ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ლივერპული“ გასვლაზე „გალათასარაისთან“ 0:1 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, კარგად გაისარჯა.

შეხვედრა ლამაზი სანახავი გამოვიდა, ორივე გუნდის შეტევებით მიმდინარეობდა, წუნიც მრავლად იყო, ქაოსური მოქმედებებიც. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, სობოსლაიმ კარგი შანსი ვერ გამოიყენა, სტუმრები კი პირველივე შეტევისას ლემინამ დააწინაურა. შემდეგ მამარდაშვილის კარს ოსიმენმა ოდნავ ააცილა ბურთი. მერსისაიდელებმა იერიშებით უპასუხეს, ვირტცს ჩაკირმა არ გაატანინა, კონატემ ვერ უწია მიზანს. მერე საჯარიმოში ლანგის ჩაწოდებული ბურთისას და სანჩესის თავურისას ქართველმა იხსნა თავისი გუნდი.

შესვენების შემდეგ ოსიმენის გოლი გაუქმდა, რადგან იქამდე თამაშგარე დაფიქსირდა. ცოტა ხანში ეკიტიკე ჩაკირთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დუელში გამარჯვებული მეკარე გამოვიდა. მალე ბურთი „გალათასარაის“ კარში აღმოჩნდა, თუმცა ხელზე კონატეს მოხვდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და ყველაფერი „ენფილდზე“ გადაწყდება.

საპასუხო შეხვედრა 18 მარტს გაიმართება, იქამდე კი 15 მარტს, პრემიერლიგის ოცდამეათე ტურში „ლივერპული“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.

სტამბოლი. „რამს პარკი“

გალათასარაი - ლივერპული 1:0

გოლი: ლემინა (7)

საბა,ირანზე თავდასხმის შემდეგ ამერიკელებმა 6 ჯარისკაცი დაკარგეს და იმას გლოვობენ,მაშინ როცა მათი დაბომბვების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა(დაღუპულ ჯარისკაცებზე აღარაფერს ვამბობ),უკვე ათასებში იქნება ასული და იქ ძალიან ბევრი ქალი და ბავშვიცაა.რატომ?-იმიტომ რომ ის ჯარისკაცები ამერიკელები არიან,მათი სისხლი და ხორცი.თავისი სტკივათ და მზად არიან,ათასობით დახოცონ სხვები,ოღონდ მათი არც ერთი მოქალაქე არ დაზარალდეს.1945 წელს,სულაც ორი ატომური ბომბი ჩაუგდეს იაპონიას,მხოლოდ იმისათვის,რომ დამატებით არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულიყო,მტრის ტყვიით.რა თქმა უნდა სხვების დაშინებაც სურდათ,მაგრამ ოფიციალური,ამერიკის მთაცრობისაგან გამოცხადებული მიზეზი,სწორედ ამერიკელების სიცოცხლის გაფრთხილება და გადარჩენა იყო.შენი თუ არ გიყვარს,სხვას როგორ შეიყვარებ?ძალიან მიყვარს ფეხბურთი,ზოგადად სპორტი,ვგიჟდები მესიზე,უდიდეს პატივს ვცემ რონალდოს,მაგრამ როცა მოედანზე ქართველი გადის,მე პირადად მისი გულშემატკივარი ვხდები და შესაბამისად მისი გუნდისაც.ჩემი სისხლი და ხორცია და იმიტომ.ვაჟა ფშაველა მთის კილოზე და თემატიკაზე სწერდა,მაგრამ მსოფლიოს კლასიკად იქცა,იმიტომ რომ მათი ტკივილი მთელი მსოფლიოსთვის საერთო და გასაგები იყო.ზოგადად სიყვარული ძალიან აბსტრაქტული ცნებაა და კონკრეტული შემთხვევებისაგან შედგება.შენი ოჯახის წევრი და ვიღაცა სრულიად უცხო,ერთნაირად გაჭირვებული რომ ნახო,იმ უცხოს გადარჩენას შეეცდები თუ შენ ახლობელს?ამერიკელი ამერიკელს თანაუგრძნობს,პირველ რიგში,ებრაელი,თავისას,ირანელი კი თავისას ჩვენ რატომ უნდა დავაყენოთ ჩვენსაზე წინ,ვიღაცა უცხო?ხომ ყოველდღე ვხედავთ,ევროპის ქვეყნები როგორ ყველა საშუალებით ცდილობენ,საქართველოს იმის გაკეთება აიძულონ,რაც მათ აწყობთ?ისრაელმა რუსეთთან ომის დროს,რუსებს გადასცა ქართველების მიერ შესყიდული უპილოტოების კოდები რუსეთს,რათა მათ ირანისთვის საზენიტო იარაღი არ მიეყიდათ.რატომ?-იმიტომ,რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები მათთვის უფრო ძვირფასია და ასეც უნდა იყოს.თუ შეგიძლია დაეხმარე სხვას,მაგრამ პირველ რიგში,მაინც შენი ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენო.შენია ეს ქვეყანა,შენი მოსავლელია და იმიტომ. დიდ ქვეყნებს დიდი რესურსებიც აქვთ,მათ შეუძლიათ ძლიერი ჩემპიონატები ჩაატარონ,მაგრამ ჩვენ ფიზიკურად ვერ გვეყოლება იმდენი ფეხბურთელი,რომ ჩვენმა კლუბებმა მათთან კონკურენცია გასწიონ.მათ ფულიც მეტი აქვთ,ბაზებიც უკეთესი და გუნდებიც გაცილებით ძლიერი.მათთვის ბუნებრივია,მხოლოდ საკუთარი ქალაქის კლუბი უყვარდეს,ჩვენთვის კი,ყოველი კლუბის,ყოველი სპორტსმენის წარმატება მთლიანად ერის წარმატებაა.შენ თავი გაქვს დასამკვიდრებელი,როგორც ერს,მაშინ როცა ის ამა ქვეყნის ძლიერები ცდილობენ,ეს ეროვნული სიამაყე წაგართვან,შენი ისტორია გაგიარაფრონ და ფესვებს მოგწყვიტონ.ფესვებს,მიწას მოწყვეტილი ანთეოსიც კი დამარცხდა,ჰერაკლესთან და შენც თუ დაგავიწყეს,ვინ ხარ,ვისი ფესვისა,ვინ იყვნენ შენი წინაპრები,მაშინ ენ ქვეყნისათვის,შენი ხალხისათვის უკვე დაკარგული ხარ და სხვის სამსახურში ჩამდგარი უსამშობლო,ერთეული ხდები.ძველი ნათქვამია,ისტორიას ძლიერები სწერენო!მართლაც ისინი სწერენ და სიმართლეს კი არა,იმას წერენ,რაც მათ ერს განადიდებს,სუსტს კი ანადგურებს.დამარცხებული ებრაელები,26 საუკუნე მთელ მსოფლიოში იყვნენ გაფანტულები და საკუთარ ისტორიას,რჯულის წიგნს,როგორც ყველაფერზე უწმინდესს,ისე უფრთხილდებოდნენ.26 საუკუნის შემდეგ შექმნეს სახელმწიფო და მზად არიან მთელ მსოფლიოს შეებრძოლონ და გაანადგურონ,მისი უვნებლობისათვის.მათ ყველაზე კარგად იციან,სამშობლოდან გაძევებულის ხვედრი და ამიტომაა საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი რომ იცავენ სამშობლოს ინტერესებს.გაეროს,ათასობით რეზოლუცია აქვთ მათ წინააღმდეგ მიღებული,მაგრამ არასოდეს დაუწევიათ უკან და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება,დამოუკიდებლობა და სიძლიერე,არავის ინტერესების გამო არ დაუზარალებიათ.ჩვენც რაღაცას ხომ უნდა მივხვდეთ?მამარდაშვილიც,კვარაცხელიაც,კიტეიშვილიც და ნებისმიერი ქართველიც,ჩვენი ქვეყნის ნაწილია და ისე უნდა გავუფრთხილდეთ,როგორც ჩვენ სისხლსა და ხორცს.სხვანაირად არ გამოვა.
საბა
გასაგებია ჩვენში,რომ სხვისგან განსხვავებულ აზრის ატანა არა აქვთ, მაგრამ ვერც იმას დავიჯერებ, რომ ისეთი პატარა და უცნობი ერი ვართ და ისეთი არშემდგარი ქვეყანა გვაქვს რომ ჩვენი ცნობადობა და იმიჯი კვარას გატანილ გოლზე და მამარდას აღებულ ბურთზე იყოს აკიდებული, არა ვართ ჩვენ ისეთი პატარა ერი, ასე გამჯდარი რომ გქონდეს გენში ე.წ. პატარა ერის სინდრომო, ისე როგორც, ვერადა ვერ ამოიშანთა ქართველთა ცნობიერებიდან ეს ჯოგის ინსტიქტი - ან ვაღმერთებთ ვიღაცას ყველა ერთად ან კიდევ პირიქით..აქ ვიღაც მეხმაურება, არ გიყვარს მამარდაო, ბოღმით წერო, ქართველია და არ შეიძლება მისი კრიტიკაო, რომ საქართველოსთვის თამაშობსო და მისი კრიტიკა ლამის სამშობლოს ღალატიაო...ჯერ ერთი რატომ უნდა მიყვარდეს მამარდა განსხვაებით სხვა ქართველისგან, იმის გამო რომ სადღაც ბურთს აგორებს, ხელფას იღებს და თავის ოჯახს ახმარს, მით უმეტეს არც ლიველპოლის ფანი ვარ და არც ინგლისური ფეხბურთის, ბოლოს და ბოლოს საკლუბო ფეხბურთი სუფთა კომერციული ტურნირია, სანახაობაა და მე მხოლოდ ფეხბურთს ვაფასებ, როგორც მესმის და არაფერ შუაშია ქართველია გუნდში თუ სხვა გადამთიელი,თქვენი ლოგიკით ბარსელონას ფანებს რეალის, მილანის ფანებს, ინტერის, სიტის ფანებს, მანჩესტერის ან დორტმუნდის ფანებს ბაიერრნის წარმატება უნდა უხროდენ.....დროთა განმავლობაში ბევრი რამ დალაგდება, გადაფასთება და სადღაც მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის კრიტიკულად შეფასება თავდასხმის საბამი აღარ იქნება.....კრიტიკა ყველას და ყველაფრის შეიძლება ეთიკის ფარგლებში და ფეხბურთიც არ არის გამონაკლისი, მათ შორის მამარდაშვილის, რომელსაც ახლახან ნაკრებში იგივე თურქებმა 7 გოლი გაუტანეს ორი მატჩის ჯამში და ესპანელებმა 6, იმის წინ იგივე ესპანელებმა 7 თბილისში. კიდევ 3 თურქებმა და 4 ესპანელებმა, ევროზე გერმანიაში, ხოო და რომ გააკრიტიკო რატომ არ შეიძლება, ჰჰააა!!!!
საბას
გეტყობა მაგრა არ გევასება გიორგი.შენს 'ობიექტურ 'კომენტარს სრულყოფილებისათვის გინება აკლდა.ბევრი კრიტიკა წამიკითხავს კომენტარებში.მეც არ ვარ ფანატიკოსი და კარგად ვხედავ გიორგის შეცდომებს,[რასაც ძალიან განვიცდი,იმიტომ რომ მინდა ქართველი კაცი საუკეთესო იყოს მსოფლიოში]მაგრამ ასეთი ბოღმით სავსე კომენტარი პირველად ვნახე.ღმერთი მოწყალეა და იმედი მაქვს გულს გაგითბობს.

ოსიმენი მთავარი საფრთხეა და კუთხურის დროს,გუნდში ყველაზე დაბალ მაკალისტერს რომ შეაჩეჩეს,ეგ მეკარის ბრალია?ან მისგან თავით გაკეთებულ პასს,მეკარე როგორ ჩასჭრიდა,იქნებ უფრო გასაგებად ახსნა?!სულ ცოტა 7 მცველი იდგა მამარდას წინ და მათ უნდა შეეშალათ ხელი,ისინი კი იდგნენ და უყურებდნენ.ვერც ფეხით ცუდ თამაშში დაგეთანხმები,ცენტრის ხაზთან ამოჰქონდა ბურთები და არ ყოფილას შემთხვევა,რომ თურქებისათვის გადაებარებინოს ბურთი,არც პრესინგის დროს დაუკარგავს ბურთი და არც პარტნიორისათვის შეუჩეჩებია,დასაკარგად.რა თქმა უნდა იდეალურს ვერ ეტყვი,მაგრამ საგრძნობლად აქვს გამოსწორებული,ფეხით თამაში.ყოველ შემთხვევაში,ბოლო ხანებში,ალისონისაგან გაცილებით უხეში შეცდომები სისტემატურად ხდებოდა.ცენტრში გადაგზავნილი ბურთი,თითქმის ყველა შემთხვევაში,პარტნიორზე მიდიოდა და ის თავით,ზუსტ პასს თუ ვერ გაუკეთებდა პარტნიორს,ეს უკვე მამარდას ბრალი აღარ არის.ეგ კი არა,ერთი ორჯერ,ზუსტად ფეხზე დაასვა ცენტრის ხაზთან პარტნიორს და ამას,მინდვრის ფეხბურთელებიც კი,იშვიათად ახერხებენ.გამოსვლებზე რამდენჯერმე ითამაშა და წარმატებითაც.ასე რომ ობიექტურობის დევნაში,არაობიექტური,ზედმეტად მკაცრი ანალიზი გამოგივიდათ.
კახა
მეგობარო ობიექტურობა კარგია, მაგრამ როდესაც ობიექტურად აფასებ ფაქტებს, მაშინ ისიც უნდა აღნიშნო რამდენი თვის უთამაშებელია მამარდა, თუ მის გაშეშებას ხედავ ისიც უნდა აღნიშნო რომ მისი გაშეშება შეიძლება პრაქტიკის ნაკლებობის ბრალია (რომ იცოდე საერთოდ არ გამოვრიცხავ იმ ფაქტს რომ გიო არაა მზად პრემიერლიგისთვის), ღრმა ზაპასში რომ გადაინაცვლებს ეგეც შეიძლება მოხდეს და ხდება ჯერჯერობით, მაგრამ შენი ქვეყნის მეკარეზე რომ ჩასაფრებული ხარ და გიხარია მისი ცუდი თამაში ეგაა პრობლემა, თორემ იმდენ არაობიექტურობას იტანს ეს ქვეყანა, რომ ამასაც აიტანს როგორმე.წარმატებებს და შენი ქვეყნის სპორტსმენებით სიამაყის სწავლას გისურვებ მეგობარო
საბა
გასაგებია, რომ მამარდა ჩვენია და ობიექტური ვერ იქნები და რომ იტყვიან სხვის თვალში ბეწვს ვერ დაინახავ, მაგრამ გუშინ,ის რბილად რომ ვთქვათ დამაჯერებელი რომ ვერ იყო გამოსვლებზე და საერთოდ ჩაწოდებები და ფეხით თამაში, მისი ძლიერი მხარე არ არის ფაქტია. გატანილი გოლიც მის სინდისზეა - ორი პარაშუტი პასი ისე გაითამაშეს საჯარიმოში, ჩვენი 2.10 მტ-იანი მეკარე საერთოდ არც შეუნიშნავთ, ოსიმენამ კი საერთოდ გააშეშა , მანამდე კი ბურთი რამდენიმე წამი მოფრინავდა და იქაც არ ჰქონია რეაქცია, ბედათ ააცილა, თორემ ეს გოლიც მაგის სინდისზე იქნებოდა, თქვენ კიდევ სოფასკორეს და ფლეშსკორეს შეფასებები გიკვირთ.!! ნახეთ ერთი ვისაც შეგიძლიათ, რა დაბალი შეფასებები დაუწერეს მართლა სერიოზულმა და ავტორიტებულმა ანალიტიკურმა გამოცემებმა...რაც შეეხება სანჩესის სუსტ თავურის აღებას ე.წ. კარტინკის სტილში, დღეს ასეთი ტრიუკით, ვერავის მოატყუებ, მით უმეტეს,ეს დარტყმა საერთოდ არ შედგებოდა მამარდა რომ ლანგის პარაშუტ ჩაწოდებაზე გამოსულიყო და ბურთი ჩამოეხსნა, ჩაწოდება რომ პარაშუტი იყო იმიტომაც არ გამოუვიდა ძლიერი თაური სანჩესს, თორემ ვნახავდი როგორ აიღებდაა ასე სასურათედ....არ არის ეგ ბიჭი პრემიერლიგის სტილის მეკარე და ძალააა!!, [სწორედ პრემიერლიგის სტილში ითამაშა გუშინ გალამ], თუ არა და ნახავთ როგორ გადაინაცვლებს ისევ ღრმა "ზაპასში", როგორც კი ალი მომჯობინდება....

ნეტავი სხვა ფეხბურთელებს რაღა დაუწერეს?„შენა,შაშინებული ხო არა ხარ!“ეს ფრაზა მახსენდებოდა,ლივერპულის ფეხბურთელებს რომ ვუყურებდი,გულშემატკივრობაც კი ვერ შევძელი,ისე საზიზღრად თამაშობდნენ.ჰო,პრესინგს საკმაოდ კარგად იყენებდნენ,მაგრამ ტვინიც თუ არ მიაყოლე,რა აზრი აქვს?მსაჯმა რა თქმა უნდა იცოდა,გაათასარაის 8 ფეხბურთლს რომ ჰქონდა,ყვითელი ბარათი და თავს დაჰკანკალებდა,არავინ გავაფრთხილოვო,ლივერპულელები კი,იმდენზეც კი ვერ ამწვავებდნენ,რომ მსაჯი იძულებული გაეხადათ და განმეორებით თამაშში მაინც გამოეკლოთ,რომელიმე მათგანი.ორიოდე დღის წინ ვწერდი,პირველად კარში რომ დააყენეს,ფეხბურთელებს არც კი იცნობდა და ისედაც გადახალისებული დაცვის ფონზე,როცა გუნდთან ნავარჯიშები არ ხარ,რა თქმა უნდა ბრწყინვალე თამაში არ გამოუვიდოდა,დღეს რომ დააყენონ,დარწმუნებული ვარ,კარგად დადგება მეთქი.ამ თამაშშიც საშინელი იყო,ლივერპულის დაცვა,მაგრამ მამარდა საიმედოდ იდგა და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.მანდაც კუთხურიდან ჩამოწოდებული,ოსიმენს თავისუფლად მიაღებინეს ბურთი(საერთოდ არავის უცდია,ხელის შეშლა და თავისუფლად შეეძლო პირდაპირ თვითონაც დაერტყა),მანაც პარტნიორს თავით გაუკეთა პასი და იმანაც დაუბრკოლებლად დაარტყა კარში.იქ უკვე მცველმა თითქოს სცადა ბურთის მოგერიება და მამარდასაც თითქოს ხელი შეუშალა,მაგრამ ვერ მისწვდა და ვეღარც გიორგიმ ითამაშა.ეს მეშვიდე წუთზე მოხდა,მანამდე კი გალათასარაის მცველებმა სამჯერ დაკარგეს საკუთარ საჯარიმოში ბურთი და ლივერპულის შემტევებმა,ერთხელაც კი ვერ შეძლეს რაიმე ხიფათის შექმნა,უსუსურად უჩაჩუნებდნენ ბურთს.არც გალათასარაი ბრწყინავდა,მაგრამ მისი ფეხბურთელები,ინდივიდუალური მოქმედებებით მაინც ქმნიდნენ ხიფათს,ლივერპულის თამაში კი,მხოლოდ ერთი შეხებით თამაშის აწყობის მცდელობებით აღინიშნებოდა და ისიც ისე უაზრო და არაზუსტი იყო,რომ ყურებაც კი მიჭირდა.გალათასარაის თამაშიც არ იყო,ძალიან სახარბიელო,მაგრამ ტექნიკური ფეხბურთელები თავის საქმეს აკეთებდნენ,ლივერპულის ტეხნარი კი,სალაჰია და სად იყო დაკარგული,თავისთავს,თვითონაც კი ვერ პოულობდა მოედანზე.მოკლედ,ლივერპულმა დაიმსახურა წაგება და გიოს კარგი თამაში რომ არა,უფრო მეტითაც უნდა წაეგოთ.მან დაამტკიცა,რომ უკვე დღეს,თავისუფლად შეუძლია ძირითადში დადგომა.არ ვიცი,განმეორებით თამაშში ვის დააყენებს მწვრთნელი,მაგრამ თუ გუნდმა ისევ ასე საზიზღრად ითამაშა,არსად გასვლის ღირსი არ იქნება და ვფიქრობ,არც გალათასარაი გაუშვებს მომდევნო წრეში.კონტრშტევაზე,ისინი გაცილებით უფრო საშიშები იქნებიან.
წარმატება მამარდას
პირველ ტაიმის ბოლოს ჩავრთე და რუსმა კომენტატორმა თქვა პირველ ტაიმის ერთ ერთი გმირი მამარდაო, მეორეშიც დამაჯერებლად კარგად ითამაშა რასაც ვუყურე. ბრავო მამარდ მაგარი რომ ხარ ვიცით და მჯერა ყველას დაუმტკიცებ მალე.
ენძო
დარწმუნებული ვარ,ლივერპულის ფანები მხოლოდ გიორგის თამაშით იქნებიან კმაყოფილი.ერდადერთი ნათელი წერტილი ის იყო გუნდში.საოცარი ისაა,რომ flashcore-მ მასზე მაღალი შეფასება ეკიტიკეს მისცა.მარტო სირბილით,რომ ფეხბურთში წარმატების მიღწევა შეიძლებოდეს,ჰუსეინ ბოლტს რეალი იყიდდა.
გიორგი
გენაცვალე მამარდ
სათადარიგო ქოჩორაშვილი - "სპორტინგი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას შედევრი - ლუის ენრიკეს როტაცია ძვირად დაუჯდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლიონთან" მატჩში?
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ქვილითაიამ ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ტრავმირებული მამარდაშვილი შეცვალეს
"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს
მუნდიალს კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა - გნაბრი გერმანიის ნაკრებს ვერ დაეხმარება
"სოსიედადმა" "ატლეტიკო" დაამარცხა და ესპანეთის თასის მფლობელი გახდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ისინი ჩემპიონატს სიცოცხლეს უნარჩუნებენ...
დავითაშვილის "სენტ-ეტიენის" ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია კორსიკაში შეწყდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" სახლში "ლაციოსთან" მარცხი განიცადა
საქართველოს ქალთა ნაკრები ფარერებთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0-3 იბერია 1999. კონტრშეტევების ფასი
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] გოგლიჩიძე შეუცვლელად და ჩაკვეტაძე შეცვლაზე - "უოტფორდმა" სახლშიც წააგო
[VIDEO] კვერნაძის მეათე საგოლე მოქმედება - "ფროზინონემ" მოიგო და მეორე ადგილზეა
ლოჩოშვილის სრული მატჩი - "ნიურნბერგი" "არმინიას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
რამდენ წუთს მიიღებს ხვიჩა და ლივერპულის დერბი გიორგის
ალისონთან ერთად "ლივერპული" შეიძლება კიდევ ერთმა მეკარემ დატოვოს
ბურუქის სამსახურით სერია A-სა და ინგლისის პრემიერ ლიგაში დაინტერესდნენ
"ლივერპულს" ნათელი მომავალი აქვს - სლოტმა პსჟ-ისთან მარცხში პოზიტივიც დაინახა
მამარდაშვილი თუ ალისონი - ცნობილი გახდა, რომელი ითამაშებს "ევერტონთან"
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
[VIDEO] ტრავმირებული მამარდაშვილი შეცვალეს
[VIDEO] ტრავმირებული მამარდაშვილი საკაცით გაიყვანეს - "ლივერპულმა" "ევერტონს" მოუგო
"საავადმყოფოში გადაიყვანეს" - სლოტმა მამარდაშვილის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ოსიმენი ესპანურ გრანდში? - ნიგერიელის მიმართ ინტერესი სერიოზულია