მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ დანია გაანადგურა (89:60) და პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა.

რაც მთავარია, ჯიკიჩის გუნდი ორი ჩინებული კალათბურთელით, რიდით და მერკვილაძით შეივსო.

ჩვენი გუნდი პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეულით გავიდა: რიდი, სანაძე, ტურძილაძე, შენგელია, ოჩხიკიძე. თავიდან ორივე ნაკრები ბევრ შეცდომას უშვებდა, თამაში ქაოტური იყო, პირველი მეოთხედი კი 21:17 დასრულდა. შესანიშნავად ირჯებოდნენ რიდი, მერკვილაძე, სანაძე და შენგელია, თანდათან საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა გაზარდა და პირველი ტაიმი 43:31 მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლები დაცვაშიც კარგად მოქმედებდნენ, შეტევაშიც, მეტოქე დაჯაბნეს და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებს 2 მოგება აქვს, დანიისთვის მიუწვდომელი გახდა, A ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილზე გავა და მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა, რომელიც აგვისტოში ჩატარდება.

29 ქულით ყველაზე შედეგიანი რიდი იყო (7 პასი), 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო (11 მოხსნა), 12 მერკვილაძემ (8 მოხსნა), 8 სანაძემ, 7 ჯინჭარაძემ, 4 ტურძილაძემ, 2 ხატიაშვილმა.

საქართველოს ნაკრები 2 ივლისს გასვლაზე უკრაინას, ხოლო 7 ივლისს სახლში ესპანეთს შეხვდება. ამ მატჩებში მონაწილეობას NBA-ს კალათბურთელები მამუკელაშვილი და ბითაძე მიიღებენ.

მერაბი
კარგი იქნება , თუ უკრაინასთან და ესპანეთთან მარკუს რიდი ისევ იქნება ნაკრებიში.
Zazuka100
და ლონდარიძე, ნუთუ აღა რ მოიაზრება ნაკრებში?!
tngh
გვეღირსა კარგი "ნატურალიზერებული" კალათბურთელი. მერკვილაძე "ნახოდკაა" შესანიშმავი ხელით!!! უკრაინასთან რევანში შესაძლებელია!!!
თენგაბი
იშვიათად მინახავს გუნდი, რომელსაც ყველა ვარსკვლავი ყავს, ძირითადად ორი-სამი სტარი, დანარჩენენი მეტ-ნაკლებად კარგი კალათბურთელები. ზოგი კარგი მსროლელია, ზოგი კარგი დრიბლიორი, ზოგიც კარგი ცენტრი, მომხსნელი. ეს არის გუნდი. საბედნიეროდ ეს პრობლემა ჩვენს გუნდში გადაიჭრა - გვყავს ფენომენალური შენგელია, საუკეთესო ლეგიონერი რიდი, მაღალი კლასის მამუკელაშვილი და ბითაძე. დანარჩენი კარგი კალათბურთელები - მერკვილაძე, სანაძე, ჯინჭარაძე, ტურძილაძე, ოჩხიკიძე, ანდრონიკაშვილი. გაცილებით დიდი შესაძლებლობის კალათბურთელები არიან კორსანტია, ისიანი, ფევაძე. ცალკე აღნიშვნის ღირსია მათე ხატიაშვილი, რომელიც მალე მაღალი დონის კალათბურთს ითამაშებს. გარდა მაგისა, გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდობა, ზოგი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ზოგი სად და ზოგი სად. გვყავდა ნიჭიერი ლუკა ბულაშვილი, რომლის პოტენციალი ვერ გამოვიყენეთ. მწვრთნელის ფუნქციაა მონახოს ბალანსი მოთამაშეებს შორის, შეარჩიოს შესაბამისი ტაქტიკა, გააკეთოს დროული და საჭირო შეცვლები და ა.შ. საბედნიეროდ ჯიკიჩმა ამ ორ შესარჩევში ეს ყელაფერი გამოავლინა და გუნდმა დაბალანსებულ, რაციონალურ კალათბურთს მიაგნო. მაგრამ დარჩენილი ორი გუნდი, უკრაინაც და ესპანეთიც უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე დანია. უფრო დაძაბული შეხვედრები გველოდება მსოფლიო ჩემპიონატზეც. ივლისამდე, უკრაინა-ესპანეთთან თამაშამდე საკმაო დროა. გუნდის უფრო მეტად შესათამაშებლად და კავშირ-ურთიერთობის განსამტკიცებლად ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებისათვის იქნებ რამოდენიმე სპარინგი და ამხანაგური შეხვედრა დაგვენიშნა. თბილისში დანიასთან თამაშის დროს რამდენიმე ხარვეზი დაფიქსირდა, კერძოდ, რამდენიმე ეპიზოდში დანიელი კალათბურთელი გაგვეპარა და ფარის წინ, ჩვენს სამწამიან ზონაში მარტო აღმოჩნდა. ამაზეც სამუშაოა. თუ კალათბურთის ფედერაცია ამ საკითხს გაითვალისწინებს, ვფიქრობ ჩვენს ნაკრებს დიდად წაადგება.
თოკო
მსოფლიოსთვის გიგიბერიაც შეიძლება გვეყოლოს და სალარიძეც - ორივე ამ სეზონში ამთავრებს კოლეჯს და გვეშველება სიღმრმეში. გიგიბერია კლუბში ლიდერი არაა მაგრამ 218 სანტიმეტრია სიმაღლეში და გოგას დასვენების დროს ნორმალურად ჩაანაცვლებდა. აი სალარიძე ფორვარდია და არის ლიდერი თავის კლუბში, თან ორივე უმაღლეს დივიზიონშია კოლეჯების. აი გამთამაშებელზეც რო ვიცოდეთ ვინმე გვყავს სამომავლოდ კარგი იქნებოდა

პირველი თამაშის წინა დღეს გაიცნეს ერთმანეთი შენგელიამ და რიდმა,მგონი ვარჯიშიც კი არ მოუწიათ იმ დღეს ერთად,მეორე დღეს ითამაშეს და ყველაზე შედეგიანები გახდნენ გუნდში.ამ თამაშში,რიდმა ბურთი უკვე ორჯერ ჩაუგდო თორნიკეს ფართან, მცველების ზურგს უკან.მათი დუეტი საზაფხულო თამაშებისათვის რა თქმა უნდა უფრო შეთამაშდება და სანდრო-გოგას დამატებით,ცენტრის პრობლემაც გადაიჭრება.ეს რა თქმა უნდა თორნიკესაც მეტად გაუხსნის ხელფეხს.მერკვილაძეც ისე კარგად ჩაჯდა გუნდში,რომ მის ნაცვლად სხვაზე ,ჯიკიჩი ალბათ აღარც იფიქრებს.ესე იგი,ერთი ტურისტით ნაკლები გვეყოლება.ზაფხულამდე კიდევ არის დრო და იქნებ ვინმე სხვაც გამოჩნდეს.ზაფხულში ამერიკის კოლეჯებიც დაისვენებენ და იქიდანაც ვინმემ თუ გაგვაძლიერა,არ იქნება ცუდი.ამ თამაშებისათვის ოჩხიკიძე და ხატიაშვილი გვეყო გამთამაშებლის პოზიციაზე,ზაფხულში კი,სავარაუდოდ რიდს დააწვება გამთამაშებლობის ძირითადი დატვირთვა.ამ ბიჭებისადმი დიდი სიმპათიის და იმედის მიუხედავად,მძაფრი პრესინგის პირობებში,მათ გაუჭირდებათ თამაშის მართვა.გამოდის,რომ ნაკრების თამაში საზაფხულოდ,რადიკალურად შეიცვლება.მთავარი ბრძოლა,უკრაინელებთან მოგვიწევს,ესპანეთის კი ახალ გუნდს აყალიბებს და უკვე ეტყობა,რომ საკმაოდ დიდი წარმატებებითაც.ჩვენ ჩვენსას მათთანაც ვეცდებით,მაგრამ რა გამოგვივა,არავინ იცის.მეორე ეტაპი როდის დაიწყება და გვეყოლებიან თუ არა ამერიკელები საიმდროოდ?-არ ვიცი თამაშების განრიგი,მაგრამ თუ აღარ გვეყოლებიან,ეგეც ახალი პრობლემაა.
სიმართლე
კარგია,რომ ,,შერჩევამ,, და დამატებულმა კალათბურთელებმა ივარგეს,გაამართლეს,ტურძილაძეც მომწონს,კიდევ დააკვირდნენ და გამოსცადონ ეს ,,სტიმული,, იქნება სხვებისათვის
ნუგზარი
კოლეჯშია ამერიკაში
ქორ-პარიკმახერი
გვეღირსა ჩვენც კარგი ლეგიონერი? და მერკვილაძე? ე.წ. შუთერიც გვეღირსა? ღმერთმა ქნას! ეს ორი კალათბურთელი მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზი არ იყო ჩემთვის. მინდა მჯეროდეს რომ ეს უკვე ძალიან მაგარი გუნდის საწყისი კონტურებია
zaza
რაშეიცვალა ნაკრებში? კარგი კითხვაა ბევრი არც არც არაფერი უბრალოდ ჯიკიჩმა როგორც ეს სერბ მწვრთნელებს სჩვევია ქვა ააგდო და თავი შეუშვირა ქულების მომტანი ხალხი მჭირდება და არა ბურთით უაზროდ აქეთიქეთ მორბენალი ხალხიო ხოდა მიიღო კიდეც (რიდი და მერკვილაძე) თუ ადრე სამი ოთხი კაცი ყავდა ქულების მომტანი ეხლა ყავს ორით მეტი 41 ქულა ორ კაცზე ხუმრობა არავის ეგონოს.დანია არცთუისე სუსტია უბრალოდ ჩვენი ახალი ამერიკელია ძლიერი თუ დააკვირდით საშუალო მანძილიდან როგორი მაღალი პროცენტით ისვრის.ივნისში მამუცდა გოგაც დაგვემატება ხოდა მერე კი იცით რაც მოხდება.წარმატებები საქართველოს ნაკრებს.
რატი
მაგარი გახარებული ვარ ,შერმოს და თოკოს ასაკის გამო ცოტა ვნერვიულობდი , თუმცა რა მანერვიულებდა ჯიკიჩმა მაგრად უჯიკა და თან იმედიანად ვარ გაიხარეთ ბიჭებო პ.ს მერკვილაძე კი დღეში თუ 200 სამქულიანს ესვრის ეგ იქნება სნაპერთა სნაიპერი.
თეიმურაზ
ათუკა ბახტაძე სადაა? სად თამაშობს?
gogas
ესპანეთთს ან გადაყვება 4 მოგება, ან არა ორჯერ ხომ მოუგეთ, ბარემ მესამეც, თან გოგა და სანდრო იქნება.
tedo
Goga , arafeli araa swori , araferi sworia . mougot araa swori( am shemtxvevashi), moVugot sworia.
S.K.K.
შესაძლოა საქართველო სერბეთის და ლიტვის დონის არ ყოფილა მაგრამ ყოველთვის ქონდა თავისი ნიშა ევროპულ და საბჭოთა კალათბურთში. თუ გავითვალისწინებთ საუკეთესო ევროპულ გუნდებთან გამარჯვებებს (თუნდაც ევროპის ჩემპიონატებზე) ვერც რაგბი და მით უმეტეს ვერც ფეხბურთი ამდენით ვერ დაიკვეხნის. მჯერა რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება (იმედია მორაგბეებიც და ფეხბურთელებიც არ ჩამორჩებიან და იქნებ გადაასწრონ კიდეც).
მასტერს
ვულოცავ ბიჭებს, გუნდს, გულშემატკივრებს! ეს ფანჯერა წარმსტებული იყო, თავიდანაც ჩანდა ასე რომ იქნებოდა, მაგრამ ძალიან კარგი სიახლე აღმოჩნდა ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი და მერკვილაძის თავდაჯერებული დებიუტი! მჯერა, რომ შეგვიძლია რევანში უკრაინასთან, ზაფხულში მამუ, გოგა დაგვემატებიან და თავისუგლად შეგვიძლია ესპანეთთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ! Მთავარია, ფორმაში იყვნენ ბიჭები!
გოგა
ეგ ისედაც 99% გავიდოდით მეორე ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ იქ უბრალოდ ვიქნებით და მეტი არაფელი, თუ უკრაინას არ მოვუგეთ, ესპანეთი ყველას მოიგებს უკრაინამ ისევ თუ მოგბიგო, 4 მოგება ესპანეთს გადაყვება უკრაინას 2 და ჩვენ იქ მერე ბეძნებს და ბისნიას უნდა მოუგოთ ყველა თამაში, გადამწყვეტი იყო აქ უკრაინელებისთვის უნდა მოგვეგო, მაგრამ არის შანსი იქ მოუგოთ, იქნებ ესპანეთანაც გავიბრძოლოთ, მთავარი აწი ეს ორი თამაშია
SOS
მერკვილაძე კარგი კალათბურთელი ჩანს!
აიათოლა ჰამასიშვილი
მარტო ანდრონიკაშვილია ბალასტი? ფევაძე? ოჩხიკიძე? კორსანტია? შეადარეთ, რიდი 29 ქულა, ოჩხიკიძე 0. ეს სასაცილოც აღარაა. გავლენ მერე სადმე დიდ ფორუმზე და აღმოჩნდება რომ მეორე ხუთეული გვყვავს კატასტროფა. სასწრაფოდ მოსაცილებელია ბალასტი, ბურჯანაძის თამადობით!
გიორგიs
იმან ვინც შენ კალათბურთის ცოდნა დაგაბრალა.დდდდ
გიორგი
ყველაფერი კარგი მაგრამ ამ ანდრონიკაშვილს კალათბურთელობა ვინ დააბრალა?
ლევანი
ყოჩაღ ბიჭებო! მადლობა ბიჭებო! დიდება საქართველოს!
სტალინი
მაესტრო ჯიგრიჩი ახალ გუნდს ქმნის, ესპანეთი და საფრანგეთი გამოაგდო და იმედია უკრაინასთან აიღებს რევანშს და მსოფლიოზე გავლის შანსს შევინარჩუნებთ
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
[VIDEO] შეუჩერებელი შენგელია და რიდი რიდის გარეშე - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად დანიას დამაჯერებლად მოუგო