საერთაშორისო მსაჯისა და ქალთა კალათბურთში დაფასებული მწვრთნელის, როლანდ გელოვანის იუბილესთან დაკავშირებით მისი ხსოვნის ტურნირი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო, გელოვანი 3 წლის წინ გარდაიცვალა და კალათბურთის ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ორგანიზებით მისი სახელობის ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი იმართება.

ტურნირი პირველად შარშან, თებერვალში ჩატარდა და მას ტრადიციული სახე მიეცა. ამჯერად ტურნირმა უფრო სანახაობრივი სახე მიიღო, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გოგონებმა და კლუბების წარმომადგენლებმა მიიღეს. გაიმართა კონკურსები სამქულიან სროლებში, რომელიც თაკო კახეთელიძის გამარჯვებით დასრულდა.

ვერის ბაღის დარბაზში მისულ გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუმზადეს. პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში, მართალია, პატარა ბურთით, მაგრამ ქალმა ბურთი კალათში ჩატენა. ეს შეძლო თაკო ზავრადაშვილმა, რომელსაც მწვრთნელის, ლელა ცანავასა და ქალთა კალათბურთის სხვა სპეციალისტების თქმით, დიდი მომავალი აქვს.

ტურნირის პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა შენგელიამ და დამსახურებულმა მწვრთნელმა, ნუგზარ ჭეიშვილმა დააჯილდოვეს. ტურნირის ორგანიზება კალათბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტრო მხარდაჭერით განხორციელდა.

GBF

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს