დანიიდან თბილისში დაბრუნებულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში გამართა. ფიბა-ს შემჭიდროვებული კალენდრის პირობებში გუნდებს 3 დღეში 2 მატჩის გამართვა უწევთ და ეს განსაკუთრებით რთულად აისახება იმ ნაკრებებისთვის, რომელთა მეტოქეებიც ტერიტორიულად შორს მდებარეობენ. საქართველომ და დანიამ გუშინწინ კოპენჰაგენში ითამაშეს, გუშინ გზაში იყვნენ, დღეს კი პირველი და ერთადერთი სრულყოფილი ვარჯიში გამართებს დანიასთან მატჩებს შორის.

საქართველომ 2 დღის წინ დანია სტუმრად 18 ქულით დაამარცხა და ცხადია, კიდევ ერთი გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას ეცდება. დღევანდელი ვარჯიში სტანდარტული, კომბინაციებით გაჯერებული იყო. ალეკსანდარ ჯიკიჩი გუნდის დაცვითი პოტენციალის ასამაღლებლად ზრუნავდა, რაც სხვადასხვა კომპონენტების გათამაშებაში, თითოეული დეტალის დამუშავებაში გამოიხატებოდა.

ვარჯიშის დასკვნით ნაწილს ჟურნალისტები დაესწრნენ და კალათბურთელებს კომენტარები სთხოვეს. ალეკსანდარ ჯიკიჩმა დანიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა – მას ცვლილება არ გაუკეთებია და დანიასთან თბილისში ის 12 კალათბურთელი იქნება განაცხადში, რომლებიც კოპენჰაგენურ მატჩში იყვნენ.

ესენი არიან: რატი ანდრონიკაშვილი, მარკის რიდი, გიორგი ოჩხიკიძე, მათე ხატიაშვილი, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, ალექსანდრე ფევაძე, ვილი ისიანი, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გიორგი ტურძილაძე.

საქართველოსა და დანიის ნაკრებთა მატჩი თბილისი არენაზე ორშაბათს, 20:50 საათზე გაიმართება.

GBF.GE

დანიაში,32 ქულით დაწინაურების შემდეგ,კონცენტრაცია დავკარგეთ და სხვაობა ერთ მეოთხედში 14 ქულით შეგვიმცირეს.ესეც ამტკიცებს,რომ საკმაოდ მყიფე სიმტკიცის მარაგი გვაქვს და თბილისში თამაშისას,კონცენტრაციის მოკლება,შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს.თუ დანიელებს მათი ლიდერებიც დაემატათ,ისედაც საგრძნობლად გაძლიერდებიან,მაგრამ მათ გარეშეც,ოთხიდან სამი პერიოდი,ვერ ვიტყოდით,რომ ჩვენ უკეთესები ვართ.ამიტომ,სრული კონცენტრაცია!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
[VIDEO] შეუჩერებელი შენგელია და რიდი რიდის გარეშე - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად დანიას დამაჯერებლად მოუგო