ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"რეალი" - ველოდოთ გოლთაცვენას

"რეალი" - ველოდოთ გოლთაცვენას

მადრიდში სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტენ - "სამეფო კლუბს" სტარტი ისეთი გამოუვიდა, როგორსაც მოელოდნენ
მადრიდში სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტენ - "სამეფო კლუბს" სტარტი ისეთი გამოუვიდა, როგორსაც მოელოდნენ - ჯერ კიდევ სეზონის წინ, ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდა, რომ "რეალი" კარგად მომზადებული ხვდებოდა სეზონს.

შემდეგ ეს ყველაფერი სუპერთასის მატჩებში დამტკიცდა (მიუხედავად იმისა, რომ "ბარსამ" მაინც აჯობა კონკურენტს) და აი, სეზონიც წარმატებულად დაიწყო - "რეალმა" სტუმრად "სარაგოსა" მოსრა, 6:0 მოუგო. კრიშტიანო რონალდომ კი სეზონი ჰეთ თრიკით დაიწყო. ესპანეთში უკვე იმაზე ლაპარაკობენ, რომ პორტუგალიელი წლეულს 40-გოლიან ზღვარს გადააჭარბებს. არაგონელები კი გოლკიპერ რობერტოს უნდა უმადლოდნენ, რომ გაცილებით დიდი ანგარიში არ დაფიქსირდა.

შეგახსენებთ გოლთა ქრონიკას: 24-ე წუთზე მესუთ იოზილმა ცენტრიდან შეუტია, რონალდო გაიხსნა და ეგრევე მიიღო ბურთი და ანგარიში გახსნა. 28-ე წუთზე სერხიო რამოსმა მარჯვნიდან ჩააწოდა, რონალდო თითქოს შეეცადა აკრობატულ ნახტომში დაერტყა, მაგრამ გადაიფიქრა, მარსელოს კი გოლის გატანაში მცირე რიკოშეტი დაეხმარა. 65-ე წუთზე "რეალის" შეტევა თითქოს ჩაიფუშა, მაგრამ მცველებმა ცუდად მოიგერიეს ბურთი, რომელიც ჩაბი ალონსოს საკბილო გახდა და ბასკმაც შორი დისტანციიდან აიღო "სარაგოსას" კარი, ერთადერთი მომენტი, როცა შეიძლება რობერტოს შეცდომაზე ლაპარაკი. 72-ე წუთზე ქარიმ ბენზემასა და ანხელ დი მარიას კომბინაცია რონალდომ ახლო მანძილიდან დააგვირგვინა. 83-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კაკამ გაიბრწყინა, სხვათა შორის, მისი გოლი საუკეთესო იყო. 88-ე წუთზე კაკამ მახვილი კუთხიდან დაარტყა, რონალდომ კი დაამატა. "სამეფო კლუბის" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდს 20-ზე მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა და ასეც იყო.

კრიშტიანო რონალდოს პირველი გოლი მისთვის საიუბილეო იყო "რეალის" მაისურით - მან მე-100 გოლი გაიტანა "სამეფო კლუბის" სახელით. ამ ყველაფერს მან ორ სეზონსა და ერთ შეხვედრაში მიაღწია! რონალდოს სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია - 115 თამაშში 102 გოლი გაიტანა. ყველაზე მეტად პორტუგალიელი "ვილიარეალს", "მალაგას" და "ხეტაფეს" ერჩის, მათ კრიშტიანომ 7-7- გოლი გაუტანა. ამდენი გოლის მიუხედავად, რონალდომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ტიტული მოუპოვა კლუბს - კოპას ფინალში მისმა თავურმა "რეალს" "ბარსელონა" დაამარცხებინა.

თამაშამდე ჟოზე მოურინიო ამბობდა, რომ მოსწყინდა ამხანაგური მატჩები, რომ კბილების ალესვას ჩემპიონატის განმავლობაში აპირებს.

მატჩის შემდეგ "განსაკუთრებული" კმაყოფილი იყო: "ანგარიშში ამხელა სხვაობა ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ კარგად ვიცი, რა სიტუაციაშიც იყო აგირე - მას აკლდა ოთხი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი: ბრაულიო კარგი ფეხბურთელია, რუბენ მიკაელის მსგავსი მაღალი კლასის მოთამაშე კი "სარაგოსას" არ ჰყავს, რაც შეეხება ხუან კარლოსსა და მატეოსს, მე მათ კარგად ვიცნობ "რეალში" ვარჯიშით და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან დააკლდნენ მეტოქეს. "რეალმა" სოლიდურად ითამაშა. შარშან სეზონი ფრეთი დავიწყეთ, ახლა კი დიდი ანგარიშით მოვიგეთ".

სამი გოლის ავტორმა პორტუგალიელმა აქცენტი გუნდურ თამაშზე გაამახვილა. "მე რომ კარგი თანაგუნდელები არ მყოლოდა, დღეს სამ გოლს ვერ გავიტანდი. მე ვეხმარები მათ და ისინი მეხმარებიან მე. გუნდის წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ კაკა კარგადაა და ბრწყინვალე ფორმაშია".

კაკა: "პირველი ტური ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო და ბედნიერი ვარ, რომ კარგი სტარტი გამოგვივიდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მომავალს მხოლოდ "რეალს" ვუკავშირებდი. მოურინიომ მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს და ვცდილობ, გავუმართლო ეს იმედი. შანსი თუ მომეცემა, აუცილებლად გამოვიყენებ".

ჩაბი ალონსო: "ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა. გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო კარგი ისაა, რომ გუნდმა დამაჯერებლად მოიგო".

იკერ კასილიასმა ლა ლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით კიდევ ერთ კოლეგას გადაასწრო - სანტიაგო კანისარესს. ახლა "რეალის" კაპიტნის ანგარიშზე 421 მატჩია, კანისარესის - 420. კასილიასი მე-6 ადგილზე გადავიდა.

დამარცხებულთა მექსიკელმა თავკაცმა ხავიერ აგირემ მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო: "ხალხს ყველა უფლება აქვს, სათადარიგოთა სკამისკენ გამოიხედოს და ამ მარცხში დამნაშავე მოძებნოს. დიახ, დღეს რაც გავაკეთე ყველაფერი არასწორი გამოდგა. ჩვენ ერთ ლიგაში კი ვთამაშობთ, მაგრამ "რეალთან" სხვა საერთო არა გვაქვს. სამწუხაროა, რომ ამდენი შეცდომა დავუშვი და "სარაგოსას" ისტორიის შავი ფურცელი შევავსე, მაგრამ ახლა გაჩერება არ შეიძლება, წინ მომავალი ტურია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა