ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია (კოკაი) ელიტას დაუბრუნდა, სადაც საქართველოს ისევ სამი წარმომადგენელი ეყოლება
სუმოს ასოციაციამ შემოდგომის ბაშოსთვის ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოაქვეყნა, რომელშიც ოფიციალურად დაფიქსირდა, ის, რაც აქამდეც ვიცოდით - ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია (კოკაი) ელიტას დაუბრუნდა, სადაც ისევ სამი წარმომადგენელი გვეყოლება, იაპონელებისა და მონღოლების შემდეგ ყველაზე მეტი!

კოკაი ის პატარა ბიჭი აღარ არის "შავი ზღვის" სახელით ფურორი რომ მოახდინა სუმოს სამყაროში - ის 2004 წლის იანვრიდან 2011 წლის იანვრამდე მხოლოდ ელიტის წევრი იყო და დაქვეითება რა იყო, არ იცოდა. მაგრამ 30 წლის სუმოისტმა მხოლოდ ორი ბაშო გაატარა მეორე დივიზიონში და ივლისში ნაჩვენები 9-6 ბალანსის წყალობით დაბრუნდა. "შავი ზღვა" ძურიოს მე-4 ნომერი იყო და ახლა აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა გახდა.

სხვა ჩვენებურები კი დაქვეითდნენ, რადგან ივლისში უარყოფითი ბალანსი აჩვენეს - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კომუსუბის ტიტულს შეელია და აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა გახდა. ტოჩინოშინმა წინა ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა.

როგორც ხედავთ, ჩვენებურს ახლავე მიეცა შანსი, უკან დაიბრუნოს ტიტული. საამისოდ მას სექტემბრის ბაშოზე 9-10 გამარჯვება სჭირდება. თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მე-7 მაეგაშირობოდან 11-მდე დაქვეითდა. 5-10 ბალანსის შემდეგ ჩვენ უარესსაც ველოდით.

ახალ რეიტინგში ძველებურად ერთი დიდი ჩემპიონია - მონღოლი ჰაკუჰო. ჩემპიონთა რიცხვმა კი სამამდე იკლო, რადგან კაიო სპორტიდან წავიდა. ახლა იაპონელებს ერთი ოძეკიც კი არა ჰყავთ - ჰარუმაფუჯი მონღოლია, ბარუტო ესტონელი და კოტოოშუ ბულგარელი.

სექტემბერში სამი სეკივაკე (კოტოშოგიკუ, კისენოსატო და კაკურიუ) და ორი კომუსუბი (ტოიონოშიმა და არანი) იქნება. მოკლედ, 9 მოწინავე რიკიშიდან 6 უცხოელია და მხოლოდ კოტოშოგიკუ, ტოიონოშიმა და კისენოსატო წარმოადგენენ სუმოს სამშობლოს.

ელიტაში სამ სუმოისტს აქვს დებიუტი, სამივე საინტერესო სპორტსმენია - მასუნოიამა მხოლოდ 20 წლისაა, მაშინ როცა იოშიაზუმა 34 წლის ასაკში პირველად ეღირსა მაკუუჩი დივიზიონში მოხვედრას, მესამე დებიუტანტი ჩეხია, ტაკანოიამა (პირველი ჩეხი ელიტაში), ის 28 წლისაა და სულ რაღაც 98 კილოგრამს იწონის, სუმოში ეს ძალიან ცოტაა, ყველაზე მძიმე გაგამარუ ხომ 199 კილოგრამს იწონის. მე-4 დივიზიონში მოასპარეზე რუსი ავრორა სულაც 273 კილოგრამია!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა