდე მიიყვანა", - ამბობს ლამი.

"პირადად მე ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არ მიმაჩნია, რომ ისინი რაიმე დანაშაულს სჩადიან", - დასძინა ლამმა.

ფეხბურთში ჰომოსექსუალიზმის პრობლემით მკვლევარები ცოტა ხნის წინ დაინტერესდნენ, რადგან ფაშანუს შემთხვევის შემდეგ ნისლიან ალბიონზე აღარავის უღიარებია, რომ გეია. გამოკვლევის თანახმად კი ყოველი მეოთხე გამოკითხული მოთამაშე აცხადებს, რომ ჰომოსექსუალისტი ფეხბურთელების შესახებ იცის.

თავის ავტობიოგრაფიაში ლამმა ბევრი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი მკაცრად გააკრიტიკა, რამაც გერმანიის საფეხბურთო მმართველობის უკმაყოფილება გამოიწვია. "ბაიერნის" ფეხბურთელს ბუნდესნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვიც შემოსწყრა და მკაცრად გაესაუბრა.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით

Giorgipirweli
თავი მოიკლა ჯონ ფაშანუს ძმამ ჯასტინ ფაშანუმ 1998 წელს.
Giorgipirweli
კი ბატონო, ჯონ ფაშანუ ნამდვილალდ ცოცხალია და ერთერთი გადაცემის წამყვანია.
alexandre
პატივცემულო ავტორო! ჯონ ფაშანუ ცოცხალია და თუ არ ვცდები ტელეწამყვანად მოღვაწეობს.
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს