საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურს პსჟ ზამთრის ბოლო დღეს ითამაშებს, ჩვენი დროით უკვე 1-ლი მარტი, 00:05 სთ რომ იქნება. ლუის ენრიკეს გუნდი "ლე ავრს" ესტუმრება. უკვე რთული სათქმელია, პარიზელთა ლიდერობას სეზონის ბოლობდე საფრთხე რამდენად შეექმნება(ლანსმა ქულები ისევ დაკარგა).

"სტად ოუშენზე", სადაც დაპირისპირება შედგება, მასპინძლები მშვენივრად გამოიყურებიან და ზედიზედ ორი გამარჯვება აქვთ. მაროკოელი ბუფალი და სენეგალელი სუმარე შედეგიანობით გამოირჩევიან. ვნახოთ, ჩემპიონთან ეს რამდენად საკმარისი იქნება.

ხვიჩა კვარაცხელია ნორმანდიაში პირველად ითამაშებს. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, სადაც ქართველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, "კვარას" ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს. ვინც ნამდვილად დაისვენებს, კაპიტანი მარკინიოსია, მის ნაცვლად კი უკრაინელ ზაბარნის ვნახავთ. ლიგა 1-ის გასულ ტურში მშვენიერი რამოში სასტარტოდან დაიწყებს.

დემბელე, რუისი, მაიულუ, ნჯანტუ - ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე ვერ მომჯობინდნენ. ამას ნევეშის კოჭის ტრავმა დაემატა.

როტაციის გამო ისე მოხდა, კვარაცხელიას "ლე ავრთან" აქამდე ჩატარებულ ორივე მატჩში ცოტა დრო მიეცა, მაგრამ მის ანგარიშზე ბარკოლასთვის გაკეთებული საგოლე პასია. ამ დაპირისპირებების საერთო ანგარიში 5:1 იყო.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი - ჰაკიმი, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი - ლი, ზაირ-ემერი, ვიტინია - დუე, რამოსი, ბარკოლა.

დღეს უფრო ადრე, 19:15 საათზე, გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" ესტუმრება.

2025 წლის 21 დეკემბერს ვეიგას ადრე გაძევებამ მატჩი გააფუჭა, ქართველი ფორვარდიც სათადარიგო იყო, ახლა კი განსხვავებულ დაპირისპირებას ველით. ისეთს, ადრე რომ გვინახავს, ბევრი გოლითა და სანახაობით.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ჟ.გარსია, კუნდე, კუბარსი, ე. გარსია, ბალდე - ფერმინი, ბერნალი, პედრი - იამალი, ტორესი, რაფინია;

ვილიარეალი: ჟუნიორი - მოურინიო, ნავარო, ვეიგა, კარდონა - ბუშანანი, კომესანა, გეიე, მოლეირო - პეპე, მიქაუტაძე.

ჟორა
მეორე ნახევარში გაირკვევა საჭირო იქნება თუ არა ლიდერების შეცვლაზე შესვლა. თუმცა იმდენი ტრამვირებულია ასარჩევიც აღარავინაა.
ბაბანგიდა
შე უტვინო, ბრილიანტს ყველა უფრთხილდება. არ იცი 11 მარტს ვის ეთამაშებიააან?
გაკვირვებული
თუ ვინმე არ იღლება ეს არის დავით 67, სულ წერს და წერს რასისტულ სისულელეებს!
დავით 67
ბ- ნო სოსო! მე რატომღაც მგონია რომ ამ დასკვნით ნაწილში საფონოვის სკამზე დასმა მგონია ერთერთი გამოსავალი. ის აუცილებლად ჩაიდენს რაღაც არასასურველს, რაც კრასნოდარში ჩაუდენია დასკნით ნაწილში.
zura222
მოიცადა მარტო კვარა იღლება ? დანარჩენებს დურასელის ბატარეები აქვთ ჩადგმული PP
გოგა
კვარა ითამაშებს, იქაც ლანსმა დაძაბა ცოტა ჩემპიონატი და არამგონია ლიდერები თითო ტაიმი მაინც არ ათამაშოს ენრიკემ

უკვე სეზონის დასკვნითი ნაწილი იწყება,გადამწყვეტი ბრძოლების დრო მოდის და ენრიკეს ყველა ფეხბურთელი,სრულ საბრძოლო ფორმაში სჭირდება.არც უთამაშებელი და არც გადაღლილი.უკვე მეორე სეზონია თითქმის შეუსვენებლად თამაშობენ და ამან ყველა ფეხბურთელს დაატყო კვალი.წამოვიდა ტრავმები,გადაღლილობა და რაკი სრული დასვენების საშუალება არ აქვთ,ენრიკე ცდილობს მათთვის დოზირებული დატვირთების მიცემით და ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით ათამაშოს ფეხბურთელები.რა თქმა უნდა ახალ ახალ ტრავმებს კორექტივები შაქვს,მათი თამაშის გრაფიკებში,აგრეთვე როგორ მოწინააღმდეგესთან უწევს თამაში,გუნდს.ლუის ენრიკეს მრავალცვლადიანი განტოლების მუდმივი ამოხსნა უწევს და ჯერჯერობით საკმაოდ წარმატებით უმკლავდება პრობლემებს.სეზონს გადამწყვეტი თამაშბის დრო მოდის და მერე,უკვე მსოფლიოს ჩემპიონატიც მოჰყვება,რომელიც ბევრი ფეხბურთელისათვის უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ლიგა 1 და ჩემპიონთა ლიგა.ისინი ლიგის თამაშებზე შესაძლოა ბოლომდე არც დაიხარჯონ.ლიგისთვის ენრიკეს ის ფეხბურთელები უფრო სჭირდება,რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მიდიან,ან კიდევ დიდი მიზნები არ აქვთ.არც პორტუგალიელები,არც ფრანგები და არც ბრაზილიელები ასეთთა სათვალავში არ შედიან და ესე იგი,ასეთები სრულ მზადყოფნასა და ენერგიით სავსეები უნდა იყვნენ,ამ თამაშებისათვის,რათა მთავარი ტვირთი მათ აიღონ ზურგზე და გუნდი წინ გაქაჩონ.კვარა ამ ფეხბურთელების სათავეშია და რასაც ეს ფრანგი,პორტუგალიელი თუ ბრაზილიელი ფეხბურთელები ვერ დადებენ,ლიგის თამაშებზე,ის დამატებითი ენერგია,კვარას და მისნაირთა დასახარჯი იქნება.რამდენად საკმარისი იქნება,ძნელი გამოსაცნობია და იმაზეც იქნება დამოკიდებული,რამდენად დაიხარჯებიან ეს ფავორიტი ნაკრებების ფეხბურთელები და რა თქმა უნდა პსჟს მეტოქეების ფეხბურთელებიც,რომლებიც ასევე ემზადებიან ,მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.აქ სრულ დახარჯვაზეა საუბარი,თორემ გამარჯვება ყველას რომ სურს,მაგას რა ლაპარაკი უნდა.
ხალხო ზღაპრებს შეეშვით
მთელი წელია პსჟ როტაციით თამაშობს, რა შუაშია ასაკი. ათასი ექიმი უყურებს და იციან რა ქნან. მთავარია კვარა ლიგაზე მარცხნიდან და სასტარტოში იყის, ლე ავრთან და ტყიბულის მეშახტესთან რატომ უნდა მოჩეხონ, დაგავიწყდათ ცოტა ხნის წინ როგორ ჩაარტყეს? თან შემადგენლობას ამ საიტს არ ეკითხებიან
შაქრო პაპა
და დუე და ბარკოლა ძირითადში რომ განამწესეთ, არ იღლებიან თუ დენზე არიან შეერთებული?)))
ლელა კაკულია
რისგან უნდა დაისვენოს, 25 წლის ჯან-ღონით სავსე ბიჭი კვირაში ერთ თამაშსაც არ ატარებს სრულად. ვინც იღლება, უხარიათ რომ ცვლიან ხოლმე. სად ნახეთ ხვიჩას კმაყოფილი სახე როცა ცვლიან ან სასტარტოში არ აყენებენ? თამაში უნდა მაგ ბიჭს და დაანებეთ რა თავი. ეხლა თუ არ ითამაშა, 30-35 წლისა ითამაშებს? თუ დაიღლება, ეტყვის ენრიკეს და შეცვლის.
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?