საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა ახალ ზელანდიაში გამგზავრებამდე ბოლო პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქის, ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა ახალ ზელანდიაში გამგზავრებამდე ბოლო პრესკონფერენცია გამართა.

"პომების" თავკაცმა იმედი გამოთქვა, რომ დღესდღეობით ტრავმირებული მორაგბეები პირველი მატჩისთვის, რომელიც 10 სექტემბერს არგენტინის ნაკრებთან გაიმართება, გამოჯანმრთელებას მოასწრებენ და საშუალება მიეცემა საბრძოლველად ოპტიმალური შემადგენლობა გაიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულები არიან ინგლისის ნაკრების წამყვანი მოთამაშეები, ბენ იანგზი, ნიკ ისთერი, ტომ ვუდი და გუნდის კაპიტანი ლუის მუდი. გასულ უქმეებზე ზურგი იტკინა მარკ კუეტომ და ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია.

"ტომ ვუდი, ნიკ ისთერი და მარკ კუეტო მწყობრში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის ჩადგებიან. ხოლო დანარჩენები, იმედი მქავს, პირველი მატჩისთვის სრულად მოასწრებენ გამოჯანმრთელებას. სამწუხაროდ, ეს რაგბის თანამდევი პროცესია. მსოფლიოს თასზე საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლები გველის, შესაბამისად ტრავმებისაგნ დაზღვეული არავინაა.

ირლანდიის ნაკრებთან რამდენიმე მორაგბემ თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა. კორტნი ლავი ექვს ნომერზე დავაყენეთ, ტომ კროფტი შვიდი ნომერი იყო, ჯეიმზ ჰესკელმა კი რვა ნომრის პოზიცია აითვისა. იმედი მაქვს მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება ახალ ზელანდიაში არ მოგვიწევს. თუმცა ჩვენ გუნდშიც საკმარისად არიან ისეთი მორაგბეები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში სხვა ფუნქციების შესრულებაც შეუძლიათ." - თქვა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები "ბორჯღალოსნებს" დანიდინში 18 სექტემბერს დაუპირისპირდება.

ინგლისის ნაკრები

შერკინება: დენ კოლი, ალექს კორბიშერო, ენდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, დევიდ ვილსონი, დილან ჰართლი, ლი მაერასი, სტივ თომსონი, ლუის დიკონი, კორტნი ლოუ, ტომ პალმერი, საიმონ შოუ, ტომ კროფტი, ნიკ ისტერი, ჯეომზ ჰესკელი, ლუის მუდი, ტომ ვუდი.

უკანა ხაზი: დელონ არმითიჯი, ბენ ფოდენი, კრის ეშტონი, მარკ კუეტო, მეთ ბანაჰანი, შონთაი ჰეპი, მაიკ თონდოლი, მანუ ტუილაგი, ტობი ფლუდი, ჯონი ვილკინსონი, ჯო სიმპსონი, რიჩრად წაიგელსვორსი, ბენ იანგზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზურაბ სუხაშვილი
ჯიგარი ხარ თოფურ, ასე გააგრძელე...
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა