სუპერლიგის მე-17 ტური დღეს 3 მატჩით, საინტერესოდ დაიწყო. 2 მატჩი გაიმართა თბილისი არენაზე, ხოლო ერთ შეხვედრას გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. პირველ მატჩში ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი – კსუ კავკასია და ზესტაფონის მარგვეთი შეხვდნენ. იმერული კლუბი საკმაოდ კარგ ფორმაშია და ლიდერებშიც მყარად დამკვიდრდა, კავკასიელებს კი ჩავარდნა ჰქონდათ, რადგან მაღალი მიზნებისა და ამბიციების მიუხედავად ცხრილში საკმაოდ დაბლა იყვნენ.

წინა ტურში კავკასიელებმა სტუმრად “თელავი” დაამარცხეს, ხოლო დღეს “მარგვეთის” ძლევით წელშიც გაიმართნენ და ცხრილშიც დაწინაურდნენ. საკმაოდ დაძაბული და თანაბარი შეხვედრის დასკვნით პერიოდში კავკასიელებმა შეძლეს ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა. საბოლოოდ შეხვედრა 81:78 დასრულდა და კსუ-კავკასიამ მე-7 გამარჯვება მიითვალა.

გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი ნიმაია ბენსონი გახლდათ 16 ქულითა და 9 მოხსნით. ფორმაში შედის ეროვნული ნაკრების კანდიდატი დავით კაკუშაძე, რომელსაც ფეხის ოპერაციის შემდეგ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ჰქონდა და ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას იბრუნებს. მის ანგარიშზე 13 ქულა იყო, რომელთაგან 6 (2 სამიანი) ბოლო პერიოდში, ძალიან საჭირო მომენტში ჩააგდო.

თბილისი არენაზე გამართულ მეორე შეხვედრაში რაშმა ქუთაისს უმასპინძლა. რაში მეორე წრეში შედეგებით ერთ-ერთი საუკეთესოა და “ა” ლიგაში დავეითება ამ ეტაპზე აღარ ემუქრება. გუნდმა მეორე წრეში 4 გამარჯვება მოიპოვა და მოსაგებად მოქმედ ჩემპიონ ქუთაისსაც გაექაჩა. რაშმა ბოლომდე იბრძოლა, ხშირად ლიდერობდა, ბოლო წუთზე გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ელემენტარული შეცდომების გამო შეხვედრა საბოლოოდ 81:86 დათმო.

ამ გამარჯვებით ქუთაისისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. 10 მოგებითა და 5 მარცხით იმერული კლუბი მე-3 ადგილზეა. რაშიც იგივე ადგილზეა, თუმცა მე-9 ადგილი ამ გუნდისთვის სრულიად საკმარისია, რათა სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. პირველი წრის შემდეგ მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა და გურჯაანის დელტასთან “ა” ლიგაში დაქვეითების უმთავრესი კანდიდატი იყო.

სუპერლიგა

ყველაზე დაძაბული მატჩი გორში გაიმართა. გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მოგება მეტად უნდოდა. რა თქმა უნდა, მოგება ყველას უნდა, მაგრამ თსუ ერთპიროვნული ლიდერია და მდევარს მთელი 2 ქულით უსწრებდა. გორელებს კი ბოლო 6 მატჩი წაგებული ჰქონდათ და ამბიციას და შედეგებს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად, მოგების გემოს გახსენება სურდათ. ასეც მოხდა – თავგანწირული თამაშის ხარჯზე ივერიონმა დაძაბულ ბრძოლაში – 80:77 დაამარცხა გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი თსუ და პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილზე გამაგრდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ გორელებმა 6-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტეს.

სუპერლიგის მე-17 ტურის მომდევნო მატჩი კვირას ბათუმში, ადგილობრივ გუნდსა და ტყიბულის ორბს შორის გაიმართბა. ტური ორშაბათს გურჯაანში დასრულდება, სადაც დელტა პრინციპულ მატჩში რუსთავს უმასპინძლებს.

GBF.GE

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა