დღეს სუპერლიგის მე-17 ტურის ერთი მატჩი ბათუმში გაიმართა. ადგილობრივმა გუნდმა ტყიბულის ორბს უმასპინძლა და 80:71 (სტატისტიკა) დაამარცხა. საყურადღებოა, რომ ბათუმელებმა შეხვედრის მეორე პერიოდში მოპოვებული 18-ქულიანი უპირატესობა თითქმის ბოლომდე გაანიავეს. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ორბმა სხვაობა მინიმუმამდე (63:64) შეამცირა და თითქოს დაძაბული ფინალი უნდა გამოსულიყო, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის სადავეების უკუპყრობა მოახერხეს.

გიორგი ოჩხიკიძის დავით ლომიძისა და მაირინ ტომასის შედეგიანობით ბათუმმა 10-ქულიანი ლიდერობა აღადგინა და თამაში ისე ჩამთავრდა, რომ მედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულებს 16 ქულითა და 4 პასით გიორგი ოჩხიკიძემ ულიდერა, 11 ქულა, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი გეგი ბაქრაძემ დააგროვა. მაირინ ტომასის ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსდნა დაგროვდა. სტუმართაგან 15 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო ლარი ოსტინი გახლდათ. 14 ქულა და 6 პასი მარკ ფრიმენმა მიითვალა.

ამ გამარჯვებით ბათუმი ქულებით გაუთანაბრდა ქუთაისს და იმერულ კლუბთან ერთად 3-4 ადგილებს იყოფს. ეს გახლდათ ზედიზედ მე-4 გამარჯვება ზღვისპირელთათვის. სუპერლიგის მე-17 ტური 16 მარტს, გურჯაანში დასრულდება, სადაც ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების პრინციპული დაპირისპირებაა – დელტა რუსთავის წინააღმდეგ.

GBF

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა