ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ეროვნულ სტადიონზე მოედნის აყრა დაიწყეს

ეროვნულ სტადიონზე მოედნის აყრა დაიწყეს

აგრონომთა ამოცანა სამუშაოს 11 ოქტომბრამდე, ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში საბერძნეთის ნაკრებთან საშინაო მატჩამდე მოსწრებაა
25 აგვისტოს თბილისის მერიამ ეროვნული სტადიონი 49-წლიანი იჯარით თბილისის "დინამოს" გადასცა. "დინამომ" ხელშეკრულებით დაივალდებულა სტადიონის მოვლა-პატრონობა და რეკონსტრუქცია, მოედნის საფრის განახლება, ყოველწლიური ინვესტირება, ხელშეკრულების პერიოდში სტადიონის პროფილის შენარჩუნება, არენის ფიფასა და უეფას სტანდარტებით მოწყობა, რათა მუდმივად მზად იყოს საერთაშორისო დონის საფეხბურთო მატჩებისთვის.

მართლაც კურიოზია: ქვეყნის მთავარი არენის მინდორი გასაკვირად უხარისხოც იყო და იმდენად "ნაზიც", რომ ხანგრძლივი "შესვენება" უყვარდა და მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ შეიძლებოდა მისი დატვირთვა. არადა, ეროვნული სტადიონია, ნაკრებებისა და თბილისის "დინამოს" გარდა, სხვა კლუბებსა და მორაგბეებსაც ემსახურებოდა და ასეთ შეღავათს როგორ გაუწევდნენ.

ზაფხულში ჭირმა თავი ვეღარ დამალა და, როგორც მოედნის მოვლაზე პასუხისმგებელმა დავით ენდელაძემ გვითხრა, საფარიც დალპა და ნიადაგიც, იქ თამაში კი შეუძლებელი გახდა, რაც ტრიბუნიდანაც თვალნათლივ ჩანდა.

28 აგვისტოს თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" შეხვედრის შემდეგ სტადიონი დაიხურა, გუშინ კი ბალახის საფრის აყრა დაიწყეს და ოთხ დღეში სრულად გაასუფთავებენ. საფრის დასაგებად აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები, სავარაუდოდ, 18-19 სექტემბრამდე დასრულდება, საფრის დაგებას კი სამი-ოთხი დღეც ეყოფა, მაგრამ ნიადაგთან "შესახორცებლად" 20 დღე მაინც დასჭირდება.

ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რა ჯიშისა და შემადგენლობის ბალახი უნდა დააგონ - მთავარი მოთხოვნა ისაა, ჩვენს კლიმატურ ზონას შეეფერებოდეს.

საფრის გარდა, "ბორის პაიჭაძზე" მოძველდა განათების სისტემაც, რომელიც ხშირად ქრებოდა - "დინამოს" თავკაცებს მისი შეცვლაც აქვთ დაგეგმილი.

მთავარი ამოცანაა, ახალი მოედანი და განათება 11 ოქტომბრისთვის იყოს მზად, ამ დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში საბერძენეთს უმასპინძლებს.

ამ პერიოდში თბილისის "დინამო" "მიხეილ მესხზე" გადაინაცვლებს და ნაქირავებ სტადიონზე მხოლოდ 25 სექტემბერს ითამაშებს - მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს, 16 ოქტომბერს კი, წესით, რუსთავის "მეტალურგს" განახლებულ სტადიონზე უნდა დაუხვდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა