ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..

ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად  სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..

ვაგრძელებთ მძიმედ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას და ამჯერად განმეორებით შემოგთავაზებთ სტატიას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ გამოქვეყნდა სათაურით - "ხვიჩა, როგორც წიგნის გმირი - ქართული და "არაქართული" შედარებებით". ეს იყო დაპირისპირება, სადაც შეცვლაზე შესულმა "კვარამ" სიდიადე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, დუბლი და საგოლე პასი შეასრულა. აღნიშნული მატჩი გადამწყვეტი გამოდგა როგორც ხვიჩასთვის, ისევე პსჟ-სთვის, გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო, ქართველი ფეხბურთელი კი ტურნირის საუკეთსო გახდა!.. სწორედ ასეთი მენტალური მუშოაბა და რწმენა სჭირდება ახლა "შვიდიანის" სრულფასოვნად დაბრუნებას.

ცოტა ხნის წინ გამოცემულ წიგნს, "ხვიჩა კვარაცხელია - მენტალური მონსტრი", ლაიტმოტივად ის გასდევს, რომ დიდი წარმატება, რაც "კვარას" თავსაა, სხვა ყველაფერთან ერთად, მისი ხასიათის თვისების დამსახურებაა. "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ყველაფერს ამას თითქოს ხელით შევეხეთ, იმდენად ახლოს იყო.

შეცვლაზე შესულმა ქართველმა ვარსკვლავმა საკუთარ თავში გაიაზრა, რომ ახლა იქნებ ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მისი ღირებულება დაემტკიცებინა. მანამდე ხვიჩა კადრებში რამდენჯერმე გამოჩნდა და თითქოს ჩაფიქრებული, ცოტა სევდიანი იყო. არადა, მინდორზე სრული კონცენტრაციით, მენტალურად სრულყოფილი შევიდა და ნამდვილი გმირი გახდა.

ხსენებულ წიგნში საუბარი იმაზეცაა, კვარაცხელიამ როგორ ისწავლა რთული სიტუაციებისა და ემოციების სათავისოდ გამოყენება. ახლა ზუსტად ეს ვიგრძენით - მოულოდნელობისგან, წყენისგან, უსიამოვნებისგან თუ კიდევ რისგან, რაც მის სასტარტოში არყოფნას (ლუის ენრიკეს აშკარად რაღაცის დამტკიცება სურდა) შეიძლება უკავშირდებოდა, "შვიდიანმა" რბილი, ბზინვარე და ლამაზი ქმნილება "გამოადნო".

შეუძლებელია(წმინდა ქართულ ანალიზში), "ვეფხისტყაოსანი" და "რასაცა გასცემ შენია" არ გაგახსენდეს. ამ ვითარებაში, როცა თითქოს "კვარას" საკუთარ თავზე ცოტა მეტი უნდა აეღო, დასარტყმელ პოზიციაში პასი გააკეთა და ეს ძალიან მალე დაუფასდა, იმაზე მეტადაც, ვიდრე წარმოიდგენდა.

"არაქართულადაც" ვთქვათ (არ ვიცით, ამას ფრანგები თუ გამოიყენებენ) - იაპონური ანიმე "ნარუტოს" თანახმად, მთავარია, საკუთარ ოცნებებს არ უღალატო, ამ გზაზე რა პრობლემებსაც არ გადააწყდები. ხვიჩა სწორედ ასეთია.

ჩვენი "შვიდიანი" მართლაც ის გმირია, ფილმები და წიგნები მხოლოდ ამ ერთი თამაშის ირგვლივაც რომ შეიძლება შეიქმნას. სასაუბროს და დასაწერს რა ამოწურავს, უბრალოდ წინ კიდევ ბევრია სანახავი!..

• მაია

იქნებ სისულელეს ვწერ, მაგრამ სულ იმის ფიქრში ვარ, ამდენ ბრძოლებში იქნებ ხვიჩას ის იოგა გაუთხელდა და ახალის გადანერგვით უფრო მაგარი დაგვიბრუნდეს, ღმერთმა მისმ ინოს, ამინ.

• ხვიჩა! ყველაფერი კარგად იქნება!

ეხლა მედიცინა ისე შორს არის წასული, რო არც გაგვიკვირდება ხვიჩა ვადაზე ადრე დაუბრუნდეს ფეხბურთს! ამის იმედით ვიყოთ ხვიჩას გულშემატკივრები!

• გიორგი

ერთიც სათქმელია. რომ არა ხვიჩას 10 დღეში 4 თამაში ნაკრებში დაუსვენებლად შეიძლება ეს არც მომხდარიყო. ტრამვიანობას უჩივიან როგორც პსჟ ისე სხვა კლუბებიც. ეს უეფას სინდისზეა. მეტი გაფრთხილება მართებთ ფეხბურთელების.

დღეს ახალგაზრდობა წიგნს აღარ კითხულობს და რა ფილოსოფიაზე უნდა ელაპარაკოს?ნარუტოს მაგალითებზე ელაპარაკება,რადგან ეგ შეიძლება ნანახი ჰქონდეთ.მათთვის ეგ უფრო გასაგები იქნება.

• გიორგი

ამ ტრავმის შემდეგ მთავარია შიში უნდა გააქროს.. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ტრავმები მოსდევს შიშის გამო სხეულისსხვა ნაწილებზე გადადის დატვირთვები რის გამოც მიკრო ტრავმები იმატებს.მაგალითად როდრი დაბრუნების შემდეგ ხერხემალზე და უკანა კუნთების სპაზმები დაეწყო.ვირცს მარცხენა ფეხზე გადაქონდა დატვირთვა კოჭის პრობლემი. გავის იგივე ფეხზე მენინსკის პრობლემა დაემართა ისევ ოპერაცია. ეს თურმე შიშის გამო ემართებათ... შეგიძლიათ თქვენც სიღრმისეულად მოიძიოთ

• ჟორა

გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: კვარა რომ ძირითადში ყოფილიყო ვინ ელოდით მისგან სამ საგოლე მოქმედებას? ეს იყო ენრიკეს გენიალური ჩანაფიქრი და გაუმართლა კიდეც. მაგრამ ერთი 10 წუთით ადრე უნდა გამოეყვანა, მეტს გააკეთებდა.

• ფიცარნაგი

რა მათე ნათელა მქვიან ქალო :))))))))))) რა ნარუტო ოხ რა კარგები ხართ :)))))))))) ნარუტო და მაუგლის ფილოსოფია ასულდგმულებს თურმე ხვიჩას :))))))))))))))

• Porto

შენ და ავტორი კიდევ ორიოდრ ჯეელი რა საქმითაც ხართ დაკავებული მაგას კულტურულად და ფიზიკის ენაზე ხახუნი ან/და რხევა ეწოდება :)))))))))))))))))

• მალხაზ ჯობავა

მართალი ხარ ზაზა ძმაო. როგორც დინამოზე და არამარტო დინამოზე, მოსკოვებში, კიევში მინსკში, ბაქოში, ერევანში და კიდევ სად და სად დადიოდა ხალხი, მიხეილ მესხის თამაშის სანახავად, ისე დადიან და ივლიან პარიზში, ლონდონში, ლივერპულში, მიუნხენში, რომში,მადრიდში, ბარსელონაში და ყველგა იქ და იმ სტადიონებზე, სადაც კი ხვიჩა კვარაცხელიას, ყისმათიანი ფეხი შეეხება მსოფლიოს მოედნების მწვანე ბალახს.

• კირილე

ნარუტო?:))))))))))) xaxaxaxaxaxaxaxaxaxaxa

• ვოოტ

ტერმინი - ქოცმადიდებელი - ბატონო მამუკავ ბათუმიდან, არა იმდენად ქოცების შეურაცხყოფას ისახავს მიზნად ( თუნდაც იმიტომ, რომ ხსენებული ქმედება ერთობ სათუო გარჯა გახლავთ), რამდენადაც - უშუალოდ მართლმადიდებლობის... ეს კი ცალსახად და უაპელაციოდ საკუთარი სამშობლოს ( თავისთავად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინააღმდეგ მიმართული მტრულ აქტად განიხილება... თქვენ, შესაძლოა, არ გიფიქრიათ ამის თაობაზე, მაგრამ მერწმუნეთ, ემაგ ტერმინის შემქმნელებმა მშვენივრად იცოდნენ, რასაც უმიზნებდნენ...

• ლაშას და სხვებს

სკოლაშიც არ გივლიათ? ვეფხისტყაოსანზე წერს ავტორი, გასცა მაგარი პასი და დაუფასდაო და რაღაცას ბოდავთ. სხვებს გვაცადეთ კითხვა, თქვენ სხვა საქმით დაკავდით

• გოგა

100% დარწმუნებული ვარ, რო ენრიკემ სპეციალურად დატოვა ხვიჩა სათადარიგოზე, თან ხო თქვა ეხლა რო ვეთამაშებოდეთ ჩელსის იგივეს ვიზამდიო, თავისი გათვლა ქონდა და 100% გაუმართლა ხვიჩამაც. 10 თამაში 10 საგოლე მოქმედება აქვს უკვე, ასე თუ გაგრძელა და ლიგა ისევ თუ მოიგეს, სერიოზული პრეტენზია ექნება ოქროს ბურთზე

• თემო

ნარუტომ თქვაო, მოითხოვეთ და მოგეცემათო, დააკაკუნეთ და გაგიღებენო. ოხ ეს ნარუტო და იტაჩი

• ლაშა

რა შუაშია ნარუტო და ვეფხისტყაოსანი, არ მესმის. 70-ე წუთზე, როცა ანგარიში 2-2-ია და ფეხბურთელები საკმაოდ დაღლილები არიან, შემოგყავს დასვენებული, სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთელი თამაშის შესაცვლელად. ძაან გაუმართლა ლუის ენრიკეს, რომ კვარასნაირი მოთამაშის სკამზე დატოვების შესაძლებლობა აქვს და ჩანაფიქრიც იდეალურად შეუსრულა კვარამ.

• მამუკა ბათუმი

უნდა დამეწერე წაგესევიან ნარუტოს ხსენებაზე ქოცმადიდებილები თქო და აჰა მოგისწრია უკვე. 🤣🙈 შენ არ მეისპე საცხა 🙏

• zaza

ჰეითერები სტაბილურობას უწუნებენ და ამტკიცებენ რომ ის ტოპი არარის და რომელ დიდ ფეხბურთელს არქონია ისერა თამაშები არარსებობს ეგეთი ვერავიზე ვერიტყვი კვარა არის სახალხო ფეხბურთელი ხელოვანი და გენიოსი.სტადიონზე სწორედაც ეგეთი ფეხბურთელების სანახავად დადის ქომაგი.გუშინდელი წარმოდგენის სანახავად ამიტომაც ღირდა ღამის თევადა მაგ თამაშის ყურება.არაუშავს როცა ფეხბურთიდან წავა უფრო მეტად გავაანალიზებთ ყველაფერს და დავაფასებთ მის ღვაწლს არამარტო ქართული ფეხბურთის ჭრილში.

• porto

ნარუტოს გარდა არაფერი გაგხსენდათ, სადაც მისაღწევ ოცნებებზე არის საუბარი? ან ნარუტოს მაგხელა მხატვრული ად ფილოსოფიური ღირებულება აქვს, რომ სტატიის იდეის დასაბუთებაში მოიყვანოთ?!! ხვიჩა არის მორწმუნე მართლმადიდებელი ამასთან შრომისმოყვარე და ამიტომაც არის წარმატებული!!! დაასრულეთ ეს ნარუტო და ზღაპრების მოყოლა!!

• ჯაბა

ეს თამაში ტრენერმა მოიგო ჯოკერივით შეინახა კვარა მერე გამოიყენა

"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს

Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს

კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია

უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს

ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე

არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია

"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ

ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა

17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს

3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო

კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა

რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..

სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა

ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს

[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"

18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან

ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება

Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს

"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში

პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს

დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს

"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი

მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"

"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია

"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო

Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს

სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"

კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი

[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა