ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის იყო რამდენიმე გამორჩეული შეხვედრაც.

ხორვატია

საჩემპიონო წრის მეოთხე ტურში გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებმა“ თანაქალაქელ „სესვეტს“ უმასპინძლა და 31-25 დაამარცხა. სამი გოლით ხორვატიის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ზაგრებელთა ქართველმა ლეგიონერმა.

ისლანდია

გიორგი დიხამინჯიას „აკიურეირი“ ისლანდიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „სტიარნანს“ გასვლაზე ეთამაშა და 17-ბურთიანი უპირატესობით – 38-21 დაამარცხა. ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო დიხამინჯია, რომელმაც შვიდი გოლი გაიტანა.

პოლონეთი

სუპერ ლიგის 22-ე ტურში ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ“ საკუთარ მოედანზე მიიღო „ზაგლემბე“ და 36-22 გაიმარჯვა. წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის „ლეგიონოვოს“ მეკარეს, ზურაბ ცინცაძეს, რომელმაც ათი სეივი შეასრულა და ერთი ასისტიც მიითვალა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების მეკარეს მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო (MVP) გადაეცა.

ამავე ტურში ითამაშა მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვიამ“, თუმცა უშედეგოდ. ქართველის გუნდი გასვლით მატჩში 30-37 დამარცხდა. სტუმართაგან საუკეთესო იყო გავაშელიშვილი, რომელმაც ხუთი გოლი გაიტანა და სამი ასისტი შეასრულა.

რუმინეთი

ეროვნული ლიგის მე-16 ტური წარუმატებელი გამოდგა ირაკლი კბილაშვილის „პოტაისა ტურდასთვის“. ტურდელები გასვლით შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერ, „დინამო ბუქარესტთან“ 27-40 დამარცხდნენ. სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა ხუთი გოლი გაიტანა და ორი ასისტი შეასრულა.

geohandball.ge

საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა