ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში პსჟ „მონაკოს“ დაუზავდა (2:2), ორრაუნდიანი დაპირისპირება 5:4 მოიგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ კულიბალიმ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო შეტევების მიტანა უჭირდათ. კვარაცხელიამ თავის მიერ მოპოვებული საჯარიმოდან ააცილა ბურთი კარს. პარიზული გუნდიდან პირველი შანსი ბარკოლას მიეცა, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი აკლიუშმა საფონოვს გაუტანა და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში „პარი სენ ჟერმენი“ იერიშებზე გადავიდა, ნევეშის თავური მეკარე კენმა მოიგერია, შემდეგ კულიბალიმ სამწუთიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, მონეგასკები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და მარკინიოსმა მოწინააღმდეგის კარი დალაშქრა. შემდეგ ჰაკიმის დარტყმული ბურთი კერმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე ხვიჩამ პსჟ დააწინაურა. კაცნაკლულმა „მონაკომ“ კომპენსირებულ დროში თანაფარდობა აღადგინა და საბოლოოდ - 2:2.

მერვედფინალში პსჟ "ბარსელონას" ან "ჩელსის" შეხვდება - კენჭისყრა 27 თებერვალს გაიმართება.

„კვარას“ ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩში 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მომდევნო შეხვედრას პსჟ 1-ელ მარტს გამართავს - ლიგა 1-ის ოცდამეოთხე ტურში გასვლაზე „ჰავრს“ დაუპირისპირდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - მონაკო 2:2

გოლები: 0:1 აკლიუში (45), 1:1 მარკინიოსი (60), 2:1 კვარაცხელია (66), 2:2 ტეზე (90+1)

გაძევება: კულიბალი (58, მონაკო)

საჩინო
წლევანდელი პსჟ შარშანდელის აჩრდილია.მე ზუსტ დიაგნოზს ვერ დავსვამ.ეს მიზეზთა ერთობლიობის შედეგი შეიძლება იყოს.ფაქტი კი ისაა,რომ საშუალო ინტენსივობით თამაშობს.პირველი ტაიმის წაგების შემდეგ მეგონა,რომ პსჟ მეორე ტაიმში ეკვეთებოდა მეტოქეს და ქარიშხალს დაატრიალებდა მის კართან.მაგრამ ჩემდა გასაკვირად,მეორეც ისევე დაიწყეს ,როგორც პირველი დაამთავრეს.ვიფიქრე ეს ალბათ ენრიკეს ტაქტიკაა,მომავალი ბრძოლებისთვის ზოგავს ენერგიას.მაგრამ ხვიჩას გოლზე, რომ გაგიჟდა ,ამან მთლად დამაბნია. თამაშის ასეთი ხარისხით და ასეთი ინტენსივობით პსჟ შორს ვერ წავა.ცვლილების დროს ,შემოსულებს უფრო მეტი ოფლი ეტყობოდათ სახეზე ,ვიდრე გასულებს. ვნახოთ ,იქნებ გაეხსნათ მეორე სუნთქვა.
gia jashi
თუ მასე ძირამდე ჩავყვებით, რუსულში გაცილებით მეტია პროცენტულად უცხოური წარმოშობის სიტყვები და ზოგიერთი მკვლევარის მონაცემებით ისინი 90 პროცენტსაც კი შეადგენენ.საერთოდ აქ ამის ადგილი და სივრცე არ არის,მაგრამ ერთ ინფორმაციას მაინც მოგაწვდით,რომელიც თვითონ რუსი ლინგვისტების გამოკვლევის მიხედვით, ადამიანის დასახასიათებლად რუსულში 2400 სსიტყვაა,ქართულში კი 4700.საერთოდ არ არსებობს ენა უცხოური წარმომავლობის სიტყვების გარეშე.

