"ბებერი ქალბატონის" ბობოქარი ზაფხული
ამ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსმა" აქტიური სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა, თუმცა ჯერჯერობით "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა შეჩერებას არ აპირებს.

ტურინელებმა ფრანგული "ლე მანიდან" იჯარით პარაგვაელი გარემარბი მარსელო ესტიგარიბია აიყვანა. 23 წლის სამხრეთამერიკელმა ვერაფრით მოიკიდა ფეხი გიორგი მაკარიძის გუნდში, ის ჯერ "ნიუელს ოლდ ბოისში" გაანათხოვრეს, შემდეგ ურუგვაულ "დეპორტივო მალდონადოში". თუკი ესტიგარიბია გაამართლებს, ტურინელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ, სატრანსფერო თანხა კი 5 მილიონი ევრო იქნება. ესტიგარიბიამ ჯერ კიდევ პარასკევს გაიარა "იუვენტუსში" სამედიცინო შემოწმება, კვირას კი კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა ტრანსფერის შესახებ.

პარაგვაელი მივიდა და არგენტინელი წავიდა - სერხიო ალმირონი სიცილიაზე გააგრძელებს კარიერას, ის "კატანიაში" გადავიდა. 30 წლის ალმირონმა 2014 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება, "სინიორამ" მის სანაცვლოდ 400 ათასი ევრო მიიღო. ალმირონი "ემპოლიდან" 9 მილიონ ევროდ გადავიდა ტურინულ კლუბში, თუმცა უმთავრესად იჯარით თამაშობდა. ბოლო სეზონი ნახევარმცველმა "ბარიში" გაატარა (25 თამაში). "ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ კლუბში მოვხვდი. ჩემი აზრით, "იუვენტუსი" მსოფლიოს საუკეთესო ხუთ კლუბშია. აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობენ, ახლა უკვე ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული", - განაცხადა ესტიგარიბიამ.

"იუვეს" კიდევ ერთი სამხრეთამერიკელი (ოღონდ, იტალიის მოქალაქე) 31 წლის ამაური "პარმაში" დარჩენას (სადაც იჯარით თამაშობდა) აღარ აპირებს და გული საფრანგეთისკენ მიუწევს, სადაც მას "პარი სენ ჟერმენი" ეპატიჟება. "პარმაში" ამაურიმ კარგად ითYამაშა, 11 მატჩში 7 გოლი გაიტანა და სებასტიან ჯოვინკოსთან კარგი წყვილი შექმნა. თუმცა ამაურიმ ამით "სინიორას" ხელმძღვანელობას გული ვერ მოულბო, ამას წინათ მას ოფიციალურად განუცხადეს, რომ ტურინულ კლუბში მომავალი არა აქვს. იტალიურ კლუბებში ამაურის განათხოვრების შანსი კი ფეხბურთელის დიდმა ხელფასმა მოსპო, მას წელიწადში 4 მილიონი ევრო სურს გასამრჯელოდ. ამ თანხამ კი "პალერმო", "ჯენოა", "ნაპოლი" და "ფიორენტინა" დააფრთხო.

"იუვეში" უკვე მითხრეს, რომ აქ აღარაფერი მესაქმება, თუმცა უგუნდოდ არ დავრჩები. აგენტმა მითხრა, რომ პსჟ ჩემით დაინტერესებულია, თუმცა ლეონარდოს ჯერ ჩემთვის არ დაურეკავს. პსჟ დიდი გუნდია და, რა თქმა უნდა, მე ამ წინადადებით დავინტერესდი", - უთხრა ფრანგულ "ეკიპს" ბრაზილიური წარმოშობის თავდამსხმელმა.

გუშინ გავრცელდა ხმა, თითქოს, "იუვენტუსი" მილოშ კრასიჩს ალექსის სანაცვლოდ "სტემფორდ ბრიჯზე" უშვებდა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია კრასიჩის აგენტმა მარკო ნალეტიჩმა კატეგორიულად უარყო: "კრასიჩი ბედნიერია ტურინში და არსად წასვლას არ აპირებს". 26 წლის ნახევარმცველმა "იუვენტუსის" მაისურით 41 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

კიდევ ერთი ინფორმაცია, "სინიორას" ბანაკიდან: ტურინელები კვლავ ეძებენ მაღალი დონის ცენტრალურ მცველს, ამჯერად მათ "სან პაულუს" როდოლფოს დაადგეს თვალი. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ტურინელებმა ბრაზილიელებს როდოლფოში 8 მილიონი ევრო შესთავაზეს. "იუვეში" ეს პოზიცია გაძლიერებას საჭიროებს, ჯერ დიეგო ლუგანოზე იყო ლაპარაკი, შემდეგ ალექსის დამატებაზე, ბოლოს ბრუნო ალვეშზე, ახლა კი ტურინელები 25 წლის როდოლფოს მიადგნენ. ვფიქრობთ, როგორც კი "იუვენტუსი" ცენტრალურ მცველს შეიძენს, გაარკვევს ჰოლანდიელი ელჯერო ელიას საკითხს, კლუბის სატრანსფერო აქტივობაც დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...