საბა საზონოვის "ტორინო" საშინელ ფორმაშია, ტურინელებმა ბოლო 10 მატჩიდან 7 წააგეს, 22 თებერვალს, სერია A-ს 26-ე ტურში კი "ჯენოასთან" 0:3 დამარცხდნენ.

"ტორინოს" განრისხებული ულტრასები კლუბის ბაზაზე მივიდნენ, Toronews-ის ცნობით, იქ მათ საბა საზონოვი დახვდა. გამოცემის ინფორმაციით, საბამ ქომაგებს უთხრა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკო ბარონი გამარჯობასაც კი აღარ ეუბნება.

"ტორინოში" აღარავის ვჭირდები. ბარონი გამარჯობასაც კი აღარ მეუბნება. შემიძლია გუნდისთვის ყველაფერი გავიღო, მაგრამ ჩემი აქ ყოფნა არავის უნდა. წლების წინ საუკეთესო დაცვის ხაზი გვყავდა და სათადარიგოთა სკამიდან შანსი მეძლეოდა, დღეს კი ჩემპიონატში ყველაზე ცუდი დაცვა გვყავს და წუთიც კი არ მეძლევა.

ტრავმა აღარ მაწუხებს და თამაში შემიძლია. გუნდის ახალ სპორტულ დირექტორთან შეხვედრისას, პირდაპირ მითხრა, რომ გუნდის სამომავლო გეგმებში აღარ შევდიოდი", - განაცხადა საზონოვმა.

შეგახსენებთ, საბა "ტორინოს" 2023 წელს მოსკოვის "დინამოდან" დაახლოებით 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ჟორა
საბა ნაკრებშია, ამიტომ ტორბედოში თუ ფორმაში შევა და ნაკრებში თავს გამოიჩენს, ევროპა უყურადღებოდ არ დატოვებს ასეთ ახალგაზრდა ტალანტს.
დავით 67
რა უნდა ამ ბიჭთან ვერ გავიგე. არადა ძალიან მშრომელი ფეხბურთელია. ის ესპანეთის ვარიანტი რომ იყო ეხლა აღარ გამოდის? ხეტაფე იყო დაინტერესებული თუ არ ვცდები. როდესაც ასეთი ვითარებაა იმ გუნდში გაჩერება არ ღირს.
QT
ბევრი გაუცდა ტრავმის გამო და არაა გასაკვირი რომ არ ათამაშებენ. საბა ჩვენ გვჯერა შენი და ვიცით რა თავდადებული ბიჭიც ხარ და ისიც ვიცით ნაკრებისთვის რამხელა ძალა ხარ. აუცილებლად შეზვალ ფორმაში, თამაშებიც გექნება და შემოდგომაზე შენი იმედი გვაქვს დაცვის ცენტრში.
გულშემატკივარი
ეს ყველაფერი შენ უნიჭო აგენტს დააბრალე და საქვეყნოდ ნუ წუწუნებ.

მის ნაცვლად რობერტო დ,ავერსა მოჰყავთო,შარშან ემპოლის რომ წვრთნიდა,მაგრამ იქვე ისიც ეწერა,რომ საზონოვთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს კლუბი და ამ ზაფხულს,თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს,კლუბს.აქ ალბათ საბას აგენტსაც უნდა ვესროლოთ ქვა,რადგან თუ რაიმეს ეცდებოდნენ,ტორინო რატომ იქნებოდა წინააღმდეგი საბას გაშვებაზე?მთელი წელი,ტყუილად უხადეს ხელფასი!რაში აწყობდათ?აგენტი სასურველ ვარიანტს თუ გამოუნახავდა,წესით სიხარულით გააიჯარებდნენ,ან გაყიდიდნენ და შესაძლოა უფასოდაც გაეშვათ,ტყუილად ხელფასის გადახდისაგან გასათავისუფლებლად.ზამთრამდე მათ კიდევ ექნებოდათ,საბას რამენაირად გამოყენების იმედი,მაგრამ როცა დაინახეს,შემოთავაზება აღარ იყო,ხელშეკრულების ვადამდე ურთიერთ შეთანხმებით გაწყვეტის წინააღმდეგნიც არ იქნებოდნენ.რა ვიცი,ზაფხულამდე ქართულ კლუბში უფასოდ გადმოსვლაზეც არ უნდა იყვნენ უარზე,საბა თუ იქნება თანახმა.რა თქმა უნდა ხელფასების შედარებაც არ შეიძლება,მაგრამ სათამაშო პრაქტიკას მაინც აიღებდა და ზაფხულში,უკვე მეტ ნაკლებად ფორმა აღდგენილი,უკეთეს კლუბსაც ნახავდა.ეს კიდევ შეიძლება გაკეთდეს,თუმცა საბასთვის ფინანსურად ძალიან წამგებიანი იქნება.
ზაზა
საერთოდ არ ღირს მაფიოზურ იტალიაში თამაში
Koba
ამ წლის 30 ივნისს უმთავრდება ტორინოსთან კონტრაქტი და ზაფხულში უნდა გადავიდეს ნორმალურ გუნდში. თავისუფალი აგენტი იქნება და თანაც კარგი მცველია ნაღდათ. მერე თუ მოუმატა კიდე შეიძლება მაგრადაც გაქაჩოს, ღმერთმა ქნას. ახალგაზრდულში მაგან რომ გააკეთა პატივისცემის ღირსია ნაღდად. ღმერთმა ხელი მოუმართოს და წარმატებები საბას.
დომენტი ახრახიძე
ამის აგენტი ვინაა ხომ არ იცით?..სასწრაფოდ გაერიდოს იქაურობას!
N
საბა, გული არ დაგწყდეს! ჟორჟსაც უპატივისცემლოდ მოექცნენ აიაქსში, ახლა კი ლა ლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელობაზეა წარდგენილი (ლიგაში, სადაც თამაშობენ მბაპე, ვინისიუსი, იამალი და ა.შ.). ცოტა კიდევ მოთმინება "...და ჩვენს ქუჩაზეც იქნება დღესასწაული!"
Levani
არ უნა ტორპედო. თუ ათამაშდა ეს და არაბიძე და ევროთასზე გაგვახარა კი ბატონო,მაგრამ თუ ვერა-ჯგუფში შესვლა და იქ ჩასვრაც ვერა..მაშინ ჩამოკაირატდება და ჩამოფახთაქორდება. სადმე ტოპ-5 ათეულთან ახლო გუნდში,ტორინოს დონეზე. მაინცს,ნანტს,ოსასუნას არ მოერგებოდა? ან იყოს მეორე ლიგა და გამომსვლელი. რასინგისნაერ,ან ფროზინონესნაერ გუნდს რას ერჩით? მოკლედ აგენტს უნდა ამოვუსვათ პილპილი-ამდენი ხანი რას უყურებდა
გია_544
კარგი ამბები მოვიტანე: საბას ხელს რომ არ ართმევდა, ის ვირი მოხსნეს და სხვა მწვრთნელი ჰყავს საბას და ტორინოს! სახლში გაუშვეეეს )))
gio-goli
ტორპედოს პრეზიდენტმა თქვა შეთავაზება გავუკეთეთო და ველოდებით პადუხსო. კარგს იზავს 1 სეზონი ტორპედოში თუ ითამაშებს ფორმას აღიდგენს და მერე აქ არავინ დატოვებს
მამუკა
ამ ბიჭს სასწრაფოდ ჭირდება დახმარება. მე არ ვიცი, მის აგენტი ვინ არის, მაგრამ აშკარად ვერ ეხმარება საბას. დროზე თუ არ დააღწია თავი იქაურობას, უკან და უკან წავა. ძალიან დასანანია, რომ ასეთი თავდადებული და გულიანი ბიჭი ასე იჩაგრება.

გგონიათ ფედერაცია კი არა, ნებისმიერ ქართველს შეუძლია და სიტყვას არ შეაშველებს,საბას?-მე არც მგონია და არც მჯერა!თუ ვინმეა ასეთი,ეს ნიშნავს,რომ მას საქართველოს ნაკრების გამარჯვება არ სურს და ქართულ საფეხბურთო სივრცეში,ვერავის შევკადრებ,მსგავს არაკაცობას?
ლობიოჭამია
მწვრთნელია ბარანი! მორჩაა.

კლუბის ხელმძღვანელობა იმან თუ განარისხა,რომ ახლად ტრავმამოშუშებული საბა,საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდა და იქ კვლავ ტრავმა მიიღო,არ ვიცი.ფაქტია რომ სატრანსფერო ფანჯარა რომ იხურებოდა და საზონოვი ესპანეთში მიდიოდა,სწორედ მათ მიერ გაგზავნილმა არაზუსტმა ინფორმაციამ, გამოიწვია ტრანსფერის ვადებში გაფორმება რომ ვერ მოხერხდა.მაშინ ეს შემთხვევითობას დავაბრალეთ,მაგრამ დღეის გადმოსახედიდან,ესეც უკვე ეჭვებს იწვევს.არც თვითონ უნდათ და არც უშვებენ.კარგი და გამარჯობის თქმა რაღა პრობლემა უნდა იყოს,თუ რაღაცა პირადულიც არ არის გარეული? საბა რუსეთშია დაბადებულ გაზრდილი,სულ სხვა მენტალობის ადამიანი იქნება,იტალიელებთან შედარებით და დავუშვათ,რაღაცა შეეშალა,მაგრამ ასეთი უსაშველო და უპატიებელი რა შეეშალა,რომ კლუბი თვითონაც ზარალობს და მასაც ფაქტობრივად უნგრევს კარიერას?!„თავთავადი მომჩივანი,ბატონს მართალი ეგონაო“!საბას განმარტება მოვისმინეთ,საინტერესოა კლუბის კომენტარიც.ცხადია,რომ კლუბის საშინაო საქმეებზე საუბარი,კლუბის ხელმძღვანელობას არ მოეწონება,მაგრამ საბას დასაკარგი აღარაფერი აქვს.ან რა უნდა ექნა,როცა კლუბის განრისხებულ ფანებს,ბაზაზე მხოლოდ ის შერჩათ ხელში?ასეა თუ ისე,ეს ამბავი მოვლენებს დაძრავს და ასე იქნება თუ ისე,რაღაცა აუცილებლად შეიცვლება.გაურკვევლობას, ყოველთვის გარკვეულობა სჯობია!
ლობიოჭამია
გენაცვალე! მეც მაგის თქმა მინდოდა ! მიხედეთ ამ ბაღანას - დაგვეხმარაა, დაეხმარეთ !!!
solo
რა უბედურება ეს წუწუნი და საკუთარ თანაგუნდელებზე ცუდი ხაზია ძახილი, მე არ მესმის
გია_544
საბა, დიდ პატივს გცემ ნაკრებისთვის რომ გასწირე თავი და მოუშუშებელი ტრამვით მშვენივრად ითამაშე! საქართველოში ბევრი გცემს პატივს. თუ ეგრე გექცევიან ვირები, ჩამოდი აქ ითამაშე: ჩვენი ნაკრების რადარზეც იქნები და ეხლა აქედანაც მიჰყავთ ფეხბურთელები ევროპელებს. აქ აღიდგენ პრაქტიკას და დაუბრუნდები დიდ ფეხბურთს. ახალგაზრდა ხარ, ყველაფერს მოასწრებ
Mishiko
Torpedoshi camodi, saxltan axlos iqnebi+evroturnirebze achveneb tavs
მამუკა ბათუმი
საბამ უნდა დატოვოს ტორინო თუ ეს შესაძლებელია და კაი იქნება ნიდერლანდების, საბერძნეთის, თურქეთის ან პორტუგალიის საშუალო დონის გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკით ერთი სეზონი გაატაროს. ცხადია სუპერკლუბი გვირჩევნია, მაგრამ....
ბიძინა
საბა საზონოვი არის ტალანტი, კარგი მშრომელი ბიჭი, ძალიან გამოადგება ჩვენს ნაკრებს, ძალიან გთხოვთ ფედერაციას და საქართველოს ფეხბურთის აგენტებს დაეხმარეთ,ის ჩვენი ფეხბურთის მომავალი არის,
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
საზონოვი შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
საზონოვს შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს და თანაც როგორი
რა მოხდა რეალურად და ვის გულისხმობს საზონოვი პრობლემაში? - ქართველი "ტორინოს" ხმაურიანი პოსტით დაემშვიდობა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
Geo Team: საზონოვი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
ტრანსფერი შედგა - საზონოვის "ხეტაფეს" დაცვას ლეგენდარული დანი კარვახალი გააძლიერებს
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