დასრულდა სუპერლიგის მე-17 ტური. ბოლო მატჩი უდიდესი მნიშვნელობის იყო მისი მონაწილეებისთვის. საუბარია სუპერლიგაში დარჩენაზე – ერთის მხრივ ბოლო ადგილზე მყოფი გურჯაანის დელტა და მეორეს მხრივ ბოლოსწინა რუსთავი. კახეთის გუნდისთვის ამ მატჩს ფაქტობრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მარცხის შემთხვევაში თითქმის უიმედო მდგომარეობაში ვარდებოდა. რუსთაველთა გამარჯვების შემთხვევაში დელტასთვის უახლოეს გუნდთან სხვაობა მინიმუმ 2 ქულა ხდებოდა და დარჩენილ 4 მატჩში ამ სხვაობის გაბათილება რომ ურთულესი საქმეა, ყველას კარგად მოეხსენება.

საბოლოოდ ასეც მოხდა – რუსთავმა დელტა გურჯაანში 75:69 დაამარცხა და უიმედო მდგომარეობაში დატოვა. თავის მხრივ ქვემოქართლელებს მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ, რადგან წინა ტურში უშუალო კონკურენტ რაშთან წააგეს და ცხრილის ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე აღმოჩნდნენ. ამ გამარჯვებით რუსთავი მოგებებით რაშს დაეწია და ახლა ყველაფერი დარჩენილ ტურებში გადაწყდება. რაშს 4 თამაში დარჩა, რუსთავს – 5.

მრაც შეეხება გურჯაანში გამართულ მატჩს, ის თავიდანვე რუსთაველთა უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. პირველი პერიოდი სტუმრებმა ორმაგი სხვაობით – 28:14 მოიგეს, რის შემდეგაც დაახლოებით ეს სხვაობა ბოლო პერიოდამდე ნარჩუნდებოდა. ვითარება ერთხელ დაიძაბა, როცა გურჯაანელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ რუსთაველებმა კრიზისი გადალახეს და გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდნენ.

გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი კაოსი ეზიაგუ გახლდათ, რომელმაც 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 14 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა მონტეს მატისს, 15-15 ქულა ვახტანგ გაფრინდაშვილმა და ელაია ბიუქენენმა მოაგროვეს. დელტაში 22 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო შამარკუს კენედი. 17 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა კრისტოფერ ბარტონის ანგარიშზეა.

სუპერლიგის მე-18 ტური 20, 21 და 22 მარტს გაიმართება.

GBF.GE

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...