პსჟმ ზუსტად იმდენი გააკეთა,რომ მომდევნო წრეში გასულიყო.მისი თამაში ბევრ კითხვას ბადებს.წინა სეზონი,მათთვის უზარმაზარი ფიზიკური და მორალური ენერგიის წამღები გამოდგა.საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ,ფეხბურთელებს თითქმის არ დაუსვენიათ,უკვე სუპერთასზე მოუწიათ თამაში,მერე კი,ჩემპიონატიც დაიწყო და მათ სულის მოთქმის საშუალებაც კი არ აქვთ.ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატი ელით,სადაც პსჟს ფეხბურთელების უმრავლესობა,ფავორიტი ნაკრებების წევრები,უკვე ქვეშეცნეულად ემზადებიან და შესაძლოა ბოლომდე ვერც იხარჯებიან.ჯერჯერობით კლასის ხარჯზე ფონს გადიან,მაგრამ მთავარი ბრძოლები წინაა და მგონი თვითონაც არ იციან,რამდენი ენერგია აქვთ შერჩენილი,რამდენად დაიხარჯებიან ამ ტურნირზე და ეყოფათ თუ ვერა,ეს შემორჩენილი ენერგია,ნურც იმას დავივიწყებთ,ამ ენერგიას მსოფლიოს ჩემპიონატისთვისაც ინახავენ და როცა საქმე საქმეზე იქნება,მათი შინაგანი მე,ამ ენერგიას თუ თავდადებას ვინ საით მიმართავს,თავისდაუნებურად.კვარა,საფონოვი და სხვა ისეთი ქვეყნების ფეხბურთელები,მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ ვერ მიდიან,ცხადია,რომ პსჟზე იქნებიან ორიენტირებულნი,ისინიც,ვინც თავისი ქვეყნის ნაკრებში ვერ ხვდებიან,დანარჩენებს კი,გადანაწილება მოუხდებათ და ეს უკვე ახლავე იგრძნობა,ბევრი ფეხბურთელის თამაშში.ერთია,რომ სხვა ფავორიტი კლუბების ფეხბურთელებიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან,თუმცა წინა სეზონის გადატვირთვა პსჟს ფეხბურთლებს მათზე მეტად მოუწიათ და ამთ არიან უკან მომდევნო ეტაპზე პსჟ ს ჩელსი,ან ბარსელონა ელით მეტოქედ და არც ერთი არ არის საჩუქარი.პირადად მე,ამ ორს შორის,ისევ ბარსელონა მირჩევნია,რომელიც ბრწყინვალე გუნდია,მაგრამ მხოლოდ შეტევაზე ორიენტირებული და მათთან თამაში,ჩემი აზრით,უფრო ადვილი იქნება,ვიდრე ჩელსის ფიზიკურად ძალიან ძლიერ შემადგენლობასთან,ფეხბურთის თამაშიც ძალიან კარგად რომ იციან და დაბალანსებულ ფეხბურთს თამაშობენ.ერთიცაა,მეტოქე მეტოქედ,მაგრამ მთავარი მაინც თვითონ პსჟ-ა.რაც აქამდე ითამაშეს,ეს არც ერთ მეტოქესთან აღარ იქნება საკმარისი.ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ და სრულიად დაკარგული აქვთ შარშანდელი სისწრაფეები.დაკარგული აქვთ თუ შემონახული,უკვე ეს მატჩები გამოავლენს.
ავთანდილი
რა აზრი აქვს ამ ბურთის უაზრო გორებას, ვიტინია ნევეში თამაშს ანელებენ, ხაკიმი და მენდეში უკანმოუხედავად გარბიან შეტევაში, ფლანგებზე თავისუფალი არეები რჩება, ბარკოლა ვერ აზღვევს, ვიტინია ნევეში საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან სუსტები არიან, ამიტომ მეკარის ან დაცვის ამოტანილი ბურთები ცენტში ისევ მოწინააღმდეგის ხელში ხვდება, რა ქნას ამ პაჩომ, სულ მარტოა ფაქტიურად, მარკინიოსი ხნიერია და მეტი არ შეუძლია, დუე საკუთარ ძმას არ მიცემს პასს, ემერი უაზროდ დაბოდიალობს, მოკლედ ახლოვდება პსჟ-ს განადგურება. ერთი პსჯ-ს სარი უთხრია, მე კვარას მდგომარეობა მაფიქრებს, ცუდია გუნდის ხშირი ცვლა, მაგრამ ვხედავ, რომ სხვა გზაც არ რჩება.
zura222
კიდევ ერთხელ გამოჩდა ლუის ენრიკეს(გვარდიოლას)ტაქტიკის-ბურთის უაზრო გორაობის მინუსი-იმის მაგივრად რომ შეეტიათ და ბურთების ფორა შეექმნათ ისევ დაიწყეს ის უაზრო პასები და ბეწვზე გადაურჩნენ ბოლოს წაგებას და დამატებით დროს @ მაგათი ბედი რომ უფრო სუსტ გუნდ მონაკოს ხვდებოდნენ და თანაც კაცნაკლულებს და ეხლა ჩელსის ან ბარსას რომ შეხვდებიან აი მერე ნახავენ როგორ გამოადგებათ ეს დაძველებული ტაქტიკა. იმ ტაქტიკის მშობელმა გუნდმა ბარსელონამაც კი უარი თქვა იმაზე და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და ეს ლუის ენრიკე როდი გამოფხიზლდება @
გგ
არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, მაგრამ თამაშის ასეთი ხარისხით, ამ ეტაპის გავლა ალბათ პსჟ-ს მაქსიმუმი იქნება ამ ლიგაზე. მონაკოსგან რომ 4 გოლს გაუშვებ, ჩელსი/ბარსასთან კარგს არაფერს მოველი. იმედია, მოიფიქრებს ენრიკე რამეს.
უფროსი
"ალღო", რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მისაღებია, ვიდრე "Чутьё", მაგრამ ალღოც არ არის ქართული სიტყვა. შემდეგი სტრიქონი დაგუგლე (ზუსტად ისე, როგორც მე დავწერე): etymology turkic word alga
ივან ვასილიჩი
რუსულად -გოლის "ჩუტუიოს" იყვიან ხოლმე
დავით 67
ყოჩაღ ხვიჩა!
Knarik222
Сапонов лучший! ❤️
gia jashi
მაგას ქართულად ალღო ქვია.
ყოჩაღ კვარა. წარმატება ჩვენ ბიჭს.
შარშანდელთან შედარებით პსჟ-ს ინტენსიურობა აკლია. ასეთი ძლიერი შემადგენლობით ასე არ უნდა თამაშობდეს პსჟ. ასე თუ გაგარძელეს ვერ გაფრინდებიან .
მეგრელი
ეს გოლის ინსტინქტი მომეწონა, სუფთა თავდამსხმელის თვისებაა ეს გოლი, როგორ მიხვდა , ამას ქვია "ჩუტიო" რუსულად
qedo
ვიკინია რატო არ ულოცავს?
Porto
თუ რეგვენი და კრერინი არ ხარ ხვიჩას გოლზე უაროფითი შეფასება რატომ უნდა დააფიქსირო?!!:))))))))) ბევრი უსამშობლო ყავს ჩვენს სამშობლოს!!!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა