ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი

"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი

გუშინ, 28 თებერვალს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში "ტორპედო" შინ ჩემპიონატის დებიუტანტ "სპაერთან" 1:2 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"NewvisonUniversity",  მე-5 წელი დაიწყო თქვენი მოსვლიდან და ყველა თქვენი დაპირება ტყუილი აღმოჩნდა, თქვენ ამ უზარმაზარი დროის მანძილზე არავინ გთხოვდათ "ტორპედოს" ევრო ტურნირების ჯგუფში შეყვანას, ჩვენ გვინდოდა მოგეგოთ ჩემპიონატი რომელიც ევროპის 55_ლიგიდან 53-ე ადგილზეა თუმცა ამ დროის მანძილზე მის მოგებასთან ახლოსაც არ ყოფილხართ.

ფეხებზე გვკიდია თუ რა პირობები და ხელფასები ექნებათ თქვენს მოყვანილ ფეხბურთელებს და სტაფის წევრებს მაშინ როცა ჩვენი სურვილები დაკმაყოფილებული არ იქნება.

არაფერს ნიშნავს ჩვენთვის ეგ თქვენი გახსნილი ფანშოპი და გარემონტებული ბაზა თუ მთელი 5 წლის მანძილზე ამ უდაბლესი დონის ჩემპიონატის მოგებასთან ახლოსაც არ იქნებით..

ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩვენ საკმარისზე მეტი მოვითმინეთ, გუნდის და ქალაქის ღირსებას თავზე გადავახტით იმ იმედით რომ რაღაც წინსვლა გექნებოდათ თუმცა არანაირი არაფერი!!!

10-მარტამდე დრო გაქვთ ან გააძლიერეთ ეს გუნდი და აბრძოლეთ იმ მიზნებისთვის რაც გვინდა ან არადა წადით!!!  წადით იმიტომ რომ, ის უხელფასო მშიერი და უპირობო ტორპედო უფრო სისხლით თამაშობდა ვიდრე თქვენი უაზროდ  თამასა აწეული სუპერ ვარსკვლავები!!!

და არავის ეგონოს რომ, მხოლოდ ხელმძღვანელობას მოეთხოვება, ყველას მოეთხოვება დაწყებული ფეხბურთელებით, სტაფის წევრებით, და დამთავრებული ნებისმიერი კლუბის წარმომადგენლით.

"ტორპედო" ფულის" საჭრელი მანქანა არაა და მალე გაიგებთ ამას ყველა!!!", - წერს "ჯუნგლების" ოფიციალური გვერდი.

• Alexsandres

თანდათან გუნდი ევროპულს დაემგვანაო ,ბრძანებ. მე ქუთაისიდან შორს ვარ და არც მაგათი ბაზები ვიცი,არც ინფრასტრუქტურა და არც ხელფასები. მე ვიცი, რომ გახსნითი თამაში სახლში წააგეს დებიუტანტთან.ამას ეძახი შენ ევროპულს და ამით უნდა ვიყოთ კმაყოფილები?

• alexandre

ცალსახად ვეთანხმები უმრავლესობის აზრებს! მართლაც რომ ემსგავსება კლუბი (!) ნორმალურ, ევროპულ კლუბს, თავისი ინფრასტრუქტურით, ბაზით, და თქვენ წარმოიდგინეთ ხელფასებითაც. რა ამოცანაა "ჩემპიონობა". რა საამაყო ესაა? იამაყეთ თუ ევრო სარბიელზე რამეს მიაღწევთ! რასაც მთელი სულით და გულით გისურვებთ! თქვენ კი, ჯუნგლებო, ოღონდ საქკლასიკო (!?) მოიგოთ და მორჩა, თუ ჩემპიონობასაც დაამატებთ ხომ მთლად კარგი. ეეჰ...

• გულშემატკივარს

შე მართლა კომბოსტო! პაიჭაძე,ღოღობერიძე,მესხი მეტრეველი,ჩოხელი,კოტრიკაძე,სიჭინავა,ხურცილავა,ძოძუაშვილი,ასათიანი,ყიფიანი,გუცაევი,ჩივაძე,სულაქველიძე და კიდევ მრავალი სხვა,კომბოსტოები იყვნენ? გეტყობა როგორც ჭკუასთან ,ნამუსთანაც ასევე მწყრალად ხარ.

• გულშემატკივარს

არც ქართველებს უთამაშიათ უკეთესადო.კარგ მთქმელს კარგი გამგონეო ნათქვამია.კონკრეტულ თამაშში შეიძლება მართლაც ასე იყო ,მაგრამ ზოგადად თუ შევხედავთ პრობლემას აღმოვაჩენთ,რომ ჩამოყვანილები ქართველებზე უკეთესები არ არიან.თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნიდან გასულია თითქმის 400 -ამდე ნიჭიერი ახალგაზღდა ფეხბურთელი ,მაშინ ნათელი გახდება ,რომ ისინი თუ საქართველოში დასაქმდებოდნენ,დონე აუცილებლად აიწევდა,სწორი მიდგომისა და სწორი მიმართულებით სვლის შემთხვევაში და ეს ჭ კლასის ლეგიონერები საჭირონი აღარ იქნებოდნენ. და კიდევ, მივესალმები ქუთაისელი გულშემატკივრების უკომპრომისობას ჩვენს ფეხბურთში დაბუდებული მანკიერებების წინააღმდეგ.თუ ყველა გუნდის გულშემატკივარი ასევე აღიმაღლებს ხმას ,იქნებ შველებოდა კიდეც ქართულ ფეხბურთს.მოწინააღმდეგეებს კი მინდა გითხრათ ,ან ფეხბურთი არ გესმით ან მტრები ხართ ქვეყნისა.როგორ,30 წლის შემდეგ კიდევ იმაზე უნდა იყოს ლაპარაკი,რომ ვინმეს რამე ვაცალოთ?

• გულშემატკივარი

ხალხო ამ ლეგიონერებს რომ მივახტებით ხოლმე ეგრევე, მოდი გულახდილად ვთქვათ: ნადარაიამ, არაბიძემ, ბასილაძემ, კოხრეიძემ და დეისაძემ კარგად ითამაშეს? სად გამოჩნდა ერთი რომ რომელიმე ქართველი უფრო ნიჭიერი იყო ვიდრე ლეგიონერი? ფეხბურთში ვერ ერკვევით, გინდათ რომ რამე დაწეროთ და ამ ლეგიონერებს ლანძღავთ, მხოლოდ ტორპედოში კი არა ყველა გუნდში, ევროტურნირებიდან დინამო რომ გამოვარდა ბოლოს ერთი ჟურნალისტი წერდა ლეგიონერების ბრალიაო, არადა სულ 2-მა ლეგიონერმა ითამაშა და დანარჩენ 9 ქართველს კი ჯობდნენ, არ მოსულა ეგრე რაა, ნიჭიერი არა კომბოსტო, ქართველებზე გიტყდებათ რამის თქმა და ლეგიონერს აბრალებთ? ტეხავს ეგრე.

• ფეოლს

სად გძინავთ ბატონო ფეოლა? 30 წელზე მეტია რაც ევროპულ გზას ვადგავართ და სწორედაც მაგ შედეგებს ვიმკით ახლა და არა მარტო ფეხბურთის მიმართულებით. სად ხართ,ჭურში თუ გამოქვაბულში?

• საჩინო

ახლა ნოტებზე საუბრები მოთხოვეთ იმედგაცრუებულ გულშემატკივრებს. რა ლაპარაკია ,უვარგის ჩემპიონატში ჩემპიონობას რატომ ითხოვთო? კი ,ბაზების და იფრასტრუქტურის გაუმჯობესება კარგი საქმეა,მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მოედანზე ნაჩვენები თამაშის ხარისხზე უნდა ისახებოდეს? მოგყავს ლეგიონერი, უხდი ხელფასს და რაში? ეს ჩამოყვანილები ,რომელი მხრიდანაც არ უნდა იყვნენ, ქართველებზე ნიჭიერები,რომ არ არიან და ვერც იქნებიან ,ეს განა სადავოა? აი ამაზეა საუბარი და შევეშვათ ინფრასტრუქტურებით მანიპულირებებს.ნამდვილ გულშემატკივარს ნამდვილი ფეხბურთით უნდა ტკბობა და არა ბაზებით და ინფრასტრუქტურებით.

• თბილისელი

ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა განათლებული, ინტელიგენტი ხალხით. რა გახდა ეს "ჯუნგლები' რომ ქუთაისელმა ხალხმა ხმა ამოიღოთ და დაგმოთ მათი უზრდელი და თავხედი ქმედებები?!!! ან რა ფორმაა, ან რა ტექსტია, ძველი ბიჭები მაინც იყვნენ გაიგებდა ადამიანი, მაგისგანაც შორს არიან ისევე როგორც გულშემატკივრობისაგან. ძლივს ქუთაისის ტორპედოს პატრონი გამოუჩნდა, ძლივს რაღაცას ემსგავსება გუნდი, აკადემია, ბაზა, აღდგენა, კვება.... ყველაფერი დაალაგეს და გამართეს და ამ ვითომ რამის მცოდნე ხალხმა, ვითომ ტორპედო უყვართ, რა ამბები ატეხეს?!!!! ან რა განცხადებაა საქართვლოს ჩემპიონატზე, ვინ მოგცათ მაგის უფლება?!!!! თქვენ როგორც "გულშემატკივრები" რომელ ადგილზე ხართ ევროპულ რეიტინგში?!!! ოცი კაცი იკრიბებით და პასუხს თხოვთ ადამიანებს ვინც მილიონებს ხარჯავს?!!!! არაფერი ეშველება ქართულ საკლუბო ფეხბურთს სანამ ესეთი ვაი გულშემატკივრები გვეყოლება

• იაშა ბიძია

მეტი კონსტრუქციულობა არ შეგიძლიათ? რა სიტყვებია ეს "ფეხებზე გვკიდია" და "ფულის ჭრა", ან რისი დამამტკიცებელი საბუთიც არ გაქვთ არ იცით რომ ჭორიკნობაა? ერთი გუნდი ვითარდება ნორმალურად და ვერ აიტანეს ბიჭებმა წაგება, ეს ნასტირნობა მოდაში შემოვიდა თუ სხვანაირად აზრის გამოხატვა არ შეგიძლიათ? საერთოდ არ ვარ ტორპედოს გულშემატკივარი, ქუთაისშიც კი არ ვცხოვრობ და ერთ კაცსაც კი არ ვიცნობ ტორპედოში, მაგრამ ეს უსაქციელობა რომ არ აღმენიშნა არ გამოდიოდა...

• ჯონი

ატკატისტები აყვავდნენ ბიუჯეტის ფულის ხარჯზე

• ტოტი

სულ უკმაყოფილოები რატომ ხართ? სტადიონი, ბაზა, აკადემია და კიდევ 1000 რამეს აკეთებს ეგ კაცი და მადლობის მაგიერია ეს? ფრთხილად იყავით არ გააბრაზოთ ეს კაცი თორემ დარჩებით ყველაფრის გარეშე და მოგიწევთ მეორე ლიგაში თამაში, არ გყავდათ სპონსორი ვისოლი მოვიდა რაღაც გააკეთა მერე ლანძღეთ გააქციეთ, მერე ისევ უფულობა,მერე ჩაჩავა მოვიდა ჩემ0იონი გაგხადათ, ლანძღეთ გააგდეთ, მერე ისევ უფულ9ბა, ბაზა არა, სტადიონი არა, ხელფასი არა, დუბლები არა, მერე ეს კაცი მოვიდა დაიწყო რაღაცის კეთება და მიდით გააქციეთ ესეც

• Zaza

აბა რა ჩემი მხარდაჭერა ჩხეტიანს ითამაშონ ქართველებმა რათ გინდა ისეთი ლეგიონერი რომელიც არაფრის მომტანია ფულის წამღებია მარტო

• მერაბი ჩხოროწყუ

გენაცვალეთ ტორპედოს ფანებს, მართალი ბრძანდებით,ისე მივდივართ 55 ადგილი უნდა დავიკავოთ უეფას რეიტინგში, წელს პირველი ბარიერს არ გადალახავს არც ერთი ჩვენი გუნდი, იმიტომ რომ ყველა გუნდი გადახალისდა, გუნდიდან რომ წავა 8 კაცი ის რა გუნდი იქნება 7 თვეში,ასე იქნება სანამ არ გადავალთ შემოდგომა გაზაფხულზე, სანამ ფორმატი არ შეიცვლება, ძვირფასო მეგობრებო ტორპედოს ფანებო, დააბრუნეთ კახა ჩხეტიანი და ითამაშონ ქართველი ახალგაზრდებმა ფეხბურთელებმა, უკეთესად ითამაშებენ, მჯერა, გისურვებთ წარმატებებს,

• Porto

მოკლედ კლუბს ძირფესვიანად ცვლიან აბსოლუტურად სწორ საძირკველს აკეთებენ და არა ეგ არ გვინდა ჩემპიონობა არის მთავარიო:)))))))))

• Lelo

Როგორი დონის ლეგიონერებიც თამაშობენ ტორპედოში ის შედეგიცაა,გუნდის გაკეთება დაბალი დონის ფეხბურთელებით არ მოხერხდება თუ მოგყავს ლეგიონერი მინიმუმ რაღაცას უნდა წარმოადგენდეს თუ არადა ქართველი ფეხბურთელები ათამაშე და იმას მიეცი ეგ თანხა ჯობია, ფეხბურთში და ზოგადად ქართულ კლუბებში ფეხბურთის მცოდნე ხალხი უნდა მუშაობდნენ, ამის მერე მოვა შედეგი. Საცოდავ დღეში საკლუბო ფეხბურთი რაც ნაკრებსაც გადაედო უკვე. Სასწრაფოდ ზომებია მისაღები საკლუბო ფეხბურთში მინიმუმ პროფესიონალები უნდა დასაქმდნენ კლუბებში.

• ფეოლა

ბიჯო, საქართველოში თბილისის დინამო აღარავის ახსოვს და რაის ქუთაისის ტორპედო? ვის დაკარგვია მკვდარი ჩემპიონატი და იქ მოთამაშე გუნდები? ჩემპიონები გახდეთ თორემ თქვენც ლიგები არ დაიმხოთ თავზე....)))) უაზრობაა ყველანაირი სპორტი, კულტურა, მეცნიერება და ნებისმიერი სფერო, სანამ ქვეყანა არ დაადგება დემოკრატიულ და ევროპულ გზას. ჯერ-ჯერობით ირანი ვართ......

• დავითი

ასე მარტივად ,,მტრებს" რატომ აკადრებ ამ ხალხს? ბევრ რამეში არც მე არ ვეთანხმები, თუმცა პროტესტის გამოთქმის უფლება არ აქვთ? რადგან სპონსორია,ეს იმას კი არ ნიშნავს პირში წყალი ჩაიგუბონ. ბოლო-ბოლო იმაში მაინც მაინც მართლები არიან, რომ მოედანზე ეგ სიკითეები ვერ დაინახეს, ფიქრობენ საქმე არასწორად კეთდება. რა ტყუილია?

• ლევანი

თბილისში ამას დიდი ხანია შევეგუეთ. ისე ხალხო, კარგია რომ ასე გიყვართ ტორპედო, მაგრამ ფანობა დაწყობილ-დალაგებული ქვეყნის ,,პრობლემაა". რა დროს ესაა ამ ყველანაირად გაჭირვებულ ქვეყანაში, როცა ფეხბურთი კი არა ეგზისტენციალური პრობლემებია

• Ჯუმბერი

Ტორპედოს ფანებს გულთბილი სალამი. Შერიფი და ითრაქი არსად დაგეკარგოთ

• ალი ჰამენეი

ცოცხალი ვარ ცოცხალიიიი, შენი ტრფობით ვიწვებიიი...))) ტორპედო არა მახარაძის მერცხალი კიდევ. მოგცლიათ რა, მეტი სანერვიულო ვერ ნახეთ, ვიდრე საქართველოს წყალწაღებული ჩემპიონატია?))))))))) 45 წელია აღარ არსებობს ქართული ფეხბურთი. სანამ პატიოსანი ხალხი არ მოვა ფედერაციაში, მანამ არაფერი გვეშველება!!!!

• rona

არაბიძე, რომ მთავარ ვარსკვლავად გეყოლებათ, მეტს რას უნდა ელოდოთ? ან ეს ტაშტი მწვრთნელი სანამდე უნდა გყავდათ, შედეგი თუ გინდოდათ მიგეყვანათ ქეცბაია.

• irakli

ძმებო ჯუნგლებო, რამდენი სპონსორი იცით საქართველოში ამდენს რომ გააკეთებს გუნდისთვის, მადლობის მაგიერია?! ან ფულის საჭრელი მანქანა არ არისო ტორპედოო, თქვენს ფულს ჭრის ვინმე? თუ პირიქით, აქეთ მოაქვს აგერ უკვე მეხუთე წელია. რაღაც ცხელ გულზე გაკეთებულ გაცხადებას გავს თქვენი პოსტი, და იმედია გონზე მოხვალთ და გუნდს და სპონსორს გვერდში მალევე ამოუდგებით!

• QT

რა გინდათ, ჩამოყალიბდით. მერე რა რომ თამაში წააგო, მერე რა რომ ჩემპიონი ვერ ხდება, გუნდში არის სტაბილურო სიტუაცია და ნაბიჯნაბიჯ მიდიან მიზნისკენ. თქვენ ვინც მხარს უჭერს იმას, რომ სპონსორმა.მიატოვოს კლუბი, წავიდეს მას მერე, რაც ამხელა.ინვესტიცია განახორციელა, ბაზები გაარემონტა, გუნდი დუნდს დაამსგავსა, ხართ ტორპედოს და ქართული ფეხბურთის მტრები. თუ მაინცდამაინც ჩემპიონობა გინდათ, თქვენვე დაგესესხებიყ, რაში გჭირდებათ 55 ქვეყნიდან 53-ე რეიტინგში ჩემპიონობა ?

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "შტუტგარტთან" განადგურდა

[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა

17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა

"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში

საქართველო 5:2 აზერბაიჯანი

მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?

[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?

[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო

წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...

გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა

[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა

18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა

მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს

წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს

"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა

[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა

"ტორპედო" უსაქმური მკვდარი სულების თავშესაფარი არ არის! - "ჯუნგლების" განცხადება

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს

"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს

"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა

"როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით" - მერაბ გიგაური სტივ კინისადმი "ტორპედოს" ფანების პროტესტს ეხმაურება

"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა